x
მეტი
  • 05.07.2024
  • სტატია:135799
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510179
განათლების სისტემა სომხეთში
სომხეთი მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, კერძოდ, ამიერკავკასიაში. მოსახლეობის მიხედვით მისი 10 ყველზე დიდი ქალაქია: ერევანი (დედაქალაქი), გიუმრი, ვანაძორი, ეჩმიაძინი, რაზდანი, აბოვიანი, კაპანი, არარატი, არმავირი, გავარი.

სომხეთს მემკვიდრეობით უმაღლესი განათლების საბჭოური სისტემა ხვდა წილად, კომუნისტურ ეპოქაში მოსკოვის მიერ მკაცრად კონტროლდებოდა განათლების სისტემა და ხორციელდებოდა სტანდარტული საბჭოთა მოდელი, რომელსაც ახასიათებდა: ვიწრო სპეციალიზაცია სასუალო სკოლების დამთავრებისათვის, სახელმწიფო კონტროლი უმაღლეს სასწავლებელსი მიღებულ თითქმის ყველა გადაწყვეტილებაზე, აკადემიური ხარისხების სისტემა, რომელიც განსხვავდება ამერიკული სამსაფეხურიანი (ბაკალავრი-მაგისტრი-დოქტორი) სისტემისგან, კერძო უმაღლესი სასწავლებლების არსებობა, კორუფცია, რუსულის, როგორც სწავლების, ან მეორე ენის დანერგვის ტენდენცია.

ეს სისტემა დღეს იდეალურად ვერ მუშაობს ორი მიზეზის გამო:

1) სისტემა არ ეფუძნება დემოკრატიულ პრინციპებს;


2) არ პასუხობს ცვალებადი საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნებს.

1990 წელს სომხეთმა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა ცენტრალიზებულ საბჭოთა სისტემაში, სომხური გახდა დომინანტი ენა, ხოლო 1991 წლის ბოლოსათვის დაიხურა ბევრი რუსული სკოლა. ეკონომიკურმა კრიზისმა და საგარეო პოლიტიკურმა პრობლემებმა აიძულა ქვეყანა, შეემცირებინა უმაღლესი განათლების დაფინანსება, სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა პირველი კერძო უმაღლესი სასწავლებლები, სახელმწიფო ვეღარ ასრულებდა თავის მოვალეობას, რამაც გავლენა იქონია განათლების ხარისხზე და ხელი შეუწყო კორუფციის გაძლიერებას. შემცირებული სახელმწიფო დაფინანსების კომპენსირება კერძო სექტორის სტუდენტებისაგან შემოსული თანხებით ხდებოდა. 2001 წელს აღნიშნული სექტორის თანხები 2-ჯერ აღემატებოდა სახელმწიფო დაფინანსებას. ამჟამად უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთა 40% ფასიან სექტორზე სწავლობს.

სომხეთის განათლების ძირითადი ცენტრია ერევანი, აქ თავმოყრილია სომხეთის 90 უმაღლესი სასწავლებლიდა 71. ამჟამად ერევნის უნივერსიტეტები მჭიდროდ თანამშრომლობენ ამერიკის და კალიფორნიის უნივერსიტეტებთან, რაც ხელს შეუწყობს ერევნის გადაქცევას ინგლისურენოვან ინტელექტუალურ ქალაქად.

ერევანი არ არის ერთადერთი ქალაქი, სადაც არსებობს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები, მსგავსი ცენტრებია ვანაძორში, გიუმრში, (აქ გაიხსნა პირველი უნივერსიტეტი და თეატრი სომხეთში), ალავერდში, აბოვიანში, თუმცა არა ისეთი რაოდენობით, როგორც ერევანში, რომელიც განათლების მთავარ კერად ითვლება სომხეთში.

0
99
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მ ა რ ი
მ ა რ ი
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0