სხვა შეკითხვები ფსიქოლოგს, კითხვა-პასუხის რეჟიმი 2014, 13 ოქტომბერი, 21:44 ძნელია იყო მუდამ მომღიმარი - ამბობენ, რომ ენერგიული, პრინციპული და სულით ძლიერი ადამიანები ესიმპათიურებათ ირგვლივ მყოფთ, თუმცა კი მე ამას ვერ ვამჩნევ მიუხედავად იმისა, რომ მუდამ მოღიმარი ვარ, ენერგიით სავსე, მუდამ ფორმაში. ჩემი აღელვება და ცრემლი არავის უნახავს. თურმე ნუ იტყვით, ჩემი სიცოცხლის სიყვარული, ადამიანებში მხოლოდ შურსა და გაღიზიანებას იწვევს. მე არ მყავს მეგობრები, რომელთა მხარდაჭერა აუცილებელია მძიმე მომენტებსა და წუთებში. არავის არ სჯერა, რომ მეც მაქვს პრობლემები. - ლია წ. 27 წლის – საფიქრებელია, რომ სიცარიელე, რომელმაც თქვენ მოგიცვათ სრულებითაც არაა თქვენი ოპტიმიზმისა, სიცოცხლისადმი სიყვარულის შედეგი. შესაძლებელია ძლიერი ქალის იმიჯია სწორედ ის, რაც თქვენსა და თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს შორის აღიმართა. არსებობს მომენტი როცა ადამიანი ირჩევს რაიმე როლს თავისთვის და შემდეგ მთელი ცხოვრება მკაცრად თამაშობს არჩეულ ტიპაჟს. მაგრამ პიროვნება ბევრად უფრო რთული და მრავალწახნაგოვანია ვიდრე ნებისმიერი როლი, ამიტომ ასეთი სტრატეგია ადამიანებში იწვევს არაგულწრფელობისა და თამაშის შეგრძნებას. ეჩვევიან რა თქვენს. როლს ისინი უნდობლობით ხვდებიან ნებისმიერ შტრიხს, რომელიც არ ესადაგება ამ როლს. ასე რომ, ნუ შეგეშინდებათ, ხანდახან დაანახოთ ადამიანებს თქვენი შინაგანი „მე” თავისი მრავალფეროვნებითა და მრავალსახეობით, გვერწმუნეთ, ისინიც უთუოდ ამითვე გიპასუხებენ. ცხოვრების გამოცდა – სიყვარული, მიტევება, განშორება? - მე ვხვდებოდი ჩემს მეგობარ მამაკაცს. თითქმის ერთი წელი. მეჩვენებოდა, რომ უგონოდ მიყვარდა. არ მინდა დავწვრილმანდე, მაგრამ ამ ცოტა ხნის წინ იგი ძალიან ულამაზოდ და არაკაცურად მოექცა თავის მეგობრებს. ყოველივე მომხდარის შემდეგ არც კი ვიცი, რა ვიფიქრო, თუკი მას შეეძლო ასე მოქცეოდა მეგობრებს, ხომ შეუძლია ასევე მომექცეს მე. იგი იტანჯება და ჩემგან ელოდება თანადგომას. თავს იმართლებს და ამბობს, რომ რაღაცამ დაუბინდა გონება და აზრს არ ატანდა, არ აკონტროლებდა თავის ქცევას. შემიძლია კი მე ყოველივე ამის შემდეგ ვენდობოდე და კვლავ მიყვარდეს იგი? - ირინე, შ. 24 წლის - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ თქვენსა და თქვენს გულს ძალუძს. დაფიქრდით განა თქვენ არ გიყვარდათ იგი მომხდარამდე? თვითონ საქციელი არ ცვლის ადამიანს, – არამედ ადამიანი სჩადის საქციელს. თქვენ გრძნობთ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენგან მორალურ თანადგომას ელის? დაელაპარაკეთ მას. შესაძლებელია მომხდარის მისეულმა ვერსიამ შესაძლებლობა მოგცეთ თქვენ სხვა თვალით დაინახოთ ყველაფერი, რაც დაგეხმარებათ გაუგოთ მას. ბანალურია, მაგრამ ფაქტია ნამდვილი სიყვარული არ ჰბადებს მსგავს კითხვას. „კვლავ გიყვარდეთ თუ არა”... სიყვარულის გრძნობამ შეიძლება გტანჯოთ და გაწამოთ, მაგრამ იგი რწმენას, ბედნიერებას, მიტევებას ვერ გვასწავლის. დენივით ცვალებადი მოზარდი - ჩემი შვილი ძალიან ცვალებადია თავის გატაცებებში. უცბად იგი დიდი შემართებით და მონდომებით იწყებს ფეხბურთის სექციაზე სიარულს, ხან ძიუდოთი ინტერესდება და მოულოდნელად ყველაფერ ამას ჩოგბურთზე, მუსიკაზე თეატრზე გაცვლის. მაგრამ ასევე მალე კარგავს ინტერესს ყველა