ქალი რაზე ჩურჩულებენ ტუჩები - ქალური საიდუმლო 2014, 14 ოქტომბერი, 23:04 როგორ აღწერს თანამედროვე მამაკაცი სექსუალურ ქალს? დიდი თვალები, დაბერილი ტუჩები სხვათაშორის, პირის ფორმას მრავალი რამის მოთხრობა შეუძლია ადამიანზე.
დაბერილი სავსე ტუჩები – სექსუალურობისა და მგრძნობელობის სინონიმია, სახის დიდი ნაკვთები ყოველთვის იზიდავენ მზერას, ბაგეები კი სხეულის განსაკუთრებული ნაწილია, რომლებიც ნეტარების წუთებს უკავშირდება. მამაკაცთა ყურადღების მიპყრობის სურვილის მქონე მრავალი ქალი სწორედ ამიტომ იცვლის და კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებით დახვეწილად ისქელებს ტუჩების ფორმას. თხელი ტუჩები – გააჩნიათ გულდახურულ, სიტყვაძუნწ ადამიანებს. ისინი ბევრს შრომობენ, იძულებულები ხდებიან აიტანონ საყვედურები და ირონია ამიტომ ისინი შინაგანად დაძაბულები არიან, შეიძლება მძაფრები და ენამწარენიც იყვნენ. მტკივნეულად აღიქვამენ ირგვლივ მყოფთა წარმატებულ კარიერას. მაგრამ როგორც წესი მეგობრებს უფრთხილდებიან და ყოველთვის ეხმარებიან რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში. წინწამოწეული ზედა ტუჩი ავლენს მიზანსწრაფულ ადამიანს, რომელმაც საკუთარი თავის ფასი იცის. მისმა პატივმოყვარეობამ უდიდეს მასშტაბებს შეიძლება მიაღწიოს, ამის გამო უგულებელყოფს გარშემომყოფთა აზრს, დარწმუნებულია თავის სიმართლეში და გამონაკლისობაში. გამობურცული ქვედა ტუჩი მეტყველებს ეგოიზმის საკმაო დონეზე, გაუწონასწორებლობაზე და ხასიათის ხშირ ცვალებადობაზე. ასეთ ადამიანებთან თანასწორუფლებიანი ურთიერთობა საკმაოდ ძნელია, ისინი დომინირებისკენ ილტვიან, ცდილობენ საკუთარ ნებას დაუქვემდებარონ ყველანი. ქორწინებაში ხშირად არ არიან ბედნიერნი, რამეთუ თავიანთი კაპრიზებით საკუთარ თავსაც ტანჯავენ და მეორე ნახევრებსაც ახასიათებთ აკვიატებები და განუხორციელებელი მოთხოვნების წაყენება. მკვეთრად გამოხატული, თითქოს გამობზეკილი ტუჩები გააჩნიათ, ზემოთხოვნილებების არმქონე პიროვნებებს, რომლებსაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეუძლიათ მცირედით დაკმაყოფილება. ისინი არ აგებენ გრანდიოზულ გეგმებს და ყველაფერში საკმაოდ კონსერვატულები არიან. მკვეთრმა ცხოვრებისეულმა ცვლილებებმა დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება ამოაგდოს კალაპოტიდან მსგავსი პერსონები, მიდრეკილნი არიან დეპრესიებისკენ და ხშირად უბრალოდ სათანადოდ არ აფასებენ თავიანთ შესაძლებლობებს. შეარჩიე ტუჩსაცხებლები ვიზაჟისტები ერთხმად ამტკიცებენ: მნიშვნელოვანია საკუთარი სახიერების ტუჩებზე გადატანილი აქცენტის შექმნა. თხელი ტუჩები კარგა ხნით