x
მაღალი ტექნოლოგიები და ფიფას 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ინოვაციები

გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ამ წლის მსოფლიო მაშტაბის მქონე ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება, რომელსაც ასევე ყველაზე მეტად ელოდნენ, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გახლდათ. ფეხბურთის მილიონობით მხარდაჭერი მთელი მსოფლიოს მაშტაბით ოთხი წელი ელოდა ამ მოვლენას. ჩემპიონატმა მხარდაჭერებს გული არ დაწყვიტა. დაძაბულმა საფეხბურთო მატჩებმა და მაღალმა კონკურენციამ ბრაზილიური ზაფხულის ისედაც მაღალი ტემპერატურა კიდევ უფრო გაზარდა. ამ ტურნირის განმავლობაში ყველაფერი მოხდა – მაღალრეიტინგული და დაბალრეიტინგული ფეხბურთის გუნდები მოედანზე ერთმანეთს შეხვდნენ, იყო მოულოდნელი გამარჯვებები და გამანადგურებელი დამარცხებებიც. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ გამარჯვება და დამარცხება “ძმები” არიან, მაგრამ ვეჭვობ, რომ რომელიმე ბრაზილიელი ფანი დათანხმდეს ამ წინადადებას. “სირცხვილი სირცხვილთა შორის”, “ყველაზე დიდი სირცხვილი ისტორიაში”, “კატასტროფული შედეგი” და მრავალი სხვა მსგავსი ეპიტეთი იქნა გამოყენებული ბრაზილიის ეროვნული გუნდის მიმართ გერმანიის წინააღმდეგ მატჩში უდიდესი ფიასკოს შემდეგ (ბრაზილია 1 – გერმანია 7). მაგრამ, სწორედ მსგავსი ფაქტები აქცევს ფეხბურთს მსოფლიოს ნომერ პირველ სპორტად.ბრაზილიაგარდა მოულოდნელი შედეგებისა და საოცრად მძაფრი ემოციებისა, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში შევიდა როგორც მსოფლიოს ყველაზე მაღალტექონოლოგიური საფეხბურთო ღონისძიება. აღსანიშნავია, რომ მაღალი ტექნოლოგიები ფართოდ გამოიყენებოდა როგორც სათამაშო მოედანზე, ასევე მისგან ძალიან შორსაც.
ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ინოვაცია, რომელმაც ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი ჭეშმარიტად ტექნოლოგიური მოვლენა გახადა.
გოლების ავტომატური განსაზღვრის სისტემა
გოლების ავტომატური განსაზღვრის სისტემა ფიფამ პირველად 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას გამოიყენა. აღნიშნული ტექონოლოგია ეფუძნება 14 კამერას, რომელიც მწვანე მოედნის გარშემო არის დაყენებული. ამ კამერათაგან შვიდი ერთ კარზე ფოკუსირდება, ხოლო დანარჩენი შვიდი საწინააღმდეგო კარზე. როდესაც ბურთი კვეთს კარის ხაზს, მსაჯი ვიბრაციას გრძნობს და იღებს ვიზუალურ ნიშანს აღნიშვნით: „გოლი“. როგორ გრძნობს იგი ვიბრაციას და ხედავს „გოლს“? მარტივად, მას სპეციალური საათი უკეთია, რომელიც მთავარ კომპიუტერთან არის დაკავშირებული. გოლების ავტომატური განსაზღვრის სისტემის გამოყენების ძირითადი მიზანი მატჩების მომსახურე პირების მხარდაჭერა და სისტემის ყველა ეტაპზე დამონტაჟებააა, ამისათვის კი წარმატებული ინსტალაცია და მატჩამდე მსაჯების ტესტირებაა საჭირო.
გაქრობადი ქაფი
იმისათვის, რომ ფეხბურთელები საჯარიმო და თავისუფალი დარტყმებისას წინ არაკანონიერად არ წავიდნენ, მსაჯები შეჯიბრისას გაქრობადი ქაფის მცირე ბალონებით აღიჭურვნენ. ბიოდეგრადირებადი თეთრი სითხე უნდა შეესხუროს ბურთის მოწოდების ადგილს საჯარიმო და თავისუფალი დარტყმების ადგილის მონიშვნისათვის და ასევე იმისათვის, რომ დაცულ იქნეს ცხრამეტრიანი მონაკვეთი მოწინააღმდეგის დაცვის კედლიდან. სითხე, ცნობილი როგორც აერო კომექს ფუტლაინი, იშლება 1 წუთის განმავლობაში. „მოთამაშეები პატივს სცემენ მას“, ამბობს ავტრალიელი მსაჯი ბენ ვილიამსი. „ქაფი ძალიან კარგი გამოგონებაა და ველოდები მის გამოყენებას“.
iPads
ყოველი ინგლისელი ფეხბურთელი აღჭურვილი იყო აიპადებით (iPads), რომელიც მოიცავდა პერსონალიზებულ ინფორმაციას მათი ჯგუფის ეტაპის ოპონენტების შესახებ. ფეხბურთელთა ასოციაციამ შეიმუშავა სადაზვერვო აპლიკაცია, რომელიც საშუალებას აძლევს უეინ რუნის, სტივენ ჟერარდს და მათი გუნდის წევრებს ჰქონდეთ ინფორმაცია იმ ოპონენტების პერსონალურ მონაცემებისა და ვიდეოების შესახებ, რომელთა წინააღმდეგაც მათ მოუწევთ შერკინება. თუმცა, როგორც ვიცით, აიპადებმა ამჯერად ვერ იხსნეს „სამი ლომი“ შოკისმომგვრელად წარუმატებელი გამოსვლისგან.
