მამაკაცის მოდა ამაზრზენი, ნაქსოვი საცვლები მამაკაცებისთვის 2014, 15 ოქტომბერი, 11:27 ამბობდნენ, ამბობდნენ, ამბობდნენ... და აი, ნამდვილად გასცდა ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები საზღვრებს. იმასაც ამბობენ "მიეც გონებას გზა ფართო"-ვო... ნამდვილად, უნდა მივცეთ გონებას გზა ფართო ხალხნო, მაგრამ ნაყოფიერი შედეგით, რომელიც სხვასაც დახმარებას გაუწევს, რითაც ჩვენც დაგვტოვებს კმაყოფილს, თუმცა ზოგჯერ ამაოა რაიმე ახლის შექმნის მცდელობა. ჩვენი თუ უცხოელი დიზაინერებიც სულ მუდამ რაღაც, ახლის, საუცხოო, ექსტრავაგანტულის ძიებაში არიან, რათა თავიანთი ჩვენებებით მოდის კვირეულს არ ჩამორჩნენ და რაც შეიძლება შთაბეჭდილების ქვეშ დაგვტოვონ. ხშირად კი, უბრალოდ ფართო საზოგადოების დაცინვისა და შეურაცყოფის ობიექტნი ხდებიან.
ბევრი რომ აღარ გამიგრძელდეს ჩემებური ჩვევა- წერა სტატიის დაწყების წინ, მოდით გადავალ პირდაპირ თემაზე. როგორც ხედავთ აგვიცივდა და ჩვენმა დიზაინერებმაც გადაწყვიტეს "მამაკაცის ღირსებაზე" ეფიქრათ და შექმნეს თბილი, ნაქსოვი საცვლები, რომელთა უჩვეულობა ნამდვილად განგაცვიფრებთ. ერთი შეხედვით უხამსი ან ამაზრზენი ნაქსოვი საცვალი, ერთ-ერთი უცხოელი დიზანერის ნაშრომს წარმოადგენს კოლექციიდან, რომლის ფოტოებმა მოიცვა მსოფლიო და ამ პიროვნებამ კი საკმაო პოპულარობა ჰპოვა მათი წყალობით, თუმცა რამდენად დადებითი მოწონება დაიმსახურა მეზღვაურის, გულებისა და სპილოს გამოსახულებიანმა საცვლებმა, აი ეს კი ნამდვილად საინტერესოა. მაშ, დატკბით ამ მცირე კოლექციით და გააზიარეთ საკუთარი შეხედულებები. მე კი გიტოვებთ ფოტოებს, სადაც ამაზრზენ, ექსტრავაგანტულ, ნაქსოვ საცვლებს ნახავთ სპეციალურად მამაკაცებისთვის. P.S. (უხამსობისთვის ნუ შეეცდებით დაბლოკვას, გავასაჩივრებ, რადგან ჩვენება ასეთი სახით იყო და მალე გაყიდვაშიც იქნება) 447 15-ს მოსწონს 1-ს არა |
ეხლა ჩემზე კი არ იფიქროთ, არ მაცვია მე ნაქსოვი