x
image
beko777
Mediator image
"მეგა 2002" - რეპორტაჟი და ინტერვიუები (სტატია წარსულიდან)
დიდების პირველივე წუთები - ვარსკვლავები „მეგა-2002“-ის შესახებ


12 აპრილს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დიდი ტრიუმფით ჩატარებულმა „მეგას“ დაჯილდოების ცერემონიალმა ვერ გაანელა ის ეიფორიული ემოციები, რომლებიც ჩვენი შოუ-ბიზნესის წარმო-მადგენლების ასტრალურ სხეულებს დაეუფლათ.


imageსაუკეთესო იმიჯის მქონე, წლის ყველაზე სექსუალური და ორი-გინალური მამაკაცი - „უცნობი“:
– რამდენად მოგწონთ დღევანდელი საღამო, რა წვლილი შეაქვს მას ქართული შოუბიზნესის განვითარებაში?
– ძალიან მომწონს დღევანდელი დღე. ხშირად პრესაში ისეთი რაღაცეები იწერება, თითქოს საქართველოში არ ვითარდებოდეს ეს დარგი. არადა, შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთ საუკეთესოდ სწო-რედ შოუბიზნესი ვითარდება. რაც ხდება, თქვენ თვითონ ხედავთ. ახლახან დავბრუნდი აზერბაიჯანიდან. ბაქოში ასეთი არაფერი ხდება. ჩვენ საკმაოდ კარგ ეტაპზე ვიმყოფებით შოუბიზნესში, მი-უხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, გვყავს უამრავი ნიჭიერი ხალხი.
– მოულოდით თუ არა იმ ნომინაციებში წარდგენას, რომლებშიც გაიმარჯვეთ?
– სიმართლე გითხრათ, ნომინაციებზე არც მიფიქრია. ხომ ვა-ხსენე, აქ არ გახლდით. მე რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ საკუთარი გუ-ლით და შემოქმედებით. თუ ვინმე დააფასებს ჩემს სიმღერებს, ეს ხომ კიდევ უფრო კარგია.
– რას უსურვებდით „ვარსკვლავების“ მკითხველს?
– ვუსურვებდი უფრო მეტი და მეტი შემფასებელი გამხდარი-ყვნენ, რამეთუ ისინი უფრო დიდ სტიმულს მაძლევენ, როგორც შემოქმედს და მომღერალს. თვითონ „ვარსკვლავები“ კი ფანტასტიკური ჟურნალია და ვუსურვებდი, რომ გაეგრძელებინოს ეს სწორად აღებული კურსი.


imageახალგაზრდობის სიმპათია მამაკაცი - მამუკა ონაშვილი:
– რამდენად გაამართლა თქვენი იმედები „მეგას“ დაჯილდოების ცერემონიალმა?
– ბევრი რამ მოულოდნელი იყო ჩემთვის, თვით ნომინაციების ასპექტში. არ მეგონა, თუ ახალგაზრდების სიმპათიებს დავიმსახურებდი. მე მგონი, ძალიან კარგი ნომინაციაა და ყველა ახალგაზრდას დიდ მადლობას ვუხდი.
– რაიმე ტენდენციურობაში ხომ არ დებთ ბრალს ჩვენს მთავარ ჟიურის „ვარსკვლავების“ და მის მკითხველს? ან რაიმე გულდაწყვეტის მომენტი ხომ არ გქონდათ?
– „ვარსკვლავები“ რომ „დამნაშავე“ (სიცილით) ხართ ამაში, ეს ცხადია. თქვენ ძალიან დიდი როლი გაქვთ ამაში ნათამაშევი, რაც აუცილებელია. თქვენ რომ არა, ხშირად მსმენელის აზრიც არ იქნე-ბოდა ცნობილი, ეს მოსაწონია. გულდაწყვეტა კი... არ მაქვს. ამაზეც არ დამწყდებოდა გული, წლის სიმპათიის ნომინაცია რომ არ ამეღო. იმიტომ, რომ ეს ასეა, არჩევანი ყოველთვის მაყურებელზეა.
– რაიმე კომპონენტი ხომ არ აკლდა დღევანდელ საღამოს? საერთოდ, რას ფიქრობთ „მეგას“ დაჯილდოების ინსტიტუტზე?
– კლებით არაფერი აკლდა. ვუსურვებდი, რომ... (ხელების გაშლით და თბილი ღიმილით) უფრო, უფრო და უფრო ასეთი განათებული, შეკრული და ყველაფერი საუკეთესო ერთად ყოფილიყო.



