x
მეტი
  • 05.10.2024
  • სტატია:137447
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511364
მამა თეოდორე-მასონის წერილის შესახებ ნაწილი 1
image





















მამა თეოდორე: ეს არის 1991 წელს რუსულ პერიოდიკაში გამოსული ერთ-ერთი მასონის, შეიძლება ასე ითქვას, წერილი. უკვე ასაკოვანი ადამიანი აღარ მალავს, მალე უნდა გარადიცვალოს და ჯერ კიდევ სიცოცხლეში სურს რომ გული მოიოხოს და სიხარულით გაგვლანძღოს კიდევ ერთხელ, ძალიან საინტერესო წერილია, შეიძლება ზოგმა მიიღოს, ზოგმა არ მიიღოს, მაგრამ ჩემთვის ეს მისაღებია.ეს ნამდვილია, იმიტომ რომ მარტო ეს რომ იყოს, ვიფიქრებდი ეს რა ფალსიფიკაციაა მეთქი, მაგრამ ამისთანა რამ უამრავია და მე ვეცდები ნელ-ნელა წაგიკითხოთ.იმისთვის რომ თქვენ გამოფხიზლდეთ და გაიგოთ რომ თქვენი მტერი ახლოსაა.ზოგს ეშმაკი რომ არ უნახავს მაინცდამაინც არ ეშინია, ისე თუ კარგად ილოცებთ და კარგი ღვაწლი გექნებათ მასაც იხილავ, ამის პირობას მე გაძლევთ“თქვენ იმიტომ არ გინახავთ ეშმაკი რომ მაინცდამაინც არ იღწვით და ეშმაკი არ მძვინვარდება თქვენზე, ეშმაკი მაშინ ენახვება ხოლმე ადამიანს როცა აქედან მოგივლის იქედან, ყველანაერი მიმართულებიდან და ვერ გაგტეხავს, ვერ დაგამარცხებს და მაშინ ხანდახან ვერ ძლებს ხოლმე, სულწასულია და თავისი ნამდვილი სახით გეცხადება რომ დაგაფრთხოს და შეგაშინოს, აი მაშინაც ვლინდება შენი სარწმუნოება, შეგეშინდება თუ არა, საკმარისია მტკიცედ დაუდგე და ჯვრით და იესოს სახით შეებრძოლო რომ ის უძლური გახდეს შენს წინაშე.ხილული მტრებიც არსებობენ, ხოდა აი ძალიან საინტერესო ერთ-ერთი ხილული მტრის წერილი ჩვენთვის, ამ შემთხვევაში რუსეთისთვის მაგრამ ის რაც ხდება იქ, ხდება არამარტო იქ, აქაც და მთელს მსოფლიოშიც.ამ ადამიანის სახელი და გვარია ევგენი კიაზიმირის ძე გორდეევი, დაწერილია 1991 წლის 7 იანვარს, შობას, წერილი სწორედ იმავე დღეს არის გავრცელებული.


ბრუნდება ჩვენი დრო, თუმცა იგი, არც წასულა, იგი ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი, ისევე როგორც სიკეთე და ბოროტება იყო ყოველთვის დედამიწაზე, ჩვენ იმიტომაც მოვჩანვართ დიდი რომ სიკეთეზე უფრო ძლიერი და აგრესიული ვართ, ჩვენი დამარცხება შეუძლებელია.ჩვენ მოვახერხეთ და ჩაგინერგეთ მონობის გენი, ჩვენ მოგცემთ კიდევ 1000 რევოლუციას, თქვენ მუდმივად იბრძვით სამართლიანობისათვის მაგრამ ვერასოდეს მოიგებთ მას.ღია ტექსტით იმიტომ კი არ გესაუბრებით რომ თავხედი ვარ არამედ იმიტომ რომ აღარ მეშინია, ჩვენ ნებას ასრულებენ და ჩვენს დაკრულზე ცეკვავენ პრეზიდენტები.ჩვენ კვლავაც შევიცვლით ფორმას და გარსს, შევიცვლით აბრებს და ფერებს, შევეგუებით ნებისმიერ პიროვნებას მაგრამ გადავრჩებით და გავიმარჯვებთ, ჩვენი მიზანია გამარჯვება, თქვენი ხვედრი, საუკუნო მონობა.


