ქალი ყველაფერი თქვენი ხელების და ფრჩხილების შესახებ 2014, 15 ოქტომბერი, 22:20 ![]() სწორი ტექნიკა - ფრჩხილები შეძლებისდაგვარად ერთი მიმართულებით უნდა იქლიბებოდეს და აქეთ-იქით ქლიბის მოძრაობა არ შეიძლება, რადგან ფრჩხილებმა აქერცვლა შეიძლება იწყოს. კიდევ ერთი საიდუმლო: თითის წვერი თბილ წყალში დაილბეთ, შემდეგ ნელსაცხებლის მეშვეობით ელასტიკურობა მიეცით. ![]() ხანგრძლივად გაჩერდება - სანამ ლაქს წაისვამდეთ ფრჩხილებიდან. ცხიმი გაიცალეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საღებავი აიქერცლება. ამ მიზნისთვის გაცილებით დამზოგავი საშუალებაა ლოსიონი. შემდეგ ფრჩხილზე საფუძველი ლაქის თხელი ფენა წაისვით. იგი უსწორმასწორო მონაკვეთებს და ღრიჭოებს შეავსებს. სანამ ფერად ლაქს ორ ფენად გადაისვამდეთ – საფუძველს კარგად გაშრობის საშუალება მიეცით. ![]() ლიმონით გაწმენდა - ხელებზე და ფრჩხილებზე ულამაზო ლაქები შეიძლება ლიმონის წვენის დახმარებით ჩამოშორდეს. ციტრუსებით მკურნალობა მყჰიფე ფრჩხილების მოწესრიგებასაც შველის. კვირის განმავლობაში დილა-საღამოს სუფთა ხელებზე ლიმონის წვენი შეიზილეთ. აგრეთვე მშვენიერი მათეთრებელი ეფექტი აქვს მჟავე რძეს. ![]() 262 2-ს მოსწონს
|