imageწლის საუკეთესოდ ჩაცმული, საუკეთესო იმიჯის მქონე და ესტრადის ყველაზე ლამაზი ქალბატონი - ლელა წურწუმია (მამულიჩას და დაცვის თანხლებით):
– რას ფიქრობს ყველაზე მეტი „მეგას“ მფლობელი ლელა წურწუმია დღევანდელ საღამოზე?
– მინდა გითხრათ, რომ ქალებში რეკორდსმენი ისევ მე ვარ და ცხადია, მახარებს ეს მომენტი. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბესო ჩუბინიძეს, საორგანიზაციო კომიტეტს და მთლიანად ჟურნალ „ვარსკვლავებს“, რადგან იგი უხვად აშუქებს ყველაფერს, რაც ქართულ შოუ-ბიზნესში ხდება. მნიშვნელობა არა აქვს, როგორი რა-ნგის მომღერალია – პოპულარული თუ არც ისე პოპულარული. მივესალმები ასეთ ენთუზიაზმს. შეიძლება ბევრს რაღაც პრეტენზიები ჰქონდეს ცალკეულ საკითხებზე – პომპეზურ და მასშტაბურ მხარე-ებზე, მაგრამ ის, რომ დღეს რაღაც კეთდება საქართველოში, დღე-ვანდელ პირობებში, აუცილებლად დასაფასებელია და ჩვენთვის წამახალისებელია, მითუმეტეს, თუ ამას აკეთებენ საზოგადოების გამოკითხვის წესით, როცა მსმენელი ირჩევს – ვფიქრობ, ეს დიდი მი-ღწევაა და გამარჯვებაა.
image– უკმაყოფილებას ხომ არ იწვევს ცერემონიის რომელიმე ცალკეული მომენტი?
– უკმაყოფილებას ნამდვილად ვერ გამოვთქვათ, უბრალოდ, უფრო დასახვეწია, მაგრამ, ჩემი აზრით, დროთა განმავლობაში ამას მო-ევლება და უფრო მაღალი რანგის იქნება.
მამულიჩა: – მეც ვერ გამოვთქვამ უკმაყოფილებას, ყველაზე მეტი – 6 „მეგა“ მე ავიღე (გულისხმობს მეუღლის და სტეფანეს გამარჯვებებს). პროდიუსერთა ნომინაციაშიც ჩემმა მეგობარმა გაიმარჯვა და მიხარია მისი წარმატება.


საუკეთესო სოლო კონცერტისა და ყველა დროის საყვარელი მომღერალი მამაკაცის „მეგას“ მფლობელი - მერაბ სეფაშვილი:
– ბ-ნო მერაბ, თქვენ წლების განმავლობაში არაერთი მასშტაბური ოლიმპი დაგიპყრიათ, რას იტყოდით დღეს მოპოვებულ ტიტულზე?
image– მე ვფიქრობ, რომ მთავარი არა სხვადასხვა მწვერვალების დაპყრობაა, მთავარი ის არის, რომ „სახლში“ ხარ და უყვარხარ შინაურებს, შენიანებს. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის, როცა ვგრძნობ, რომ ოჯახში ვუყვარვარ ყველას. მე ხშირად ვყოფილვარ გასტროლე-ბზე და სხვადასხვა მძაფრი განცდის მომსწრე გავმხდარვარ, მაგრამ ჩემთვის მთავარი მაინც ჩემი ხალხის და მსმენელის სიყვარულია.
– თქვენ ესტრადის საკმაოდ ოდიოზური არტისტი ბრძანდებით. დღეს ახალბედა შემსრულებლების გვერდით დგომა პროფესიული თავმოყვარეობის შემლახველი ხომ არ არის თქვენთვის?
– პირიქით, ძალიან საინტერესოა მათთან ყოფნა და არა მარტო პროფესიული თვალსაზრისით, არამედ ურთიერთობის მხრივ. თან მე არ ვთვლი, რომ ყოველთვის უფროსებისგან სწავლობენ უმცროსები. მათგანაც ბევრი კარგის აღება შეიძლება.
– ხომ არ ნერვიულობდით ცერემონიალის პროცესში?
– არა, უბრალოდ მომეჩვენა, რომ ცოტა გაგრძელებული იყო, დანარჩენი მშვენიერი იყო ყველაფერი.