მამა თეოდორე:სხვათაშორის ადრე ხშირად მითქვამს, ბევრს მეცადინეობდნენ მასონურ ლოჟებში რომ გაეწევრიანებინათ ადამიანები, დღეს ამას ალბათ აღარ ცდილობენ, საჭირო აღარ არი, დღეს ადამიანი რომელიც გაიზრდება სკოლაში სადაც მღვდელს აღარ უშვებენ, ადამიანის რომელიც იქნება ციხეში სადაც არანაერი კავშირი სულიერებასთან არ ექნება, იქნება ისეთი ჯარისკაცი სადაც მღვდელს გამოდევნიან და უყურებს ისეთ ტელევიზიას სადაც გარყვნილება იქადაგება მხოლოდ, ესეთ ადამიანს აღარ ჭირდება მასონურ ლოჟაში გაწევრიანება, ის უკვე ისედაც იმათია, ესეც გავითვალისწინოთ.



ისინი ასრულებენ ჩვენს ბრძანებებს, აკეთებენ იმას რასაც მოვისურვებთ, მიმიფურთხებია მისთვის თუ რამდენი რადიკალი დეპუტატი იქნება, თუნდაც მილიონი იყოს, სათავეში ყოველთვის ჩვენ ვიქნებით, თქვენ შეგიძლიათ წაგვართვათ აგარაკები, პრივილეგიები, მანქანები, მაგრამ ძალაუფლებას ვერასოდეს წაგვართმევთ, ვერასოდეს.ჩვენ არ გვაინტერესებს ხალხის აზრი, იგი ჩვენთვის ფუჭი ხმაურია რადგან აზრს ჩვენ თვითონ ვქმნით.თუ გინდათ 100 რეფერენდუმი ჩატარდეს, მთავარია ხალხმა ჩვენი ნება აღასრულოს, თქვენ ყოველ შეტევას მძლავრ და სასტიკ პასუხს გავცემთ, ჩვენთვის ერთი გადაფურთხებაა გავანადგუროთ სურსათი, ქარხნები, ეკოლოგია, ხელოვნება, საჯაროობა და ა.შ. ჩვენთვის ერთი გადაფურთხებაა მოვიტანოთ შიმშილი, საბოტაჟი, სიღატაკე, ნგრევა, დაავადებები, ჩვენთვის იოლია მიგიყვანოთ სასოწარკვეთილებამდე, თავი მოგაკლევინოთ, მაშინ იგრძნობთ ჩვენს ძალას.ასეა ჩაფიქრებული ასეა დაგეგმილი, ჩვენი საბოლოო დამარცხების მხოლოდ ერთი საშუალება არსებობს მაგრამ თქვენ ვერასოდეს ვერ მოახერხებთ იმის გამოყენებას, ვინაიდან ამ საშუალების გამოყენება მხოლოდ ბოროტ გენიას შეუძლია.სიკეთეს არ ძალუძს ამის გაკეთება.


მამა თეოდორე:ესეიგი, თან დაგვცინის, თან რაღაცას გვთავაზობს რომ, იმით შესაძლებელია მაგრამ ის თქვენ არ იცით და ამაზე ჩუმდება.თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ მხოლოდ ჭეშმარიტ რწმენას, ეეროვნულობას, სამშობოლოს სიყვარულს მართლა შეუძლია დაუდგეს ამ ბოროტებას, რომელიც ჩვენთვის 200 წლის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ რუსეთში ყოფნის დროს.ნუ ფიქრობთ რომ მართლმადიდებელმა რუსეთმა დაიპყრო საქართველო, ნურას უკაცრავად, სწორედ ეს ძალები იყვნენ დამპყრობლები.


ჩვენ მშვენივრად მოვახერხეთ გარდაქმნით, საჯაროობით და დემოკრატიით თქვენი გათამაშება, ხალხი ამას მოითხოვს?ინებეთ მაგრამ მხოლოდ იმდენს მოგცემთ რამდენიც ჩვენ გვინდა.რაოდენ სასაცილო და გულუბრყვილოა თქვენი რწმენა რომ ეს სერიოზული ჩანაფიქრია, ჩვენი იარაღია ვილაპარაკოთ თითქოს ყველაფერი მაგრამ საბოლოო ჯამში არაფერი.ამაში თქვენ ყრილობებზე დარწმუნდით, ჩვენ ჩაგახრჩობთ ლაყბობაში.


მამა თეოდორე:ისეთი ხელისუფლება უნდა დავაყენოთო.ისეთ ქვეყნებში რომელიც ჩვენ უნდა დავიმონოთო(რევოლუციამდე გამოსულ წიგნში წერია)რომელიც ყველაფერს დაპირდება ხალხს, მაგრამ არაფერს შეუსრულებს.


