x
image
ირინა ნადაშვილი
ქალმა გარდაცვლილი მეუღლისგან, ბრილიანტი გააკეთა?!
image


“ჩემო ძვირფასო, ჩემო ბრილიანტო! " - მსგავსი საალერსო სიტყვები, რამდენჯერ გაიგონა მისტერ ბარნეტმა მეუღლისგან თანაცხოვრებისას არ ვიცით, მაგრამ დაქვრივებულმა, მწუხარე გლინის ბარნეტმა გაუგონარი რამ მოიმოქმედა მეუღლის “უკვდავსაყოფად"!


63 წლის ბრიტანელმა ქალბატონმა 2 წლიანი გლოვის შემდეგ მდგომარეობიდან გამოსავალი იპოვა – გადაწყვიტა, გარდაცვლილი მეუღლის ფერფლისაგან ბრილიანტი გაეკეთებინა!


image



ქვრივმა ამისათვის მანჩესტერის ფირმას მიაკითხა, რომელიც ფერფლისგან ბრილიანტის ქვებს აწარმოებს. გლინისმა ამ კომპანიას ქმრის 100 გრამი ფერფლი და დაახლოებით 8 ათასი დოლარი გადასცა, 3 თვის შემდეგ კი ფოსტით 0, 75 კარატიანი ყვითელი ალმასი მიიღო.


imageქალბატონი ბარნეტი საერთოდ არ ნანობს, საკმაოდ დიდი ფული რომ გადაიხადა შენაძენში, ასე ხომ საყვარელი მეუღლე ჯონი მუდმივად თან ეყოლება.




ბარნეტმა ბრილიანტი ბეჭედში ჩასვა და მისი გარდაცვალების შემდეგ ბეჭდის, ანდერძით, ქალიშვილზე გადაცემას აპირებს.


image


p.s. არ ვიცი, თითზე წამოცმული, მისტერ ბარნეტი თავს როგორ გრძნობს, მაგრამ ფაქტია ქალბატონებო, ბევრი ჩვენგანისგან განსხვავებით, ამ ქალმა ზუსტად იცის, სად არის მისი ქმარი (ნებისმიერ დროს) და რითია დაკავებული ის !


4
236
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა ნადაშვილი
ირინა ნადაშვილი
236
  
2014, 10 ოქტომბერი, 16:45
პირიქით არა , ბეჭდის გარეშეც ეცოდინებოდა ქმარს.... :)))
2014, 10 ოქტომბერი, 14:21
"ამ ქალმა ზუსტად იცის, სად არის მისი ქმარი (ნებისმიერ დროს) და რითია დაკავებული ის" - ან პირიქით :))
2014, 10 ოქტომბერი, 0:24
რას არ გაიგებს კაცი....
0 1 4