x
image
beko777
მუსიკალური აქცია ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად
image(რატომ არ იყვნენ აქციაზე ჯაბას მეგობრები ეკა კვალიაშვილი და ეთერ კაკულია?)


თითქმის შვიდი წელია მომღერალი ჯაბა ბოჯგუა კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და დედის, მანანა გვასალიას შემწეობით და 24 სათიანი გვერდში და თავზე დგომით უდგია სული, - წლებია მისი მდგომარეობა მხოლოდ პერიოდული სახალხო განხილვის საგანი თუ გახდება ხოლმე,
„ვარსკვლავები“ ცდილობს ამ საკითხზე საზოგადოების ყურადღება არასოდეს არ მოადუნოს და მაქსიმალურად ცნობადი და საზოგადო გახადოს - ჯაბა ბოჯგუას ჯანმრთელობის პრობლემა, ადამიანის რომელიც რეალურად საჭიროებს მხარდაჭერას.



imageჩვენი მომზადებული რამდენიმე სიუჟეტის შემდეგ, ყველას მოყვა კონკრეტული შედეგი და მცირე, მაგრამ საჭირო დახმარება გაეწია ჯაბას ოჯახს, მსგავსი საჭოროებისთვის იყო გათვლილი თბილისობის დღესასწაულზე გამართული კონცერტიც მუშტაიდის პარკში, რომელიც ჯაბა ბოჯგუას დახმარების ფორმატში წარიმართა.
ასოციაცია „ჯადოსნური ხმების“ და მისი ხელმძღვანელის მიერ ორგანზიებული თბილისობის დღისადმი მიზღვნილი კონცერტი, ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძის ორგნიზებით გაერთიანებული რამდენიმე ქართველი მომღერლის საქველმოქმედო კონცერტად გადაიქცა - ნუკრი კაპანაძე, ვახო ტატიშვილი, ნუგზარ კვაშალი, ანი სირაძე, პაატა თედიაშვილი, კაკი ბოლქვაძე, ქეთი გომართელი და სხვები, ეს ის მომღერლები არიან რომლებიც პირველები გამოეხმაურნენ ბესო ჩუბინიძის განცხადებას სოციალურ ქსელში, სადაც ის ჯაბას ყოფილ მეგობრებს ამ ტექსტით მიმართავდა


image- ყურადღება! ჯაბა ბოჯგუას მეგობრებო (თუნდაც ყოფილებო), ვიცი (!) (თანაც ყველაფერი) ბევრი თქვენგანისთვის რაღაც უწყენინებია (ჩემთვისაც სხვათაშორის), ბევრისთვის პირიქით, ბევრი რამ მომხდარა მისი სიცოცხლისუნარიანობის დროს და პერიოდში.... ჯაბა ბოჯგუა 6 წელია საშინელ მდგომარეობაშია (ალბათ ნანახი გაქვთ ჩემი ერთი რეპორტაჟი მაინც მის შესახებ მომზადებული)... 25-ში 12 საათზე, მუშტაიდის პარკში თბილისობისადმი მიძღვნილი კონცერტია, ვთხოვე და - ჯაბას დახმარების აქციის ფორმატში გადაიზარდა ეს კონცერტი, განსაკუთრებული სამწუხაროდ ვერაფერი - საქველმოქმედო ყუთი ჩამოივლის ხალხში (სცენაზე), ვინ რამდენს ჩაუგდებს ამ ყუთში არავის მოეკითხება, რადგან თითო ლარიც კი რაღაცაა მისი ჯანმრთელობისთის... (ვიცი, რომ გადარიცხვებსაც ამზადებენ მის ანგარიშზე კეთილი ადამიანები)
ჯაბას დედას, ქ-ონ მანანას ვუთხარი ამის შესახებ, დავპატიჟე -ძალიან ვეცდები მოსვლას და იქნებ ცოტახნით მაინც შევძლოო (ჯაბას დამტოვ-მიმხედავი ნაქირავებ სახლში არავინ ყავს)... ხოდა იმას ვამბობდი: - რა შეგიძლიათ მის ყოფილ, სიცოცხლისუნარიანობის დროს მეგობრებს? - მოდით, იმღერეთ.... ხალხს გაეხარდება, რომ დაგინახავთ, იფიქრებენ, რომ მომაკვდავი ადამიანის გვერდში დგომა შეგძლებიათ და თვითონაც უფრო მოინდომებენ დახმარებას....
მოკლედ, მე მითქვამს - მე რა შემიძლია? წავიყვან ამ საკონცერტო პროგრამას



P.S. არავის დაგთაგავთ ჯაბას ყოფილ მეგობრებს (ალბათ - ნახავთ ამ პოსტს და გადაწყვეტილება თქვენ თვითონ მიიღეთ)


imageროგორც ავღნიშნეთ გადაწყვეტილება სპონტანურად მხოლოდ ზემოთჩამოთვლილმა მომღერლებმა მიიღეს, თუმცა ობიექტურობა მოითხოვს ავღნიშნოთ, რომ მაგალითად ეკა კვალიაშვილმა ორგანიზატორს თავად დაურეკა და მხარდაჭერა გამოხატა ამ აქციისადმი, ასევე - ეთერ კაკულიამ და გასაგები მიზეზების გამო, ისინი ვერ შემოუერთდნენ ჯაბას დასახმარებლად და პრობლემის საზოგადოებრივი ცნობიერების აწევისათვის ჩატარებულ აქციას, - მაგრამ ასევე ვერ შემოუერთდნენ (ამჯერად გაუგებარი მიზეზების გამო) ამ კონცერტს მომღერლები, რომლებმაც წინა დღეს თანხმობა განაცხადეს ჯაბას მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობაზე, მეორე დღეს კი - აღარ!


ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა სიუჟეტი მოამზადა და პრობლემის ცნობადობას უფრო მეტი არეალი მისცა. აქციის შემდეგ ჯაბას დედას კრწანისის გამგეობიდანაც გამოეხმაურნენ (სადაც ჯაბაა ჩაწერილი და რეგისტრირებული) და ძალზე საჭირო წამლებით დახმარებას დაპირდნენ.
imageარ აქვს მნიშვნელობა რა თანხა ჩაყარეს მუშტაიდის ბაღში შეკრებილმა მსმენელებმა, ბავშვებმა და მოზარდებმა იმ დღეს (არც ისე ბევრი და არც ისე ცოტა), მთავარი აქ კეთილი ნების გამოხატულება იყო, კეთილი ნების, რომელიც ასე ძალიან აკლია დღევანდელ საქართველოს და ქართველობას, ერთმანეთის მიმართ.


თუ ვინმეს ჯაბას დასახმარებლად სურს ნებისმიერი (!) თანხის გაღება, ეს მისი ანგარიშის ნომერია


ჯაბა ბოჯგუას დახმარების საბანკო ანგარიშია # GE22 BR00 0001 0381 6996 30 ბანკი „რესპუბლიკა“ - მანანა გვასალიას (დედა) სახელზე - ჯაბა ბოჯგუასთვის.

0
546
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
546
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0