x
image
ნინიკ
გაიგეთ თქვენი ხასიათის შესახებ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

image





ვერძი დადებითი: ენერგიული, თავის გამტანი, დამოუკიდებელი, საზრიანი, მიზანსწრაფული, გზის გამკვალავი, ძლიერი, დაჯერებული
უარყოფითი: იმპულსური, თავნება, ახირებული, ეგოცენტრული, ყველა საშუალებით ცდილობს პირველი იყოს, მერყევი, ცვალებადი, უხეში, თვითდაჯერებული

კურო
დადებითი: შეუპოვარი, გამტანი, უღალატო, სტაბილური, ერთგული, უყვარს კომფორტი და ხელოვნება, მოქმედებს მოფიქრებულად, თამამი, შრომისმოყვარე, დამოუკიდებელი, აუჩქარებელი
უარყოფითი: ჯიუტი, ზარმაცი, უყვარს ფუფუნება და სიამოვნება, პრიმიტიული, ზანტი

ტყუპები
დადებითი: კომუნიკაბელური, ინტელექტუალური, გამჭრიახი, შეუძლია ყველა სფეროში საქმიანობა, სწრაფად აზროვნებს და რეაგირებს, შეუძლია ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება
უარყოფითი: ინფანტილური, გაუგონარი, დაფანტული, აჩქარებული, ცვალებადი, ნერვიული, წინააღმდეგობრივი, ერთბაშად მრავალ საქმეს იწყებს და ვერცერთს ვერ ამთავრებს, ფულის ფლანგველი

კირჩხიბი
დადებითი: მგრძნობიარე, ათვისებისა და წარმოსახვის უნარის მქონე, პასუხისმგებლობის გრძნობით დაჯილდოვებული, შინაურული, დამოუკიდებელი, მზრუნველი, ყურადღებიანი, გულისხმიერი, მომჭირნე, ფრთხილი, ღრმა, რომანტიული, ტაქტიანი, დელიკატური
უარყოფითი: ზედმეტად მგრძნობიარე, შთაბეჭდილებიანი (ეძებს დახვეწილ და უჩვეულო შეგრძნებებს), ეჭვიანი, შთაგონებას დამორჩილებული, მარტოსული, დამოკიდებული, ძუნწი, მხდალი, გულჩათხრობილი, ენაგესლიანი, ბუტია

ლომი
დადებითი: ამაყი, საკუთარი ღირსების მცოდნე, გულწრფელი, არტისტული, ვნებიანი, მეთაური, კეთილგანწყობილი, უხვი, სტუმართმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, სერიოზული
უარყოფითი: თავმომწონე, ამპარტავანი, თვითდაჯერებული, ყურადღებისა და თაყვანისცემის მომთხოვნი, ჟინიანი, ეგოცენტრული, ფულის ფლანგველი, ზედაპირული

ქალწული
დადებითი: მშვიდი, მოწესრიგებული, გაწონასწორებული, შრომისუნარიანი, ყურადღებიანი დეტალების მიმართ, პრაქტიკული, თავგანწირული შრომაში, განვითარებული მოვალეობის გრძნობით, ინტელექტუალური
უარყოფითი: კრიტიკული, ცინიკური, უემოციო, ცივი, შეზღუდული, თავწარგული მხოლოდ სამუშაოში, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს წვრილმანებს, ეჭვით შეპყრობილი საკუთარი თავის მიმართ, კრიტიკულად განწყობილი, წვრილმანო, მოუსვენარი, აფორიაქებული

სასწორი
დადებითი: კომუნიკაბელური, გულღია, მომხიბლავი, ელეგანტური, გემოვნებიანი, ტაქტიანი, შუამავალი, შემწყნარებელი, უკონფლიქტო, ზომიერი, აქვს ფასეულობათა მდგრადი სისტემა
უარყოფითი: გაუბედავი, ხმაურიანი, გაუწონასწორებელი, ასარჩევ სიტუაციაში ქმედების უნარი ეკარგება, ვერ იტანს მარტოობას, ფორიაქობს წვრილმანების გამო, იძლევა უამრავ რჩევას

