x
image
Ezhichok
ზოდიაქოს ნიშნების წარმოშობა ანტიკურ ხანაში

imageდღემდე უცნობია ვინ შექმნა ზოდიაქოს ნიშნები. არსებობს ჰიპოთეზა, რომ 500 000 წლის წინ, შუმერები ცას 12 "ნაწილად" ყოფდნენ, რის გამოც ბერძნებმა ამ მოვლენას "ზოდიაქო უწოდეს", რაც სიტყვა-სიტყვით ცხოველების წრეს ნიშნავს. ასევე ცნობილია, რომ ძველად ხალხი ამა თუ იმ ცხოველს, რომელიც ცაზე ვარსკვლავებით იყო გამოსახული, თავიანთი ტომის/თემის მფარველად მიიჩნევდნენ. მოდით, უფრო კონკრეტულად განვიხილოთ ეს თეორია:

ვერძი
- ზოდიაქოს პირველი ნიშანი. მას მართავს მარსი, ამიტომაც ეს ზოდიაქოს ნიშნები გახსნილები, ენთუზიაზმით სავსეები და ინტელექტუალები არიან.

კურო
- არის ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცხოველი. ამ ნიშნის პერიოდში, დედამიწაზე მზის სხივები კაშკაშებდნენ, რაც ახალ საწყისს ნიშნავდა.

ტყუპების
თანავარსკვლავედებმა მიიღეს ზევსისა და ლედის ტყუპების, პოლუქსისა და კასტორის სახელები. ცაზეც მათი ნაწილები ისე ახლოს არიან განლაგებულნი, რომ ამ თანავარსკვლავედს სხვანაირად ვერც ვუწოდებდით.
ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში, მზე პირდაპირი მნიშვნელობით მზე უკან მიგორავს. აქედან გამომდინარეობს დასახელება კირჩხიბი (კიბორჩხალა). დღე ნელ-ნელა იკლებს, ხოლო ღამე იმატებს. ლეგენდის თანახმად, ჰერაკლე შეება უზარმაზარ კიბორჩხალას და მოიპოვა გამარჯვება, მაგრამ ქალღმერთმა ჰერამ, რომელიც ვერ იტანდა ამ გმირს, განამწესა კირჩხიბი ცის თაღზე, ეათა მას ყოველტვის ედევნებინა თვალი ჰერაკლესთვის.

ასურეთში ლომის თანავარსკვლავედს უწოდებნენ "დიდებულ ცეცხლს". ამ პერიოდში სწორედ ლომებმა დაიწყეს ნილოზის ველზე ხეტიალი, რათა თავი დაეღწიათ გაუსაძლისი სიცხისგან. სწორედ აქედან მოდის მცხუნვარე მზის სიმბოლიკა, რომელიც ცაზე ბატონობს.

ანტიკურ ხანაში, ქალწულს უამრავი სახე ჰქონდა: ზევსის დედა, სამართლიანობის ქალღმერთის, ათენას სახე და იგი გამოხატავდა სფინქსსაც კი, მაგრამ ყველაზე ხშირად, მას გამოხავდნენ პურის თავთავით ხელში, რადგან სწორედ ასე ითარგმნება ყველაზე კაშკაშა თანავარსკვლავედისა.

სასწორი - ერთადერთი უსულო საგანია ზოდიაქოს ნიშნებში. მისი პერიოდი ემთხვევა შემოდგომას. საუკუნეების წინ, ადამიანებმა შეამჩნიეს, რომ დღე გრძელდება იმდენივე ხანს, რამდენსაც ღამე. სწორედ აქედან გამომდინარეობს სასწორის ორი თანაბარი მხარე თანავარსკვლავედზე. გარდა ამისა, ანტიკურ ხანაში, ბედისწერის სასწორზე იზომებოდა ადამიანების საქციელი. ამიტომაც დღეს სასწორი - სამართლიანობის სიმბოლოა.

მზის გადასვლის დროს მორიელის თანავარსკვლავედში, მზე უფრო ნათელი იყო, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს. აქედან გამომდინარე, ხალხი ფიქრობდა, რომ მორიელმა მზე დაგესლა.

მორიელთან გამკლავება, შეეძლო მხოლოდ მშვილდოსანს. ამიტომაცაა მორიელის თანავარსკვლავედის შემდეგ, მშვილდოსნის თანავარსკვლავედი.

ლეგენდის მიხედვით, ღმერთი თხის ფეხებით, პანი, ერთხელ შეაშინა გოლიათმა, რის გამოც პანი წყალში ჩახტა. მისი ფეხები გადაიქცა კუდად. ამიტომაც, თხის რქის ნიშანი სწორედ ამ ფორმაშია გამოსახული.

იმ დღეებში, როდესაც მზე იმყოფებოდა მერწულის თანავარსკვლავედში, ნილოსი ადიდდა. ამიტომაც, ამ ნიშანსაც ლოგიკურად დაერქვა მერწყული.

იქ, სადაც წყალია, არის თევზიც. სწორედ ამ თანავარსკვლავედის დროს იჭერდა ხალხი უამრავი რაოდენობის თევზს. საინტერესოა ისიც, რომ ფინიკიელები თავიანთ ნაყოფიერების ქალღმერთს გამოსახავდნენ ქალის სახით, თევზის კუდით (ქალთევზა).

0
401
4-ს მოსწონს
ავტორი:Ezhichok
Ezhichok
401
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0