სხვა ტრაგედია სამხრეთ კორეაში: კონცერტზე 16 ადამიანი დაიღუპა(ვიდეო) 2014, 18 ოქტომბერი, 10:24 ტრაგედიით დამთავრდა კონცერტი სამხრეთ კორეიის დედაქალაქის გარეუბანში.
კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა 16 ადამიანი.შესაძლოა მსხვერპლი გაიზარდოს.
ინციდენტი 17 ოქტომბერს საღამოს 6 საათისთვის მოხდა, როდესაც პატარა ქალაქ სონამის (სეულის გარეუბანი)საკონცერო კომპლექს "იუ სპეისის"სცენაზე გამოდიოდა ადგილობრივი პოპულარული გოგონების პოპ-ჯგუფი "4 minute". მაყურებლების ნაწილს სურდა სცენას უფრო ახლოს ყოფილიყო, ამიტომ სავინტილიაციო შახტაზე დადგნენ, რომელიც რკინის გისოსებით იყო გადაფარული.შედეგად გადაფარებულმა რკინის კონსტრუქციამ ვერ გაუძლო და ჩაინგრა. 26 მაყურებელი ჩავარდა 10 მეტრის სიღრმის შახტაში. დაიღუპა 16 ადამაინი, ხოლო 10 -მა მძიმე დაზიანებები მიიღო. 80 5-ს მოსწონს
|