x
image
beko777
ლამაზი ქალების ლამაზი ჭიპები...
imageშიშველი ჭიპით პირველად მაყურებლის წინაშე წარსდგა რაფაელა კარა. ეს იყო 1970 წელს, როდესაც მას ერთ-ერთი საესტრადო შოუ მიჰყავდა საკმაოდ ექსრავაგანტური ჩაცმულობით – მოკლე შორტებით და მხოლოდ მკერდის დამფარავი ზედატანით. მის ჩაცმულობას აღფრთოვანებით შეხვდნენ ძლიერი სქესის წარმომადგენლები. ... იმასაც ამბობდნენ, რომ რაფაელა კარას რამდენიმე მილიონ დოლარად აქვს დაზღვეული თავისი ჭიპიო. „შიშველი ჭიპი” მოდად იქნა მიღებული და მრავალ გოგონის მიერ იქნა ატაცებული. მოდა მიდის და ისევ ბრუნდება... ასეა დღესაც. დღესაც კვლავ მოდაშია ჭიპების დემონსტრირება. საზოგადოებაში შიშველი ჭიპის ჩვენების ტენდენცია შეიმჩნევა პოდიუმებზეც ბოლოდროინდელი ჩვენებებისას. შიშველი ჭიპები ნაჩვენები იქნა სპორტული თუ კლასიკური ჩაცმულობების ჩვენებისას. იბადება კითხვა: ნუთუ მართლა ასე მაცდუნებელია შიშველი ჭიპი?


imageფსიქოლოგ ვერა სლეპოის აზრით, „მისი ეროტიკული დატვირთვა უფრო ფანტაზიაა, ვიდრე რეალობა შეიძლება ითქვას, რომ შიშველ ჭიპს ცოტა მიმანიშნებელი მაცდუნებლობა აქვს”. კოტიუმების ექსპერტის რობერტ დაგუსტინის აზრით, „ჭიპის დაფარვა არის მდედრობითი სქესის ნარცისიზმის გამოხატულების ფორმა, რომელსაც მამრობითი სქესის უმცირესობა აღიარებს და აფასებს” მაგრამ 80-იანი წლების დასაწყისში ბევრი ახალგაზრდა გოგონა გამოჩნდა, რომელთაც თეძოებზე მოირგეს ჯინსები და დისკოთეკებზე შიშველ ჭიპებს აჩვენებდნენ ერთმანეთს.
image... სავალდებულო არ არის, რომ ყველა მოდას მიჰყვეს, განსაკუთრებით უფრო მაშინ, როცა თქვენ ნაომი კემპბელი არ ხართ. გული არ დაგწყდეთ, ზოგჯერ არც არის ლამაზი, როდესაც რომის პაპის წინაშე მერაა ქერი შიშველი ჭიპით წარსდგება.
ბოლოდროინდელი მონაცემების მიხედვით ყველაზე ლამაზი ქალების სია, რომელთაც საკმაოდ ლამაზი და გამორჩეული ჭიპები აქვთ, შემდეგნაირად გამოიყურება:
32 წლის ფედერიკა პანიკუჩი (სატელევიზიო წამყვანი), რომელსაც ჭიპზე ოქროს მედალიონი აქვს დაკიდებული; 33 წლის პაოლა ბარალე, რომელმაც ჭიპის ჭრილში ძვირფასი ქვა ჩაიმაგრა.


image18 წლის ამერიკელმა მომღერალმა ბრიტნი სპირსმა ჭიპში ბრილიანტის თვალი ჩაიმაგრა.
მშვენიერი ჭიპებით გამოირჩევიან „მაშველების” ცნობილი მსახიობები ნიკოლ ეგერტი და 31 წლის პამელა ანდერსონი, ასევე ბრენდი როდრიკი.

ლამაზად არის შეფასებული მსახიობ ჯენიფერ ლოპესის ჭიპი, მაგრამ რა უნდა ქნან მათ, ვისაც ლამაზი და გამხდარი მუცელი არ აქვს. პირველ რიგში, რასაკვირველია, აუცილებელია ვარჯიში, ვარჯიში და ვარჯიში! მუცლის სასურველ ფორმაში მოსაყვანი ვარჯიშებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია შემდეგი 2 ვარჯიში:


imageI ზურგზე დაწოლილ მდომარეობაში ფეხების მიტანა თავთან.
II ვარჯიში ცნობილია „ბატის ნაბიჯების” სახელწოდებით: მხრები გამართულია, მკლავები – გაშლილ მდგომარეობაში და საჭიროა გადაადგილება-სიარული ბატის მოძრაობის მსგავსად.
„მუცლის სასურველ ფორმაში მოყვანას როდესაც გადაწყვეტთ, აუცილებელია, დააკვირდეთ, მუცელზე ზედმეტი ცხიმები ხომ არ გაქვთ ან მუცლის შებერვა ხომ არ გახასიათებთ, – ამბობს ცნობილი მილანელი დიეტოლოგი ნიკოლა სორენტინო – როდესაც ზედმეტი ცხიმები შეინიშნება, საჭიროა ჭამის შემცირება და თანდათანობით ფიზიკური დატვირთვების გაზრდა”.



imageთუ მუცლის შებერვა შეინიშნება, საიჭროა, უარი ითქვას ყველა იმ საკვებზე, რომელიც ფერმენტაცია უშლის ხელს. ეს საკვებია: ბარდისებრთა ოჯახის მცენარეები, ფქვილიანი პროდუქტები, ვაშლი, ქლიავი, ბანანი, ცხიმიანი ხორცი, ტკბილი და გაზიანი სასმელები. ზოგჯერ საჭიროა ამ მხრივ რეკლამირებული მედიკამენტების მიღებაც. არავითარი საოცრება – შედეგი შეიძლება მივიღოთ დიეტისა და ტანვარჯიშის შერწყმით.

0
198
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
198
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0