x
მეტი
  • 05.10.2024
  • სტატია:137447
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511364
პატარა ცოდვის შესახებ

image


















ეკლესიის წმინდა მამები გვასწავლიან;უფალი ჩვენგან მოითხოვს, რათა შევიყვაროთ იგი ყოვლითა გულითა ჩვენითა და ყოვლითა სულითა ჩვენითა და ყოვლითა გონებითა ჩვენითა.მაგრამ თუ ცოდვილი რამ ჩვევა გვაქ, მაშინ ჩვენ ამ ჩვევას ვემსახურებით, მასზე ვფიქრობთ, ვზრუნავთ, მისი დაკმაყოფილებით ვტკბებით, იგი გვიყვარს.ამ ცოდვილ ჩვევათა რიცხვს მიეკუთვნება თამბაქოს წევაც, რომლის ცოდვიანობა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს უფრო მეტად თამბაქო ახსოვს.ვიდრე ღმერთი, იგი თამბაქოს “წირავს მსხვერპლს", დროს, ფულს, გონებას, ჯანმრთელობას, როგორც თავისი გულის კერპს, ღმერთს კი ივიწყებს.
რაო?!-მაინც იტყვის ბევრი, -ესეც ცოდვააო?!განა ირგვლივ ყველა ამას არ აკეთებსო?ამაზე ჩვენ წმიდა მღვდელმთავარ ტიქონის სიტყვებით გიპასუხებთ:
“მხოლოდ ერთს გეტყვიან სამსჯავროზე:რისი გულისთვის არ აკეთებდი იმას, რაც მე გიბრძანე შენ?და პასუხი შენ უნდა გასცე.მთელს ქვეყანაზე ვერავინ შეძლებს შენს გამოქომაგებას.იქ შენ ვერ იტყვი, ისიც ხომ ასე იქცეოდაო, ან სხვა ამისთანებს.ამიტომაც იყავი ამ სოფელში, როგორც მართალი ლოთი სოდომში, სადაც ყველანი უსჯულოებდნენ, მაგრამ იგი როდი ბაძავდა მათ.არამედ ღვთის ნებით მისდევდა და აღასრულებდა კიდეც.

0
29
2-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0