x
image
beko777
თბილისში მაღალი კლასის სახელოვნებო კორპორაცია გაიხსნა
imageშეიძლება წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ, მაგრამ საქართველოშიც და ქართული ხელოვნების შიდა სამზარეულოშიც ხდება სასიამოვნო და პოზიტიური ძვრები, არა - არც რომელიმე ფესტივალს ან დაჯილდოების ცერემონიალს ვგულისხმობთ და არც კენტად აღებულ რომელიმე კონცერტს, თუნდაც მაღალი დონის. საუბარია, იმაზე, რომ დედაქალაში უმაღლესი, ევროპული კლასის სახელოვნებო ინდუსტრია გაიხსნა, სადაც 7 მიმართულების ბიზნეს-გაერთიანებაა - ხმის ჩამწერი სტუდია, ივენთჯგუფი, სახელოვნებო კოლეჯი, სარეკლამო სააგენტო, ტურისტული ბიურო, ფროდაქშენი და არტ-კაფე და სათითაოდ ყოველ მათგანს თავისი სართული აქვს, ორიგინალურად გადაწყვეტილ შენობაში, რომელსაც "არტპალას" კომპანია ხელმძღვანელობს.


imageგახსნის ცერემონიალს ქართულ ბომონდთან და ელიტასთან ერთად, პოპულარული კრის ბოტიც ესწრებოდა, რომელმაც საკუთარი დაბადების დღე სწორედ საქართველოში, "არტპალასის" გახსნის დროს გადაიხადა - სამადლობელი სიტყვითაც გამოვიდა და კომპანიის დამფუძნებელს, სახელოვნებო სფეროში ყველასთვის ცნობილ ადამიანს, ბიზნესმენ გია ანდღულაძეს პირადი მადლობებიც გადაუხადა.


ვინ არის გია ანდღულაძე და რა მიზნით ჩადო ამხელა ინვესტიცია იმ მიმართულებაში, რომლის პოპულარობა საქართველოში დღეს ბოლო ადგილზეა? კითხვას მხოლოდ ერთი პასუხი აქვს - მეცენატი, რომელმაც იცის ქართული ხელოვნების ფასი და რომელსაც აქვს ინტერესი ისტორიაში ქართული სახელოვნებო ისტორიის განვითარებაში პოზიტიურად შევიდეს და შევა კიდეც, თუ ასეთი ტემპით და ენთუზიაზმით გააგრძელებს მუშაობას.


image"არტპალასში" მუშაობენ - მუსიკოსი მერაბ სანოძე, პოპულარული ივენთ-მენეჯერი თაკო დოლაბერიძე, 'ფორტეს" დედაბოძი მამაკაცი :) - ზურა მანჯავიძე, ფოტოგრაფი ჯიჯი რეჯინი, გია ჯოხაძე, ზაზა ორაშვილი და უამრავი, უამრავი საინტერესო ადამიანი ქართული სახელოვნებო სფეროდან, - მათ შორის თანამშრომელთა შორის, ერთდროს პოპულარული ჯგუფ "საუნდის" სოლისტი თემურ ხვიბლიანიც კი ვნახეთ, რომელიც "არტპალასის" ხმის ჩამწერ სტუდიაში მუშაობს ამჯერად.



უმაღლესი ხარისხის მანქანა-დანადგარები, გახმოვანების აპარატურა, ტექნიკა, ჯგუფი, მოკლედ საპროდიუსერო კომპანიის მაღალი ტექნიკური ხარისხი გარანტი უნდა იყოს ახალი და ინოვაციური პროექტების ხარისხიანად განხორციელებისა და სავარაუდოდ ეს, მხოლოდ საქართველოს მაშტაბებში არ აისახება (საცოდაობაა, მხოლოდ ამ ქვეყანაში ამ დონის საწარმოო მუშაობა, სადაც სახელოვნებ ინდუსტრია - არაპოპულარობის პიკშია) და ჩვენს მეზობელ ქვეყნებსაც გასწვდება, რადგან აშკარად შეინიშნება ამის პოტენციალიც და პოტენციაც "არტპალასში".


imageგახსნის ცერემონიალს კი, როგორც უკვე გითხარით კრის ბოტის გარდა, ქართული პოლიტ-ელიტაც ესტრებოდა - იქ იყვნენ მაია ფანჯიკიძე, ირაკლი ალასანია, თბილისის ვიცე-მერი ალეკო მარგიშვილი და სხვები და სხვები, მაგრამ ვერსად შევნიშნეთ ამ სფეროს საქართველოში პირდაპირი კურატორი - საქართველოს კულტურის მინისტრი, რომელსაც ალბათ რაიმე მიზეზი აშკარად ექნებოდა ღონისძიებაზე არდასწრების.


ჩვენის მხრივ კომპანია "არტპალასს" მის კოლექტივს და უპირობოდ კი - გია ანდღულაძეს გვინდა ვუსურვოთ დაწყებული საქმის წარმატება, მეტი სიკეთე, მეტი პოზიტივი და მეტი საშუალება იმისა, რომ - ქართული სახელოვნებო ინდუსტრია ბოლო-ბოლო თავის ღირსეულ ადგილს დაუბრუნდეს.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage












0
147
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0