შოუბიზნესი მუსიკალური აქცია ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად 2014, 27 ოქტომბერი, 12:21 ![]() თითქმის შვიდი წელია მომღერალი ჯაბა ბოჯგუა კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და დედის, მანანა გვასალიას შემწეობით და 24 სათიანი გვერდში და თავზე დგომით უდგია სული, - წლებია მისი მდგომარეობა მხოლოდ პერიოდული სახალხო განხილვის საგანი თუ გახდება ხოლმე, „ვარსკვლავები“ ცდილობს ამ საკითხზე საზოგადოების ყურადღება არასოდეს არ მოადუნოს და მაქსიმალურად ცნობადი და საზოგადო გახადოს - ჯაბა ბოჯგუას ჯანმრთელობის პრობლემა, ადამიანის რომელიც რეალურად საჭიროებს მხარდაჭერას. ![]() ასოციაცია „ჯადოსნური ხმების“ და მისი ხელმძღვანელის მიერ ორგანზიებული თბილისობის დღისადმი მიზღვნილი კონცერტი, ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძის ორგნიზებით გაერთიანებული რამდენიმე ქართველი მომღერლის საქველმოქმედო კონცერტად გადაიქცა - ნუკრი კაპანაძე, ვახო ტატიშვილი, ნუგზარ კვაშალი, ანი სირაძე, პაატა თედიაშვილი, კაკი ბოლქვაძე, ქეთი გომართელი და სხვები, ეს ის მომღერლები არიან რომლებიც პირველები გამოეხმაურნენ ბესო ჩუბინიძის განცხადებას სოციალურ ქსელში, სადაც ის ჯაბას ყოფილ მეგობრებს ამ ტექსტით მიმართავდა ![]() ჯაბას დედას, ქ-ონ მანანას ვუთხარი ამის შესახებ, დავპატიჟე -ძალიან ვეცდები მოსვლას და იქნებ ცოტახნით მაინც შევძლოო (ჯაბას დამტოვ-მიმხედავი ნაქირავებ სახლში არავინ ყავს)... ხოდა იმას ვამბობდი: - რა შეგიძლიათ მის ყოფილ, სიცოცხლისუნარიანობის დროს მეგობრებს? - მოდით, იმღერეთ.... ხალხს გაეხარდება, რომ დაგინახავთ, იფიქრებენ, რომ მომაკვდავი ადამიანის გვერდში დგომა შეგძლებიათ და თვითონაც უფრო მოინდომებენ დახმარებას.... მოკლედ, მე მითქვამს - მე რა შემიძლია? წავიყვან ამ საკონცერტო პროგრამას P.S. არავის დაგთაგავთ ჯაბას ყოფილ მეგობრებს (ალბათ - ნახავთ ამ პოსტს და გადაწყვეტილება თქვენ თვითონ მიიღეთ) ![]() ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა სიუჟეტი მოამზადა და პრობლემის ცნობადობას უფრო მეტი არეალი მისცა. აქციის შემდეგ ჯაბას დედას კრწანისის გამგეობიდანაც გამოეხმაურნენ (სადაც ჯაბაა ჩაწერილი და რეგისტრირებული) და ძალზე საჭირო წამლებით დახმარებას დაპირდნენ. ![]() თუ ვინმეს ჯაბას დასახმარებლად სურს ნებისმიერი (!) თანხის გაღება, ეს მისი ანგარიშის ნომერია ჯაბა ბოჯგუას დახმარების საბანკო ანგარიშია # GE22 BR00 0001 0381 6996 30 ბანკი „რესპუბლიკა“ - მანანა გვასალიას (დედა) სახელზე - ჯაბა ბოჯგუასთვის. 546 1-ს მოსწონს
|