x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510067
სამირ ნასრიმ "არსენალის" ფანებს დასცინა

image მოგეხსენებათ "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი სამირ ნასრი ყოფილი "არსენალელია". "არსენალიდან" წასვლის შემდეგ იგი აცხადებდა, რომ "სიტიში" არა ფულის გამო, არამედ ტიტულების მოსაგებად წავიდა. მის ამ აზრს ლონდონელი ფანები არ იზიარებდნენ, უფრო მეტიც, მათ ფრანგი ფეხბურთელი სამუდამოდ შეიძულეს. ახლა კი, როცა "სიტი" პრემიერლიგის გამარჯვებული გახდა ნასრიმ ნიშნის მოგებით დაიწყო საუბარი: "მე აქ გადმოსვლით სწორი არჩევანი გავაკეთე, იმედი მაქვს, რომ ახლა, როცა ტიტულებს ვიგებ ისინი მიყურებენ, დარწმუნებული ვარ, "არსენალი" კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვერ გახდება ინგლისის ჩემპიონი, მათთვისთვე ჯობია მესამე ადგილი იზეიმონ და მომავლის იმედი ჰქონდეთ. მე კი დავამტკიცე, რომ აქ მხოლოდ მაღალი ხელფასის გულისთვის არ გადმოვსულვარ.



by espn.go.com

0
145
1-ს მოსწონს
ავტორი:Dato1117
Dato1117
145
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0