x
image
beko777
გოგა ხაჩიძის ღია წერილი ამალია ჯიბლაძეს
imageმას შემდეგ რაც, თითქოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს პროექტ „ნიჭიერის“ მონაწილის ამალია ჯიბლაძის შესახებ სკანდალი აგორდა, ერთ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ თემა კვლავ ინარჩუნებს აქტუალობას.


სკანდალის თემა ყველასათვის ნაცნობია და მისი მთავარი გმირებიც ყველამ იცის, რომ მომღერალი ანრი ჯოხაძე და ყოფილი მომღერალი, დღეს პარლამენტარი გოგა ხაჩიძე არიან (თუმცა ობიექტურობა მოითხოვს იმის დაფიქსირებას, რომ ეჭვი ამალია ჯიბლაძის ცოცხლად ნამღერის შესახებ პირველად, ერთ-ერთი ჟურნალის ჟურნალისტმა დააფიქსირა).


ანრი ჯოხაძის სახალხო ბოდიში მოსახლეობამ პირველად ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადაცემაში „პირისპირ ბესო ჩუბინიძესთან“ მოისმინა, სადაც ჟურნალისტმა სატელეფონო ჩართვაში ფართოდ გაშალა თემა და ანრი ჯოხაძემაც სახალხოდ მოუხადა ბოდიში ამალია ჯიბლაძეს (რაც შემდეგ, საღამოსვე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე, კიდევ ერთხელ გაიმეორა მომღერალმა). რამდენად მიიღო ანრის ეს ნაბიჯი და ბოდიში ქ-ნმა ამალიამ სხვა თემაა, მაგრამ დღემდე არ ჩანდა სკანდალის მეორე მონაწილის - გოგა ხაჩიძის კომენტარი... დეპუტატმა სიჩუმე რამდენიმე საათის უკან დაარღვია და „ნიჭიერის“ მონაწილის მიმართ დიპლომატიური თუმცა, ალბათ მაინც მობოდიშება, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დააფიქსირა. გოგა ხაჩიძე წერს


image„ - ქ-ნო ამალია, სამწუხაროდ პირადად არ გიცნობთ და ამ ფორმით მიწევს მომართვა. ჩემის აზრით (როგორც ერთი ადამიანის) თქვენ აუცილებლად უნდა გააგრძელოთ პროექტში მონაწილეობა, უფრო დიდი შემართებით და მოტივაციით. ძალიან ვწუხვარ, რომ ტექნიკურ საკითხზე გამოთქმული განსხვავებული მოსაზრება - არაადეკვატურ გაურკვეველობაში გადაიზარდა. პირადად მე ყოველთვის გულწრფელად ვგულშემატკივრობდი ნიჭიერებას და ასეც გავაგრძელებ. წარმატებას გისურვებთ! პატივისცემით...“



როგორც „რუსთავი 2“-ს შაბათის ერთ-ერთი გადაცემიდან დაფიქსირდა, ამალია ჯიბლაძე შექმნილი მდგომარეობის გამო ფსიქოლოგის დახმარების ქვეშ იმყოფება, დეპრესიაშია და ეს არამხოლოდ ზემო-აღნიშნული სკანდალის გამო, არამედ იმის გამო, რომ რამდენიმე დღის შემდეგ ამ სკანდალიდან ჟურნალისტ მაია კახიძის მიერ სოციალურ ქსელით გავრცელდა ამალია ჯიბლაძის ფოტოები პირადი არქივიდან, სადაც ის, რუსეთში მუსიკალური მოღვაწეობის დროს იყო გადაღებული.


მოკლედ, მომღერალს თავისდაუნებურად ცხოვრება გაუსკანდალდა და ნაცვლად პოზიტიური მესიჯებისა მისი ნიჭის მიმართ, უამრავი ნეგატივი და არასასურველი დამოკიდებულება დაუფიქსირდა, თანაც სახალხოდ და სწორედ ამის შემდეგ დაისვა კითხვა: - მიიღებს თუ არა მონაწილეობას ამალია ჯიბლაძე „ნიჭიერის“ მეორე ტურში?


საინტერესოა, ამ ქალბატონს ფსიქოლოგი თუ უხსნის მომღერალას იმას, რომ - იმ ქვეყანაში სადაც ვინმე დეისაძის „სიმღერას“ (რომელიც ქართველი მამის კულტის თავზე დასვრას ემსახურება, დედის კულტის განადგურების მცდელობის შემდეგ) ტაშის დამკვრელებიც კი ყავს, არ უნდა გაუკვირდეს, რომ მისი უდაოდ ნიჭიერების გამო - უამრავ მაგინებელს გაიჩენს ქვეყანაში სახელად - სა-ქარ-თვე-ლო...


image

3
1061
8-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:beko777
beko777
1061
  
2014, 4 ნოემბერი, 21:15
მადლობა :* ყველაზე მეტად ის მაინტერესებს "არმოწონება" ვინ ჩაუწკაპუნა? :))))))))
2014, 4 ნოემბერი, 10:56
ძალიან კარგია სტატიაა
2014, 4 ნოემბერი, 10:22
ჯოხაძე თუ კიდე ვინმეს მომღერალი გონია რაააა, და წურწუმია კიდევ,,, სასაცილოა ეს ყველაფერი
0 1 3