x
image
ახალი თაობა
ნარმანია: "საშკას" საკითხის გარკვევის ჩემთვის დავალების უფლება არავის აქვს
image





















თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით მთაწმინდის გამგეობაში დასაქმებული ქურდული სამყაროს წევრობისთვის ნასამართლევი ალექსანდრე სანაძის იგივე “საშკას" საკითხის გარკვევის მისთვის დავალების უფლება არავის არ აქვს.


დავით ნარმანია:ვინ დამავალა რომ გამერკვია, არავის არ დაუვალებია ჩემთვის და არც არავის არა აქვს ჩემთვის დავალების უფლება.


შეგახსენებთ რომ დავით ნარმანიამ რადმენიმე დღის წინ განაცხადა რომ თუ ალექსანდრე სანაძე მეტსახელად “საშკა" ნასამართლევია ის მერიის სისტემაში ვერ იმუშავებს, მერი ამბობდა რომ მერიას ეს საკითხი იმ დღესვე უნდა გაერკვია.



დავით ნარმანიას ძველი განცხადება:გავრცელდა ინფორმაცია რომ მუშაობს გამგებლის მოადგილედ თუმცა მე ვადასტურებ რომ ესეთი მოადგილე შესაბამის რაიონში გამგებელს არ ჰყავს, თუ ის სადმე მუშაობს, ქვედა დონეზე და რაიმე სახის კანონდარღვევაში არის შემჩნეული, რასაკვირველია ამაზე რეაგირება იქნება, დღეს გავარკვევთ ამ საკითხს, თუ ნასამართლევია ის ვერ იმუშავებს მერიის სისტემაში.


როგორც ცნობილი გახდა მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილის მოვალეობას ქურდული სამყაროს წევრობისთვის ნასამართლევი ალექსანდრე სანაძე მეტსახელად “საშკა" ასრულებდა.როგორც მოგვიანებით მერიაში თქვეს ალექსანდრე სანაძე არა მოადგილის არამედ უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობს.

0
46
შეფასება არ არის
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0