x
მეტი
  • 03.12.2024
  • სტატია:138633
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512289
რისთვისაა საჭირო ქვედა ღილი პიჯაკზე, თუკი მას არასოდეს არ იკრავენ?

სამღილიანი პიჯაკის ტარების ძირითადი პრინციპია: “ხანდახან, ყოველთვის, არასდროს". ეს ნიშნავს იმას, რომ ხანდახან უნდა შეიკრათ ზედა ღილი, ყოველთვის შუა ღილი და ბოლო არასდროს. თუკი ორღილიანი პიჯაკი გაქვთ, აქაც იგივე პრინციპი მოქმედებს.image
ეს არის მამაკაცის მოდის ურყევი სტანდარტი. მამაკაცის კოსტიუმების დიზაინერები ხშირად ქურთუკებსა და ჟილეტებსაც კი ქმნიან ისე, რომ ქვედა ღილი კარგად გამოჩნდეს ცალკე.

ისმის ლოგიკური კითხვა, რატომაა ეს ზედმეტი ღილ საჭირო, თუკი მას არავინ იკრავს? ამ კითხვის პასუხი ინგლისის მეფეს, ედუარდ VII-ს უკავშირდება. მეფეს ზედმეტი წონა აწუხებდა, როდესაც ის უელსის პრინცი იყო, პიჯაკების მოდა მხოლოდ ფეხს იდგამდა. ჟილეტი მისთვის ვიწრო აღმოჩნდა და ქვედა ღილს საერთოდ არ იკრავდა. ამიტომ, მისდამი პატივისცემის ნიშნით, საამეფო კარის წევრებმაც მას მიბაძეს. მათ მიჰყვათ ინგლისის და ბრიტანეთის კოლონიების მაცხოვრებლებიც. ჟურნალ GQ-ს რედაქტორი რობერტ ჯონსონი მიიჩნევს, რომ “ედვარდის თეორიას'' ყოველთვის სერიოზულად არ იღებენ, მაგრამ ბრიტანელი მოდის ისტორიკოსები მას უდავო ფაქტად თვლიან.imageimage


0
1053
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
1053
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0