არ განხორციელდა არცერთი თქვენი პროგრესული იდეა, ჩვენ განვახორციელეთ მხოლოდ ის რაც გვსურდა, მაგრამ მოგაჩვენეთ ისე რომ თითქოს ეს იდეები თქვენგან მოდიოდა, ამიტომ გეგონათ რომ თქვენმა იდეებმა გაიმარჯვა.ჩვენ ძლიერი იარაღი გვაქვს, დიდი მძლავრი ტყუილი, გარდა ამისა მოთმინება, შეგუების უნარი, სწრაფი რეაქცია და რაც მთავარია ქმედითუნარიანობა, ყოველივე ის რაც არასოდეს გააჩნდათ სამართლიანობისათვის მებრძოლთ.ჩვენ შეგვიძლია ასეთი მებრძოლების წარმოჩინება ხალხის სახელით, თანაც ისე რომ ყოველთვის ჩრდილში დავრჩეთ, იგი ჩვენი სცენარით მოკალით თქვენ, ჩვენ კვლავაც ვაყენებთ თქვენს ლიდერებს ზიანს, მორიგ მსხვერპლსაც მალე დაინახავთ, მაგრამ ამ მსხვერპლის თავიდან აცილებას ვერ შეძლებთ.მონებს არ შესწევთ ქმედების უნარი, თქვენ მხოლოდ ჩვენი ნების მორჩილი შემსრულებლები ხართ, ყოველი თქვენი ძალისხმევა უკეთესობისაკენ, ტანჯვის, იმედგაცრუებისა და სასოწაკვეთილების გარდა არაფერს მოგიტანთ.


მამა თეოდორე:მართლაც არ შესწევთ მოქმედების უნარი, იგივე რუსეთის მაგალითი ავიღოთ, მართლმადიდებლობაზე თავს დებენ, დემოკრატიაზე თავს დებენ, რუსეთის გადარჩენაზე თავს დებენ, ეს არის კომედია რომელზე უკეთესსაც ვერ მოიფიქრებს ადამიანი.


არ მოგიწოდებთ დაყაროთ იარაღი და აღარ იბრძოლოთ, იმოქმედეთ, იბრძოლეთ, გაიმარჯვეთ, დათვერით გამარჯვებით, მაგრამ საბოლოო ჯამში მხოლოდ თავის მოტყუება გამოგივათ.ჩვენ გვჭირდება თქვენი წინააღმდეგობა, თქვენი ბრძოლა, რადგან ჩვენი ცოდნა გონება-გამოცდილება ყოველთვის უნდა იყოს ფორმაში.


მამა თეოდორე:ხედავთ?აი ჩვენ წეღან ვთქვით, ისიც ამას ამბობს, მანაც იცის ეს, რომ ბრძოლაში ძლიერდება, ჩვენც ვიცით ეს რომ ბრძოლაში გავძლიერდებით.ჩვენმა წარმართებმა იცოდნენ ჯერ კიდევ რომ ერთიდაიგივე ხალხს, ხშირად არ უნდა ებრძოლოთ იმიტომ რომ ამ ბრძოლაში ისინი გამარჯვებასაც ისწავლიან.


თქვენი ყველა ოცნება და სურვილი, თქვენი ცხოველური სწრაფვა, მხოლოდ საკვებისა და ტანსაცმლის მოპოვებაა, თქვენს შორის სიხარბეს და სისულელეს საზღვარი არ გააჩნია, ეს მძლავრი იარაღია ჩვენს ხელში, ჩვენ მას ვირტუოზილად ვიყენებთ, ყველაფერს რასაც ვაკეთებთ ბოლომდე გააზრებულად რომ ვთქვათ გენიალურად ვაკეთებთ.თქვენ ჩვენს შესახებ ნომენლატორული ჩინოვნიკების მიხედვით მსჯელობთ, ეს გულუბრყვილობაა, ჩვენ მაღალ თანამდებობებზე ყოველთვის გონებაჩლუნგებს, ხარბებს და სულელებს წარმოვაჩენთ.ისინი ჩვენი ჯავშანი და ფარი არიან, თქვენი ენერგია იმსხვრევა მათი თუჯის მონოლითზე შეჯახებისას.თქვენი მონური აღშფოთების ენერგია მხოლოდ პირველივე ნასუფრალის მიღებამდე გყოფნით, ყველა თქვენი ვნების და დემოკრატიაზე ოცნების განეიტრალება ძეხვით სავსე ორი რეფრეჟეტორით შეიძლება, თქვენ დედამიწისა და კოსმოსის შვილები ხართ, ეს არის თქვენი უბედურება, თქვენ გაანადგურთ წინაპრების ცოდნა და გამოცდილება და მხოლოდ მათ შეცდომებს იმეორებთ.არცერთმა თქვენგანმა არ იცი რაშია ადამიანის ცხოვრების აზრი და დანიშნულება ამ დედამიწაზე.

0
253
შეფასება არ არის
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
253
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0