პარამეცნიერებები უცხოპლანეტელები 2014, 25 ოქტომბერი, 4:01 კითხვა რომელსაც კაცობრიობა სულ უფრო და უფრო ხშირად სვამს, არსებობს თუ არა სიცოცხლე სხვა პლანეტაზე, არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელები, თუ არსებობენ სად არიან, როგორ გამოიყურებიან, აქვთ თუ არა ინტელექტი და თუკი მათ ვიპოვით ან ისინი გვიპოვნიან როგორ გაგრძელდება კაცობრიობის ისტორია.ადამიანები ამ კითხვებზე რაღაც მისტიურ პასუხს ელოდებიან თუმცა სხვა პლანეტებზე სიცოცხლის ასრებობის დამტკიცება მეცნიერული თვალსაზრისით უფრო რაციონალური იქნებოდა. სტივენ ვილიამ ჰოკინგი-ბრიტანელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მეცნიერია ფიზიკოსთეორიტიკოსებს შორის, მოღვაწეობს კოსმოლოგიისა და კვანტურ გრავიტაციაში.21 წლის ასაკში სტივენ ჰოკინგს ექიმებმა ძალიან მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, მას გაფანტული სკლეროზი აღმოაჩნდა, რაც კუნთების ფუნქციის დაქვეითებას ნიშნავს და არავის ეგონა თუ 2 წელიწადზე მეტს იცხოვრებდა.ჰოკინგი დამოუკიდებლად ვეღარ გადააგილდებოდა და მეტყველების უნარიც ნელ-ნელა დაუქვეითდა, დღეს ის 71 წლისაა და მიუხედავად მისი დაავადებისა მან მაინც შეძლო სამყაროს გაოცება.ჰოკინგის აზრით თუკი სამყარო სავსეა ინტელექტუალური და კოსმოსში მოგზაური უცხოპლანეტელებით ზოგიერთი მათგანი მაინც დაინტერესდებოდა ჩვენით, თუნდაც ცნობისმოყვარეობის გამო, რათქმაუნდა ბევრ ადამიანს სჯერა რომ ისინი უკვე ჩვენს პლანეტაზე არიან მზის გარშემო მოძრავი 8 პლანეტიდან ჩვენი პლანეტა ერთ-ერთია, მზე კი ჩვენი გალაქტიკის ირმის ნახტომის უზარმაზარ სივრცეში არსებული 200 მილიარდი ვარსკვლავიდან ერთ-ერთი, ჩვენი გალაქტიკა იმდენად დიდია რომ ზოგჯერ მისი აღქმაც კი რთულია, მაგრამ ირმის ნახტომიც კი ერთი პატარა წვეთია კოსმიურ სივრცეში.გალაქტიკები უზარმაზარ, ყველა მიმართულებით გადაჭიმულ ქსელს ქმნის.ამ სისტემაზე თითოეული წერტილი გალაქტიკას აღნიშნავს რაც არამარტო წარმოდგენას გვაძლევს სამყაროს ზომაზე არამედ ძნელად დასაჯერებელს ხდის რომ ჩვენ მარტონი ვართ. შესაძლოა სიცოცხლის იმდენად უცნაური ფორმები არსებობს რომ ჩვენ მათ ვერც კი აღვიქვამთ, მაშ საიდან უნდა ვიცოდეთ რა ვეძებოთ ან თუნდაც სად ვეძებოთ ასეთ ვრცელ სამყაროში რომელსაც უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს.იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ფიზიკის კანონები ყველგან ერთნაირად მოქმედებს აქედან გამომდინარე შეიძლება სიცოცხლის კანონებიც უნივერსალური იყოს.უცხოპლანეტელების აღმოჩენის ერთ-ერთი გზაა ისეთი ადგილის პოვნა სადაც ორგანიზმებს ექნებათ საშუალება მოიპოვონ საკვები, გამრავლდნენ და განვითარდნენ, ამისთვის საჭიროა ერთი რამ, ეს არის წყალი.