x
image
beko777
Mediator image
უბრალო მოკვდავის თვალით დანახული ჯანდაცვის სისტემა დღეს
image

რა კარგია, რომ არსებობს სახელმწიფო დაზღვევა, რა კარგია რომ ხშირ შემთხვევაში ანაზღაურებს ხოლმე სახელმწიფო შენს მკურნალობას, გადაუდებელ დახმარებას გიწევს, რა კარგია, რომ გაქვს საშუალება - გქონდეს იმედი და რა კარგია, რომ ავად, რომ ხარ ვიღაცის იმედი გაქვს და რომ, ეს ვიღაცა - სახელმწიფოა... მოკლედ, რა კარგია! მაგრამ...


დღეს თბილისში ბევრი ლამაზი შენობაა სადაც ჯანდაცვის სფეროს და მიმართულების ობიექტებია განთავსებული, იდეალური და ორიგინალური დიზაინი, მკვეთრი და ლამაზი ფერები, სისუფთავე და უახლესი სამედიცინო აპარატურები, კარგად ჩაცმულ-დახურული მომსახურე პერსონალი, ლამაზ-ლამაზი ექთნები და ექიმები, კომფორტული მისაღებები (ნუ, თუ ხანდახან კევს აღლაჭუნებენ კლინიკების „რესეფშენებში“ ეგ არაფერი) და მოკლედ სრული იდილია (სხვა საქმეა იქ მომუშავე ექიმების კომპეტენტურობა, პროფესიონალიზმი და ა.შ.) - და ბრახ და უცებ დაზღვევა არ გაქვს და მორჩა! გაგწეწავენ ბოლო თეთრამდე! მხოლოდ ვიზიტი 50 ლარიდან დაწყებული - ზევით...


თუმცა, ეს არაა ამ სტატიის თემა, ამ სტატიის დედლაინი ისაა, ამ ლამაზ-ლამაზი და კომფორტული კლინიკების გვერდით დაგანახოთ (რასაც ისედაც ყოველთვის ხედავთ) იმ პოლი-კლინიკების შიდა ანტურაჟი, რაც დედაქალაქის, თანაც 21-ე საუკუნის დედაქალაქის ინფრასტრუქტურაშია.
ამ ფოტოებზე ერთ-ერთი თბილისური პოლი-კლინიკაა (არ შეიმჩნიოთ ამ სიტყვას, რომ ტირეთი ვწერთ - იდეური დატვირთვაა), ძალიან მარტივია თქვენმა თვალმა უკომენტაროდ აღიქვას რა ხდება იქ და ჩემი მოკლე კომენტარი ასეთი იქნება - გაინტერესებთ სსრკ-ს ნაშთი ძველი დიდებისა? მაშინ შედით თქვენი ქალაქის, უბნის პოლი-კლინიკაში და ატრიალეთ თავი...



რა მნიშვნელობა აქვს, რომელი უბნის კლინიკაა? ფაქტი ერთია, რომ - თბილისური სახელმწიფო (!) კლინიკების უმრავლესობა ამ დღეშია და გარდა იმისა, რომ შენობები თავზე ენგრევათ ექიმებს, ცოტა არიყოს პასუხისმგებლობის გრძნობაშიც უჭირთ ვგონებ, ბევრი მიზეზის გამო, - პ.ს. „დატკბით“ - იმოგზაურეთ საბჭოთა საქართველოს სამედიცინო პოლი-კლინიკაში


- თორემ თქვენც დაგიჭერენ, ჩვენც დაგვიჭერენ და ტრიფონასაც დაიჭერენ

image

ეცადნენ და გაამაგრეს კედლები,

image

საბჭოთა საქართველოს კლინიკა - 2014 წ. თბილისი

image

imageimage

აქ ხანძარი უეჭველი არ მოხდება, ხო?

image

- არა, აქ ხანძარი თუ მოხდება კი იცით სადაც უნდა დარეკოთ

image

ვინც არიცით, გეტყით - სატელეფონო მავთულხლართებია

image

ეს, კლინიკის ჭერია - არ ჩამოინგრევა ნუ დარდობთ!!!!

image

1978 წელს არ გეგონოთ ეს ფოტო გადაღებული, 2014-ა

image

საბჭოთა საქართველოს პოლიკნიკების განუყრელი ატრიბუტი

image

კი, ნადვილად ლიფტია, - ბოლოს ამ ლიფტით 1993-ში იმგზავრესო ამბობენ

image

სამაგიეროდ წესრიგს იცავენ უმაღლეს დონეზე

image

უი, რემონტიც დაწყებულა - გვეშველა აბააა?

image

0
121
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0