x
image
beko777
Mediator image
ეთერ კაკულიას ვარსკვლავი 29 ნოემბერს გაიხსნება (ექსკლუზივი)
imageქართული ესტრადის ჭეშმარიტი ვარსკვლავი, „მეგას“ რამდენიმე გზის მფლობელი და ნომინანტი - 29 ნოემბერს იუბილარია, ცნობილია რომ ქ-ნი ეთერი საკუთარი ასაკის გამხელას ერიდება და შეკითხვაზე - რამდენი წლის ბრძანდებით ქ-ნო ეთერ, ყოველთვის იუმორით პასუხობს - 35 თუ 36 აღარ მახსოვსო :) და იქვე აყოლებს, - უკვე იმდენჯერ მოვიტყუე ჩემი ასაკი, მართლა დამავიწყდა რამდენი წლის ვხდები და რაც მთავარია, ის კი კარგად მახსოვს, რომ 102 წლამდე მინდოდა სიცოხლე, მაგრამ ბოლო დროს დავუკელი და გადავიფიქრე ჩემი ავადმყოფობის გამოო.


ეთერ კაკულიას ავადმყოფობის შესახებ საქართველომ უკვე ყველაფერი იცის, ქიმიოთერაპია რომელსაც საქართველოს ვარსკვლავი იტარებს, გამოკვლევები ისრაელში რომელზეც ქ-ნი ეთერი ბრძანდებოდა (და კიდევ უწევს გამგზავრება) მისი ჯანმრთელობის გამყარებისკენაა მიმართული.


- წლების წინ, როცა დათო ოქოტაშვილი ვარსკვლავზე მესაუბრებოდა ხოლმე, სულ ვეუბნებოდი თავი გამანებე ვისაც ვარსკვლავი გაუხსენი გარდაიცვალა და თითქმის აღარავინ ცოცხალი აღარ არის და არ მინდა ეს გარდაცვალება 102 წლამდე და რა ვქნა ახლა-თქო? :) - მაგრამ მას მერე რაც დავაკელი წლები, უკვე თანახმა ვარ, იყოს ჩემი სახელობის ვარსკვლავიც ფილარმონიის წინ. მე ხომ ჩემი ხალხი ძალიან მიყვარს და ყველაფერი ჩემთვის უკვე იმდენად პოზიტიურია, რომ მადლობის მეტი რა უნდა ვთქვა და რა უნდა გავაკეთო არ, ვიცი?


როგორც იცით უამრავი საქველმოქმედო აქცია ტარდება ხოლმე სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის ქ-ნი ეთერ კაკულიას მხარდასაჭერად და გვერდში დგომისთვის და გარდა იმისა, რომ 29 ნოემბერს, მის დაბადების დღეზე ვარსკვლავი გაიხსნება, ასევე დაგეგმილია კონცერტები გორში (23 ნოემბერი), ქუთაისში (22 ნოემბერი) და საქართველოდ სხვადასხვა ქალაქებში, სადაც ქ-ნი ეთერის მეგობრები მის მხარდასაჭერად ჩაატარებენ მუსიკალურ აქციებს და რომლის ინიციატორი საპროდიუსერო კომპანია „ჯადოსნური ხმები“ და ინტერნეტ-ტელევიზია „ვარსკვლავები“ www.stars.ge -ე არიან



ინტერნეტ-ტელეკომპანია „ვარსკვლავებმა“ რამდენჯერმე მოამზადა რეპორტაჟი ეთერ კაკულიასთან დაკავშირებით, რამდენიმე ინტერვიუ შესთავაზა მკითხველს და მაყურებელს, მაგრამ კითხვა რომელიც მაინც დასმადია საზოგადოების მხრიდან - რა ჭირს ქ-ონ ეთერს კონკრეტულად, დღემდე აქტუალურია და ხშირ შემთხვევაში ჩვენც ვერ ვხვდებით როგორღა უნდა ავუხსნათ საზოგადოებას, თუ რატომ ან რისთვის იკეთებს საქართველოს ვარსკვლავი ქიმიოთრაპიის კურსს?


მოკლედ 29 ნოემბერს ფილარმონიის წინ კიდევ ერთი დიდი ქართველი ხელოვანის, მომღერალის - ეთერ კაკულიას ვარსკვლავიც გაიხსნება.


(ისრაელში გამგზავრების დროს)

imageimageimageimage

ალკაზარ კაკულია, ქ-ნი ეთერის ძმა

image





2
216
3-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
216
  
2014, 5 ნოემბერი, 11:02
უფალი დაეხმარება და შეეწევა გამიჯანმრთელების გზაზე მყოფს. გმერტმა გაახაროს ყველა ადამიანი ვინც მის მის დასახმარებლად რაიმე გააკეთა.
2014, 4 ნოემბერი, 0:48
ახლა როგორ არის ქალბატონი ეთერი?
0 1 2