სხვა ცნობილი ადამიანების შთამომავლები, რომელთა შესახებაც არაფერი იცოდით 2015, 16 მაისი, 21:53 წარმოგიდგენთ ცნობილი ადამიანების შვილიშვილებს: რაილი კიო - ლეგენდარული ელვის პრესლის შვილიშვილია. ის ამჟამად 25 წლის მსახიობი და მოდელია. დრი ჰემინგუეი - ცნობილი მწერლის, ერნესტ ჰემინგუეის შვილიშვილი. ის პროფესიით მოდელია და ურთიერთობა აქვს მოდის წამყვან ბრენდებთან. ტუკი ბრანდო - მარლონ ბრანდოს შვილიშვილი. ცნობილი ბრენდის, ვერსაჩეს მოდელია. ემა ფერერი - ბევრისთვის საყვარელი მსახიობის, ოდრი ჰეპბერნის შვილიშვილია. ამჟამად 20 წლისაა და ასევე მოდელია. უნა - ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილია. მას 34-მდე ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ ყველაზე მეტად ალბათ "სამეფო კარის თამაშებიდან" გვახსოვს, სადაც უნამ რობ სტარკის საცოლის როლი განასახიერა. ელისონ ლე ბორჟი - ალენ დელონის შვილიშვილია. ის პროფესიით მოდელია. 200 2-ს მოსწონს
|