ფოტოგრაფია 15 ფოტო კიბოთი დაავადებული მომაკვდავი ცოლისა, რომელიც ქმარმა გადაუღო 2014, 3 ნოემბერი, 21:37 კიბო - ჯერ-ჯერობით დაუმარცხებელი დაავადება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში დამარცხებადიც, რათქმაუნდა გააჩნია რომელ სტადიაში იმყოფება ადამიანი, - მაგრამ ამ შემთხვევაში არც სტადიებს განვიხილავთ და არც კიბოთი დაავადების მიზეზებს, უბრალოდ - წარმოგიდგენთ 15 შავ-თეთრ ფოტოს, რომელიც მოსიყვარულე ქმარმა საკუთარ მეუღლეს გადაუღო და ამას, იმ პერიოდიდან აკეთებდა, რაც გაიგო, რომ ცოლი უკურნებლადაა დაავადებული საშინელი ავადმყოფობით. მან შექმნა ისტორია საკუთარი მეუღლის სიკვდილის უკანასკნელი წლებისა...
1. ამ ქალბატონს, ერთხელაც ექიმებმა მომაკვდინებელი დიაგნოზი დაუსვეს - კიბოს უკანასკნელი სტადია! ქმარმა აქედან დაიწყო ფოტოების გადაღება... 2. მკერდის კიბო - დიაგნოზი ეს იყო 3. ცოლთან შეთანხმებით, მეუღლემ მისი სიცოხლის უკანასკნელი წლების, თვეების და დღეების გადაღება დაიწყო 4. თუმცა, არცერთი მათგანი ხმამაღლა და მითუმეტეს ერთმანეთში, არ საუბრობდა იმაზე, თუ რით შეიძლებოდა დასრულებულიყო ეს ფოტო-სესია გაწელილი დროში 5. თუმცა ორივე ცალ-ცალკე მაინც ხვდებოდა და მეტიც - იცოდა, რომ ფოტოსესიის ბოლო - ტკივილიანი იქნებოდა 6. ქმარი ყოველ წუთს მომაკვდავი მეუღლის გვერდით იყო და მის ყველა საქციელს აფიქსირებდა 7. და დადგა დრო, როცა უკვე ცოლს დაუხმარებლად სიარული აღარ შეეძლო 8. დრო, რომლის დროსაც საჭირო გახდა თმის ბოლომდე გადაპარსვა 9. ქიმიოთერაპიის კურსის გამო, თმა ისედაც ინტენსიურ რეჟიმში ცვიოდა, თუმცა მეუღლე ცოლის სიკვდილს არ ეგუებოდა და ის, თითქმის ყოველთვის დაყავდა ზღვაზეც და მთაშიც დასასვენებლად 10. ამ სულითძლიერმა ქალბატონმა, მოახერხა და საკუთარი მე-40 დაბადების დღე ცოცხალმა აღნიშნა 11. თუმცა სიცოცხლის მე-40 წელი მისთის - უკანასკნელი აღმოჩნდა 12. კიბომ - გაიმარჯვა 13. ყველფრიდან ჩანდა, რომ - ბოლო მალე დადგებოდა 14. ქმარი გადაღებებს აგრძელებდა და ისტორიულ ფოტოსესიას უკვე ვეღარ წყდებოდა 15. ... და ეს აღმოჩნდა ბოლო კადრი ახალი ცხოვრების დაწებამდე, როცა ქმარმა საყვარელი მეუღლის გარეშე დაიწყო ცხოვრება 340 3-ს მოსწონს
|