imageწლის ყველაზე ორიგინალური ქალბატონის „მეგას“ მფლობელი - მაია დარსმელიძე:
– რა ემოციებით ტოვებთ დარბაზს?
– არ ვიცი, ძალიან გამიხარდა ეს ყველაფერი, თან ჩემთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო ორიგინალური ქალბატონის ნომინაციაში გამარჯვება. ყველას დიდ მადლობას ვუხდი დაფასებისათვის.


წლის ვაჟთა საუკეთესო ჯგუფის „მეგას“ და ერთი სიმღერის სპეციალური დიპლომის მფლობელი - ზურა ხაჩიძე („ქუჩის ბიჭები“):
image– მეორე წელია ვაჟთა ჯგუფებში საუკეთესოს სახელს ატარებთ. როგორ ფიქრობთ, მომავალ წელს რა მოხდება?
– იცით რა არის, ჩვენ თუ მოვინდომებთ, შევინარჩუნებთ ამ სახელს. ეს ორი წელია ვინდომებთ. გვინდოდა აგვეღო ეს ჯილდო და ავიღეთ. თუ კვლავ ვიმუშავებთ დაუღალავად, ისევ ავიღებთ. იმიტომ, რომ „მეგა“ არის საკმაოდ კომპეტენტური დაჯილდოება და ვფიქრობ, შემდეგ წელსაც ყველაფერი კარგად იქნება.
– ახალი ნომინაციების სიმრავლეზე რას იტყვით?
– ჩემი აზრით, ცოტა დამღლელი იყო, მაგრამ ვინც რა დაიმსახურა, ის მიიღო.
„ვარსკვლავების“ მკითხველებს დიდ მადლობას ვუხდი ჩვენი საუკეთესო ჯგუფად გამოვლენისათვის, იმ წერილებისათვის, რომლებითაც ამ ჟურნალში სითბოს გამოხატავენ ჩვენს მიმართ. ძალიან გვიყვარს ყველა მსმენელი, მკითხველი და ფანი.


imageესტრადის ყველაზე საყვარელი მომღერალი ქალბატონი - ქეთა თოფურია:
– რას ფიქრობთ „მეგა-2002“-ის ობიექტურობაზე?
–ძალიან ობიექტურად ჩატარდა. თუმცა, არ მოველოდი, რომ სიმპათია გავხდებოდი და ძალიან მოხარული ვარ. დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეს ღონისძიება ჩაატარა, ვინც მე გვერდში მედგა და ყველას, ვინც მე მომცა ხმა.
– ღელავდით?
– კი, ცოტას, მაგრამ იმდენი ნომინაცია იყო, მე მგონი, არავინ დარჩა გულნატკენი.


წლის აღმოჩენა ჯგუფი: - „საუნდი“
თემურ ხვიბლიანი:
– დღევანდელი საღამო მშვენიერი იყო და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „მეგა-2002“-ის ორგანიზატორებს, მსმენელს, მაყურებელს, რადგან ეს მათი ნდობის დღე იყო. ყველაფერმა კარგად ჩაიარა.


მოამზადა მამუკა დალაქიშვილმა

0
42
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0