კინო როგორ გამოიყურებიან "ტიტანიკის" მსახიობები 17 წლის შემდეგ 2014, 17 ოქტომბერი, 18:27 მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი მაღალბიუჯეტიან და შემოსავლიან ფილმის(ლიდერობა მხოლოდ 2009 წელს ჩამოართვა "ავატარმა")გადაღებიდან 17 წელი გავიდა.ფილმის გადაღება 1997 წლის 2 ივლისს დამთავრდა, თუმცა ოფიციალურად პრემიერა 1997 წლის 19 დეკემბერს შედგა. როგორ გამოიყურებიან "ტიტანიკის" მსახიობები ამჟამად? (ბონუსად საინტერესო ფაქტები) ბილი ზეინი-კალედონ ჰოკლი საინტერესო ფაქტი:პირს ბროსნანი იყო ერთ-ერთი იმ მრავალრიცხოვანი მსახიობთაგან, რომელსაც კალედონ ჰოკლის როლი უნდა შეესრულებინა. ფრენსის ფიშერი-რუფ დიუიტ ბიუკეიტერი საინტერესო ფაქტი:"ტიტანიკის" პრემიერაზე ფრენსის ფიშერი ისე ძლიერად ტიროდა მთელი ფილმის მსვლელობისას, რომ პრინც ჩარლზსაც კი გამოართვა ხელსახოცი ცრემლების მოსაწმენდად. ვიქტორ გერბერი-თომას ენდრიუსი საინტერესო ფაქტი:თომას ენდრიუსი ნამდვილად იყო "ტიტანიკის" პირველი რეისის მგზავრი.მან ბევრს თავი დაამახსოვრა როგორც ნამდვილმა გმირმა, რომელიც აჩქარებდა ქალებს და ბავშვებს დაეკავებინათ ადგილები სამაშველო ნავებში იქამდე, სანამ გემი არ ჩაიძირა. ერიკ ბრადენი-ჯონ ჯეიკობ ასტორ IV საინტერესო ფაქტი:ჯეიკობ ასტორი ნამდვილად რეალურად ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო გემზე.დღევანდელ კურსზე თუ გადავიყვანთ, მისი ქონება მილიარდ დოლარზე მეტი იქნებოდა. ჯონათან ჰაიდი-ბრიუს ისმეი საინტერესო ფაქტი:როგორც ფილმშია აღწერილი ბატონი ისმეი იყო ერთ-ერთი იმათგანი, რომელის სამაშველო ნავზე გადაძვრა და ცოცხალი გადარჩა. ბერნარდ ჰილი-კაპიტანი ედვარდ ჯონ სმიტი საინტერესო ფაქტი:თავიდან კაპიტან ჯონ სმიტის როლი რობერტ დე ნიროს უნდა შეესრულებინა, თუმცა გადაღებების დროს ის ავად გახდა და ვერ მივიდა გადასაღებ მოედანზე. იოან გრიფიტი-მეხუთე ოფიცერი ჰაროლდ ლოუ საინტერესო ფაქტი:ოფიცერი ლოუ ის ერთერთი იშვიათაგანი იყო, რომელიც ნავით ბრუნდებოდა კატასტროფის ადგილას, რომ მოეძებნა გადარჩენილები და დახმარებოდა მათ. კეთი ბეიტსი-მოლი ბრაუნი საინტერესო ფაქტი:მართალია ფილმის რამდენიმე პერსონაჟი გამოგონილია, მაგრამ მარგარეტ ბრაუნი სინამდვილეში არსებობდა.მის საპატივცემლოდ ბროდვეიზე დადგმაც კი განახორციელეს. კეიტ უინსლეტი-როზა დიუიტ ბიუკეიტერი საინტერესო ფაქტი:ამბობენ, რომ თავიდან როზას როლი გვინეტ პელტროუს უნდა ეთამაშაო. ლეონარდო დი კაპრიო-ჯეკ დოუსენი საინტერესო ფაქტი:ცნობილი წამოძახება გემის კიჩოზე " სამყაროს მეფე ვარ" გამოდგა წარმატებული ექსპრომტი თვითონ მსახიობისთვის. 580 3-ს მოსწონს
|