გატაცებისადმი. უნდა დავუჭირო თუ არა მხარი, მის ყველა წამოწყებას? - ნონა - გაეცნოს ახალს, შეიცნოს თავი, ისწავლოს და გამოიმუშავოს თვითდისციპლინა ყველა ბავშვისთვის ძალიან ძნელია. მაგრამ ბავშვი რომელიც ხან ერთი საქმითაა გატაცებული, ხან მეორეთი, ხან კი მესამე შეუძლია, ძნელად თუ ისწავლის რამეს. შეეცადეთ გულდასმით შეაფასოთ თქვენი შვილის პოტენციურად ძლიერი თვისებები და მიდრეკილებები. შემდეგ ბავშვის საქმიანობის შესაძლო მიმართულებები და აირჩიეთ ისეთი, სადაც ბიჭს აქვს უფრო მეტი შანსი მიაღწიოს რაიმე წარმატებას. შემდგომ კი მიეხმარეთ შვილს გადალახოს სწავლების პირველი ეტაპი, შეაქეთ მისი წარმატებები. ყოველივე ეს გააკეთეთ მიუხედავად იმისა, მოგვიანებით აღმოჩნდება თუ არა თქვენი არჩევანის სისწორე და მოთმინებით დაუბრუნდით სასტარტო პოზიციას. მაგრამ ინერციით არ მოტყუვდეთ და არ შეეცადოთ უგულებელყოთ ის, რაც ბავშვს შეიძლება ცხოვრებაში გამოადგეს. უნებლიე აბორტი? - რა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული უნებლიე აბორტი? - ხელოვნური აბორტისგან განსხვავებით, რომელიც კეთდება ქალის სურვილით, უნებლიე აბორტი ეს არის ორსულობის უნებლიე შეწყვეტა ყოველგვარი ჩარევის გარეშე, ქალის სურვილის და მიუხედავად ამის მიზეზი შეიძლება იყოს: ინფექციური დაავადებები ორსულობის დროს, დედისა და ნაყოფის სისხლის შეუთავსებლობა, ნაყოფის ქრომოსომული ანომალიები და ა.შ. უნებლიე აბორტის მიზეზი ხანდახან შეიძლება მექანიკური ზემოქმედებაც გახდეს ან ფსიქიკური ტრავმები. არაკომუნიკაბელური მეუღლე - ყოველთვის, როდესაც დავაპირებ ქმარს რაიმე მნიშვნელოვან საკითხზე დაველაპარაკო, იგი ყოველთვის მაწყვეტინებს სიტყვებით: „მოკლედ თქვი რა გინდა”. მე კი სულაც არაფერი მინდა! ჩემთვის მნიშვნელოვანია მომისმინოს დამამშვიდოს, ერთად ვნახოთ გამოსავალი. როგორ მოვერიო გულისტკივილს არ ვიცი? - ქეთი ტ. 30 წლის - მამაკაცებისთვის დამახასიათებელია ლტოლვა ან სწრაფვა კონკრეტული მიზნისკენ, იქნება ეს საუბარი თუ საქმე. ისინი უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს. როცა წინასწარ იციან, რას მოელიან მათგან და რამდენი დრო დაიკარგება ამაზე. ხშირად ქალებმა იციან მამაკაცისთვის ძალიან აბსტრაქტული თემის წამოჭრა „ჩვენ უნდა დავილაპარაკოთ ჩვენს ურთიერთობაზე” და ა.შ. უნდა შეეცადოთ მოძებნოთ კომპრომისი და საუბრის თემის ფორმულირება შემდეგნაირად მოახდინოთ: „ხომ არ დამითმობდი თხუთმეტიოდე წუთს, მე შენი მხარდაჭერა მჭირდება”. ნუ გამოიყენებთ საუბრისას მინიშნებებს, შეეცადეთ, თქვათ პირდაპირ რაც გსურთ. გოგონებო – მოდით ვიმეგობროთ! - ბავშვობაში ვთამაშობდი ბიჭურ თამაშებს, ვმეგობრობდი ბიჭებთან, ერთი სიტყვით, ვქალაბიჭობდი. მამაკაცთა საზოგადოებაში უფრო მეტს ვხედავდი საინტერესოს, ვიდრე ქალთაში. საუბრები სამზარეულოსა და ნაჭრებზე მაღიზიანებდა. მაგრამ გავიდა დრო მე გავთხოვდი, ჩემმა მეგობარმა ბიჭებმა კი ცოლები მოიყვანეს. მე დავრჩი ჩაკეტილი ჩემს ოჯახურ წრეში რა ვქნა, რა მეშველება? - თინა კ. - იქნებ შეეცადოთ გაიჩინოთ დაქალი? ნუ იქნებით ქალური ძალისა და მეგობრობის არდამფასებელი. ქალებს შეუძლია ერთმანეთის გვერდზე დგომა და დახმარების გაწევა არანაკლებ მამაკაცებისა. ქალს უკეთ ძალუძს ქალის ბუნების გაგება, მეგობრობაც არ შემოიფარგლება მხოლოდ ტანსაცმელზე და სამზარეულოზე საუბრებით. არის