თუკი წყალს აღმოვაჩენთ, შესაძლოა უცხოპლანეტელებსაც მივაგნოთ, წყალი საკმაოდაა გავრცელებული ღია სამყაროში, კოსმოსში გაყინული წყალი გაბნეულია სხვადასხვა ფორმით, პატარა კრისტალებიდან მთის ზომის კომეტებამდე დამთავრებული.ნებისმიერი ვარსკვლავის გარშემო არსებობს რეგიონი სადაც არც ძალიან ცხელა და არც ძალიან ცივა.ჩვენი მზის შემთხვევაში ამ ზონაში ორი პლანეტაა მოქცეული, დედამიწა და მარსი.სწორედ ამ მიზეზის გამო სტივენ ჰოკინგს მიაჩნია რომ ერთ დღესაც მარსს აუცილებლად ვეწვევით. რობოტები მარსს 70-იანი წლებიდან იკვლევენ, მარსის ზედაპირის ქვეშ ნასას მარსმავალმა სპირიტმა თეთრი მარილი აღმოაჩინა რომელიც მხოლოდ თხევად წყალთან კონტაქტისას ფორმირდება.მაგრამ ჯერჯერობით ვერ შეძლეს მარსზე სიცოცხლის არსებობის მტკიცებულების აღმოჩენა, მეცნიერს მიაჩნია რომ არ უნდა დავნებდეთ. მარსიდან 50 მილიონი კილომეტრის მოშორებითაა იუპიტერის პატარა, იდუმალი თანამგზავრი ევროპა, მისი დიამეტრი 3200 კილომეტრიც არაა.ტემპერატურა იქ -160 გრადუსია.ევროპის მთელი ზედაპირი დაფარულია სქელი ყინულით, რომელიც სავარაუდოდ 24 კილომეტრის სიღრმისაა.თუმცა პლანეტის შუაგულში შესაძლოა სითბოს წყარო არსებობდეს, თუ იქ უცხოპლანეტელები არსებობენ სავარაუდოდ ისევე ცურავენ როგორც ჩვენი ოკეანის ბინადრები.რადგან თხევადი წყალი ყველგან ერთნაირია.ჩვენ ვეძემთ არსებებს რომლებიც ჩვენ გვგვანან ამიტომ ვცდილობთ წყლის ნაკვალევის აღმოჩენას სხვა პლანეტაზე, ჩვენ ვცოცხლობთ ჰაერით თუმცა არაა გამორიცხული რომ უცხოპლანეტელებს არსებობისთვის არა ჰაერი არამედ აზოტი სჭირდებოდეთ.თუკი ჩვენ დედამიწაზე ვსუნთქავთ ჟანგბადს, შესაძლებელია სხვა პლანეტაზე ასრებები აზოტით ცოცხლობდნენ, ამ შემთხვევაში ისინი ძალიან დიდები იქნებოდნენ და მათი მოძრაობაც უფრო ნელი იქნებოდა ვიდრე ჩვენი.უცხოპლანეტელებს რომლებიც ჭამენ უნდა ჰქონდეთ შინაგანი ხვრელი ან უფრო მარტივ ენაზე რომ ვთქვათ პირი.ასევე თუ ისინი მყარ ზედაპირზე ცხოვრობენ სჭირდებათ ფეხები რომლებიც შეიძლება დეტალებში განსხვავებული იყოს.ფეხები ხმელეთზე ყოფნისას საჭირო რამეა, განსაკუთრებით თუკი ცხოველს კლდიან ზედაპირზე უწევს ცოცვა.როცა საქმე ეხება განვითარებულ ცივილიზებულ, უცხოპლანეტელების ძებნას ადამიანებს ორი არჩევანი აქვთ.შეგვიძლია სიგნალებს ვუსმინოთ ან უფრო გავაქტიურდეთ და თავად ვამცნოთ მათ რომ საუბარი გვსურს.თუმცა ჯერ კარგად უნდა გავიაზროთ რას ვეტყვით, ეს სარისკო საქმეა, ინტელექტუალური სიცოცხლე შეიძლება გარდაიქმნას იმად რასთანაც შეხვედრაც ნაკლებად მოგვინდება.ჩვენ ადამიანებს უკვე შეგვიძლია ჩვენი საკუთარი ევოლუციიის კურსზე გავლენის მოხდენა, მაგრამ ისეთ მასიურ სივრცეში როგორიც კოსმოსია, იზღა დაგვრჩენია საკუთარ თავს შევეხედოთ და დავრწმუნდეთ რომ საეჭვო და ნაკლებად მოსალოდნელი ამბები ნამდვილად ხდება.იმედი ვიქონიოთ რომ თუკი უცხოპლანეტელები გვეწვევიან მათი განძრახვა მშვიდობიანი იქნება 1172 1-ს მოსწონს
|