x
image
ნინიკ
ყავა და ადამიანის ხასიათი
imageფსიქოლოგების აზრით, ადამიანის ხასიათს მარტივად გამოიცნობთ, თუ იცით, რომელ ყავას ანიჭებს იგი უპირატესობას.
ესპრესო -შავი, ძლიერი ყავაა, რომელსაც ყავის აპარატში ამზადებენ. ამ ყავას სვამენ კონსერვატორები, რეალისტები და ჯიუტი ადამიანები. ესპრესოს მოყვარულები უპირატესობას ანიჭებენ ელიტურ ავტომობილებს, მკაცრი სტილის სამოსი აცვიათ და კლასიკურ მუსიკას უსმენენ.

შეგიძლიათ ესპრესოს მოყვარულთა იმედი გქონდეთ, რადგან ისინი პრინციპებს არასდროს უღალატებენ.

ლატე -რძისა და ყავის ნაზავია, ფინჯანში, რძის ქაფზე ბარმენებს სხვადასხვა ნახატი `გამოჰყავთ~.
ლატე იუმორის გრძნობით დაჯილდოებულ ადამიანებს უყვართ. მოსწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა. წვეულებები და მეგობრებთან ერთად მოლხენა.

კაპუჩინო -ესპრესოსა და რძის ნაზავი, რომელსაც გახეხილ შოკოლადსა და ჯავზს უმატებენ.
კაპუჩინო რომანტიკოსებისა და ტკბილეულის მოყვარულთა სასმელია. ამ ყავის მსმელი კეთილი და გულისხმიერია. დასვენება ზღვისპირა ქალაქებში უყვარს.

ამერიკანო -წყალში გახსნილი და ფილტრში გატარებული ესპრესო. ამ ყავის მოყვარული ბოჰემური ცხოვრების სტილს მისდევს. მოსწონს სპორტული ავტოები, გემოვნებიან მუსიკას უსმენს, მიზანდასახული და წარმატებულია. საცხოვრებლად ქალაქის გარეუბანს ირჩევს, სადაც მეტი სიმშვიდეა.
1
697
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
697
  
2012, 2 სექტემბერი, 18:31
მე კაპუჩინს ვსვამ.
0 1 1