მორიელი
დადებითი: მიზანსწრაფული, შემტევი, სტაბილური, ტემპერამენტიანი, თავშეკავებული, დამოუკიდებელი, გამჭრიახი, განვითარებული ინტუიციით, შეუძლია გაერკვეს ყოველგვარი მოვლენის არსში, მტკიცე, მომთმენი, გაბედული, მიდრეკილი მისტიკისაკენ, პასუხისმგებლობით დაჯილდოვებული, ლოიალური
უარყოფითი: ჯიუტი პირადი მიზნის მიღწევისას, ძალაუფლების მოყვარე, მესაკუთრე, ეჭვიანი, თავნება, უწყალო, შურისმაძიებელი, გულჩათხრობილი

მშვილდოსანი
დადებითი: აქტიური, გულღია, გულწრფელი, სიცოცხლის მოყვარე, მართალი, თავისუფლებისმოყვარე, კეთილგანწყობილი, უყვარს წაფილოსოფოსება, სამართლიანი, მამაცი, ცნობისმოყვარე, თავმოყვარე, წარმმართველი, მიზანსწრაფული
უარყოფითი: ზედაპირული, მოუთმენელი, სწორხაზოვანი, განსჯის უნარს მოკლებული, ეგოისტი, არადიპლომატიური, უტაქტო, ხმაურიანი, ბრძანებებისა და განკარგულებათა გაცემის მოყვარული, ინფანტილური

თხის რქა
დადებითი: მიზანსწრაფული, ფრთხილი, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით დაჯილდოვებული, დაბრკოლებათა გეგმაზომიერად გადამლახავი, ერთნაირად იცის მორჩილებაცა და ბრძანებლობაც, ერთგული, საფუძვლიანი
უარყოფითი: მოსაწყენი, შეზღუდული, ქედუხრელი, კონსერვატორია, მოუქნელი, ეჭვიანი, ანგარიშიანი, მარტოობისაკენ მიდრეკილი, მელანქოლიური, ძალაუფლებისმოყვარე

მერწყული
დადებითი: დამოუკიდებელი, ორიგინალური, გამომგონობელი, გულღია, სოციალური, ერთგული, ცრურწმენისაგან თავისუფალი, ჭეშმარიტების მაძიებელი, ჰუმანისტი
უარყოფითი: ინდივიდუალისტი, ეგოისტი, ესტრავაგანტური, უტაქტო, მოლაყბე, მერყევი, უპასუხისმგებლო, ფულის ფლანგველი

თევზები
დადებითი: მოქნილი, რბილი, ემოციური, რელიგიური, კეთილი, მზრუნველი, ჰუმანური, ყოველთვის მზად მყოფი დახმარებისთვის
უარყოფითი: გაუბედავი, მოუქნელი, ექცევა გავლენის ქვეშ, არაპრაქტიკული, სევდიანი, მეოცნებე, ილუზიური, რჩება წარსულის “ტყვედ”, ცხოვრებას უყურებს “ვარდისფერი სათვალით”

წიგნი- ” ეძიე ვარსკვლავი შენი”.

26
25941
13-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
25941
  
2017, 17 დეკემბერი, 17:51
სასწორი.დაემთხვა
2017, 16 ივნისი, 3:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2017, 21 აპრილი, 0:01
ბოდიში მაგრამ ამ წიგნს ზოდიაქოების კრებული ჰკვია
2016, 28 აპრილი, 13:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 27 აპრილი, 16:25
კირჩხიბზეც ეგრეა დადებითში დამოუკიდებელი და უარყოფითში დამოკიდებული
2015, 31 იანვარი, 18:53
: D რაღაცნაერად მგავს,თუმცა არ მჯერა ესეთი რაღაცეების
2014, 16 იანვარი, 15:59
თევზები. მარა ერთ რაღაც ვერ გავიგე დადებითში წერია მოქნილი უარყოფითში მოუქნელიო :დდ იტყუებიან ესენი რაღაცას დდ
2013, 22 სექტემბერი, 12:14
ზედმეტი არაფერი ვარგაა : )
2013, 18 ივლისი, 20:10
კუროს რატო ეთვლება უარყოფით თვისებად ფუფუნების და სიამოვნების სიყვარული ეგ ვის არ უყვარს უფ:)
მშვილდოსნები არ გაგვასწორეს მიწასთან ტოო???
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10