არის მოდიდან გადასული. თანამედროვე ქალი თავის სექსუალურობას სქელი და ნოტიო ტუჩებით უსვამს ხაზს. მთავარია ტუჩასაცხებლის სწორად შერჩევა. ატმისფერი და გარგლისფერი პომადები ნაცრისფერთვალება და ღია ფერის თმის მქონე ქალებისთვის მიზანშეწონილი. წითლის კაშკაშა ელფერი ჟღალისფერთმიანი ქალებისთვის. დარიჩინიდან შოკოლადის ელფერამდე თაფლისფერთვალება შავგვრემანებისთვის. კანისფერი ტუჩსაცხებლები იდეალურად უხდებათ ნებისმიერი ფერის თვალების მქონე შავთმიანებს. გსურთ, რომ პომადამ დიდხანს გაძლოს ტუჩებზე? ჯერ ტუჩებზე კრემის თხელი ფენა წაისვით, შემდეგ ოდნავ დაიპუდრეთ. მერე კი მშვიდად შეგიძლიათ გადაისვათ პომადა. ესეც იდეალი! ალაბამას შტატის ქ.ოსბორნის უნივერსიტეტის მეცნიერები ირწმუნებიან, რომ მრავალწლიანი კვლევების შემდეგ მათ საბოლოოდ მოახერხეს იდეალური ქალის ხატოვნების შექმნა, როგორსაც მას თანამედროვე მამაკაცები ხედავენ. მაშ ასე, მასში სექსუალური გამოუცდელობა და ხორციელი ვნების ძლიერი სურვილი, კარიერისადმი მისწრაფება და კარგი დიასახლისობა, . დახვეწილობა და ათლეტური აგებულება უნდა ერთიანდებოდეს, უნდა გააჩნდეს ლამაზი მუქი თმები, დიდი თვალები და კოხტა მკვრივი უკანალი. დიდი მკერდი სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი. მოკლედ, დასკვნა გამოაქვთ მეცნიერებს, მამაკაცები გემოვნებაში მუდმივები არიან. ისინი ქალური სილამაზის ისეთივე ტიპისკენ ილტვიან, რომლისკენაც ბიბლიური დროს მათი წინაპრები ისწრაფვოდნენ. ცხელი ათეული მაგრამ სუსტი სქესი ვალში არ დარჩენილა და რჩეულებისადმი მოთხოვნების საკუთარი „ათეული” შეადგინა. პირველ ადგილზეა სიმაღლე. ნებისმიერ ქალს შეგიძლიათ ჰკითხოთ, რომ ნამდვილი მამაკაცი მეტრი და ოთხმოციდან მაინც იწყება, სხვანაირად როგორ შევნიშნოთ ბრბოში? მეორე ადგილი გარეგნუობამ დაიკავა. რაც არ უნდა ვამტკიცოთ, ნებისმიერი ნაწარმი რომ არაფერი ვთქვათ საქონელზე, მაინც სახით შეიცნობა. ამას მოსდევს კარგი თანამოსაუბრეს თვისებები, ამიტომ სიტყვათა მარაგი სულ ცოტა 1500 ერთეულია აუცილებელი. მამაკაცს მოდაზე მუსიკაზე, ფერწერაზე, წიგნებზე და კინოსიახლეებზე საუბარიც უნდა შეეძლოს, თან არ უნდა ავიწყდებოდეს, რომ ქალბატონები ყბედებს არ სწყალობენ. მეხუთე პოზიცია განათლებას ეთმობა. მძიმე ოხვრის, ყვავილებისა და მთავარის შუქზე სეირნობის გარეშე ქალის გული ძნელად დასაპყრობია. ამიტომ რომანტიკულობამ მეექვსე ადგილი დაიკავა. მეშვიდე ადგილზე კულინარული ოსტატობაა. შემდგომ მოდის იუმორის გრძნობა და მხიარული ხასიათი. ათეულს შრომისმოყვარეობა აგვირგვინებს. ეს არის და ეს ჩვენი სასურველი მამაკაცები! 225 1-ს მოსწონს
|