x
image
ნინო ნინო
შორს კულტურული სნობებისგან
ოჰ, არა, , ძალიან დამღლელია, იცით როგორი დამღლელია მძიმე ხალხთან ურთიერთობა: ესენი ძირითადად არიან ამბიციური ადამიანები, პოპულარული აზრების მონა-მორჩილნი, თავიანთ გონებასა და ინტელექტუალურ უპირატესობებში ჩლუნგად დაჯერებულნი. გონების შეფასებას იწყებენ წაკითხული წიგნების ჩამოთვლით, აგრძელებენ აკადემიური ხარისხებით, დიალოგებს რთავენ და ასრულებენ ლიტერატურული ფრაზებით, ციტატებით და ანდაზებით, რასაც მე კულტურულ სნობიზმს და მეხსიერების გამომწეურებას უფრო ვუწოდებდი... ისინი განათლებას ეძახიან... ისე კი რას ვიზამთ : ყველა ჩვენგანი საკუთარი თვალებით უმზერს სამყაროს.

მე კი ერთ რამეს ძალიან კარგად მივხვდი : ყუთში ცხოვრება არ მინდა, არც იმათთან ურთიერთობა, ვინც ცხოვრებას არ მილამაზებს. მივხვდი ძალიან კარგად რომ ყველაზე საშიშნი არიან ერთი მხრივ, ყოველთვის მართალნი და, მეორე მხრივ, ექსპლიტიცურად ამბიციური ადამიანები. ამ უკანასკნელთ შიათ, გამუდმებით შიათ და წყურიათ : აღიარება, ხოტბა, დიდება . მათ არავინ უყვართ : არც ისინი, ვინც ვიწრო პატივმოყვარეობას უკმაყოფილებენ და არც ისინი, ვინც ამას არასდროს აკეთებენ.( მე ამ უკანასკნელებში ვწერივარ)...

მე სავსებით არ ვიწუხებ თავს, ვთქვა, რასაც არ ვფიქრობ ან გავაკეთო, რაც არ მომწონს. წლებთან ერთად ერთ რამეს მივხვდი ადამიანური ტრაგედიის და სევდის მიზეზები სავსებით ლოგიკურია: არაფერს არ შეუძლია ისე მიგვიყნავანოს დეპრესიამდე, თუ ამას ჩვენ არ დავუშვებთ. ჩვენ კი სამწუხაროდ ამას ხშირად ვუშვებთ: ჩვენ ამას ვუშვებთ ყოველთვის, როცა ვიქცევით ისე, როგორც არ გვინდა, ყოველთვის, როცა საკუთარი სურვილები მათ სამსხვერპლოზე მიგვაქვს, ვინც არაფერს არ იმსახურებს... ჩვენ ყოველდღიურად ვუახლოვდებით ადამაინთა უძირო სევდას და ამას ნებაყოფლობით ვაკეთებთ, ძალისდაუტანებლად იმიტომ, რომ პოპულარულ აზრებს ვემორჩილებით და გვავიწყდება მთავარი : გარეშეებს შეუძლიათ წაგვართვან ბედნიერება, მაგრამ ისინი არც კი მოისურვებენ ჩვენთვის მის დაბრუნებას და მით უმეტეს;- მოცემას. ჩვენ ხომ მათ წარუმატებელნი და თავდახრილნი, მათი ტაშიდამკვრელი და სუსტები ვჭირდებით?

და სწორედაც ამიტომ აღარ მინდა ისინი, ვინც ჩემზე უარყოფითად მოქმედებს, ვისაც იმისთვის ვჭირდები, რომ თავი ჩემ გვერდით ძლიერად და ამაყად იგრძნოს და, რაც ყველაზე უარესია, ჩემი დამცირების ხარჯზე .


მათ არასდროს ვუმხელ, თუმცა ჩემი ფილოსოფია მათ გალექსილ სტერეოტიპიზმებზე ბევრად ღრმაა და მე ამით თავისფალი ვარ, თავისუფალი საკუთარ თავში.

იცით, ვიცი, რომ თქვენც დაღლილხართ ასეთი ხალხისგან და მე ჩემსრეცეპტს მოგცემთ, თუ წაგადგებათ : შეიბრალეთ ისინი, ვინაიდან იატანჯებიან, იტანჯებიან სულიერი შებოჭილობისგან და მათი ტვირთი ძალიან, ძალიან მძიმეა. მძიმეა ყოფა, როცა ვერ ამჩნევ მზეს ცაზე, როცა ვერ ხედავ ქუჩაში ხელჩაკიდებულ ახალგაზრდა და მოხუც წყვილებს, როცა უკანასკნელი წიგნი ფრაზების ამოსაჯღაბნად წაიკითხე, ამ დილით კი ელვის პრესლის კულტურის გამო უსმინე, ხოლო ალმადოვარს სოციალური სტატუსის გამო ნახულობ...

მე ორგანულად მებრალება ასეთები...
image


0
20
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნინო ნინო
ნინო ნინო
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0