მხარდაჭერის გარკვეული ფორმა და სიტუაცია, რაც მხოლოდ ქალებს შეუძლიათ. შეეცადეთ შეცვალოთ თქვენი „კოორდინატთა სისტემა” და დარწმუნდებით იმაში, რომ რაც უფრო თბილი და ყურადღებიანი იქნება თქვენი დაქალთან ურთიერთობა, მით უფრო რეალურად შეაფასებთ რას გაძლევენ თქვენ კაცები. შამპუნის შემცვლელი - არსებობს შამპუნის ნატურალური შემცველი ცხიმიანი თმისთვის? - მცირე რაოდენობის წყალში გახსენით 2 სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი. მოცულობა თბილი წყლის დამატებით გაზარდეთ ლიტრამდე. შამპუნის ნაცვლად თავი დაიბანეთ მიღებული შემადგენლობით. საჩუქარი ინსტრუქციის გარეშე - დაბადების დღეზე საჩუქრად მივიღე პატარა ქილა დამატენიანებელი კაფსულებით. მაგრამ არ ვიცი, როდის და როგორ ვიხმარო. - შორენა - ასეთი კაფსულირებული კონცენტრატები ძალიან ძლიერად მოქმედებენ. ამიტომ მათი გამოყენება შეიძლება ხანმოკლე დროით. დილით და საღამოს თითების მსუბუქი, დარტყმითი მოძრაობით კაფსულის შიგთავსი გაანაწილეთ კანზე. მასაჟი კიტრით - შუბლზე გამიჩნდა პირველი ნაოჭები, არსებობს მათთან ბრძოლის რაიმე საშუალება? - ასეთ შემთხვევაში ძალიან სასარგებლოა ყოველდღიური მასაჟი. კიტრის ნაჭრის გადაადგილებით მარცხნიდან მარჯვნივ წრიული მოძრაობებით. შეწოვილი წვენი კარგად ატენიანებს კანს, ტოვებს რა გაშრობის შემდეგ ნიღაბს. ოცდაათი წუთის შემდეგ შეგიძლიათ პირი დაიბანოთ გრილი წყლით. პატარა მკერდი დიდი სიხარულია - გადავწყვიტე ჩემი ტანჯვა და გულისტკივილი გაგიზხიაროთ. თუ არ დაიზარებთ იქნებ პასუხიც გამცეთ. ვარ 33 წლის გასათხოვარი. არა იმიტომ, რომ ჩემი შესაფერისი ვერ ვნახე, არამედ ჩემი ნაკლის თუ კომპლექსის გამო. მიზეზი კი ის არის, რომ მაქვს განუვითარებელი მკერდი. თანაკლასელები თუ ჩემს ირგვლივ მყოფები ხშირად დამცინოდნენ. რის გამოც გამიჩნდა არასრულფასოვნების კომპლექსი და გადავწყვიტე, არ გავთხოვილიყავი. მაგრამ ახლა ჩემდა საუბედუროდ შეყვარებული ვარ. ძალიან მიჭირს ჩემს თავთან ბრძოლა. ცოლად ვერ მივყვები, მეშინია დამცირების თუ დაცინვის. დროს ვწელავ და მიზეზს ვერ ვუმხელ. გადავწყვიტე, ვიმკურნალო. გთხოვთ განმიმარტოთ, დავაგვიანე თუ არა, შედეგი ექნება ჩემს ასაკში მკურნალობას? რათა ამის მიხედვით გადავწყვიტო ჩემი ბედი. გმადლობთ. - მარიკა, თბილისი - ცნობილია, რომ მამაკაცთა საგრძნობი ნაწილი მცირე ზომის მკერდს ანიჭებს უპირატესობას, რამეთუ კარგად ესმით მათი ზემგრძნობიარების ფენომენი. ასეთ მამაკაცთა რიცხვს განეკუთვნებიან ალენ დელონი, მელ გიბსონი, ჟან ლუი ტრენტინიანი და პირს ბროსნანი. გარდა ამისა, მცირე ზომის მკერდი სამოდელო ბიზნესში უპირატესობით სარგებლობს, რამეთუ ესთეტიკურად უფრო მოსახიბლია. ასე რომ, თავისუფლად შეგიძლიათ დასძლიოთ თქვენი კომპლექსი. რაც შეეხება უშუალოდ მკერდის ზომის მატებას, თუ ბიუსტჰალტერით მხოლოდ ვიზუალური მომატება არ გაკმაყოფილებთ, მამოლოგიის სპეციალისტის უშუალო რეკომენდაციით შესაძლებელია დაგინიშნონ უკანასკნელი თაობის პრეპარატები. მათ შორის ფრანგული კოსმეტიკური ხელოვნების შედევრი სპეციალური კრემი „ბიუსტ-ბიოდერმა”. კანის სიმკვრივეზე გელი "Золотая Линия" დაგეხმარებათ. მაგრამ შეგახსენებთ, რომ უცებ რაღაც სასწაულებს არ უნდა მოელოდეთ, 1-2 ზომით მომატება უკვე დიდი პროგრესია და ეს აუცილებლად ექიმის ზედამხედველობით უნდა ხდებოდეს. 137 1-ს მოსწონს
|