რობოტები
ამერიკული პაკბოტ 510 რობოტების (Pაცკბოტ 510) გუნდის მეშვეობით ბრაზილიაში თანამედროვე ტექნოლოგიები ფანებისათვის ნათელი უკვე სტადიონზე შესვლამდე გახდა. აღნიშნული რობოტები დაპროგრამებულია იმ მიზნით, რომ გამოიძიოს საეჭვო პაკეტები და შეამჩნიოს ნებისმიერი უჩვეულო მოქმედება. თავის მხრივ, ეს ეხმარება ადამიან მცველებს უზრუნველყონ იმ ათიათასობით ადამიანის უსაფრთხოება, რომლებიც ყოველ დღე თამაშის საყურებლად იკრიბება.
Ultra HD
კიდევ ერთი დიდი ტექნოლოგია, რომელიც ბრაზილიაში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იქნა გამოყენებული 4K ტექნოლოგიაა. 4K, ასევე ცნობილია როგორც ულტრა მაღალი დეფინიცია, წარმოადგენს ახალ ტექნოლოგიას, რომელიც აძლიერებს რეზოლუციას დაახლოებით ოთხჯერ უფრო მეტად, ვიდრე ტრადიციული მაღალი დეფინიციის ტელევიზორი და მოითხოვს სატელიტურ ქსელს, რომელსაც წამში 100 მეგაბაიტი მონაცემების დამუშავება შეუძლია. ჩემპიონატი განიხილება როგორც ახალი ტექნოლოგიის საგამოცდო ველი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ფართოდ გავრცელებული. მსოფლიოს წამყვანმა სატელიტურმა ოპერატორმა SES-მა, ევროპის მაუწყებლობის კავშირთან ერთად, SES სატელიტების მეშვეობით ფიფას 2014 მსოფლიო ჩემპიონატი ჩრდილოეთ ამერიკის, ლათინური ამერიკის, ევროპისა და აზიის მთელს ტერიტორიებზე ულტრა მაღალი დეფინიციითა და მაღალი დეფინიციით გადასცა და ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის უნიკალური გამოცდილება შექმნა.
ძალიან შორს საფეხბურთო მოედნიდან 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიული თამაშების სანახავად ბრაზილიაში ოთხ მილიონზე მეტი გულშემატკივარი იმყოფებოდა. ამ ოთხი მილიონი ადამიანის გარდა, სამ მილიარდზე მეტი ტელემაყურებელი მთელი მსოფლიოს მაშტაბით SES Astra სატელიტების მეშვეობით იღებდა სატელევიზიო მაუწყებლობის სიგნალს ჩემპიონატის 12 სტადიონიდან. ეს ციფრი დედამიწის მოსახლეობის თითქმის ნახევრის ტოლია.
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ნამდვილად წარმოადგენს ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას, რომელიც SES-ის – მსოფლიოს წამყვანი სატელიტური ოპერატორის – მიერ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გადაიცა.
უზარმაზარი ენერგია, დრო და ფულია საჭირო 64 საფეხბურთო მატჩის იდეალური სატელევიზიო ტრანსლიაციის მოსამზადებლად. ჩვეულებრივი მოსამზადებელი დრო, რომელიც მაუწყებლებს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ძირითადი ღონისძიებების გადასაცემად სჭირდებოდათ, ადგილდებარეობასა და ღონისძიების საჭიროებაზე იყო დამოკიდებული. მაუწყებელთა უმეტესობა მოსამზადებელ სამუშაოებს ამგვარი ღონისძიებების დაწყებიდან 12-18 თვით ადრე იწყებს. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, მაგალითად, 2 წლის განმავლობაში იგეგმებოდა. მაუწყებლები ცდილობენ ძირითადი ღონისძიებებისათვის მოცულობა დიდი ხნით ადრე უზრუნველყონ, რათა მოხდეს გადაცემის უზრუნველყოფა და ღონისძიების სათანადო დონეზე დაგეგმვა.
ჩემპიონატის დაწყებამდე მსოფლიოს წამყვანმა მაუწყებლებმა SES-ის სატელიტების ძალზე დიდი მოცულობის სიმძლავრე დაჯავშნეს, რათა შესაძლებელი გამხდარიყო ჩრდილოეთ ამერიკის, ლათინური ამერიკისა და ევროპის აუდიტორიებისთვის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირება. სახმელეთო სტრატეგიულ ინფრატრუქტურასთან ერთად მაუწყებლებმა ასევე გამოიყენეს SES-ის თანამგზავრი, რათა მსოფლიო ჩემპიონატის დაფარვის განაწილება შესაძლებელი გამხდარიყო სხვა რეგიონებში, მათ შორის, აზიაში, ავსტრალიასა და ახლო აღმოსავლეთში.
ხავიერ ლობაომ, SES-ს მომავლის სატელეკომუნიკაციო პროექტების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა თამაშების ყურებისას კოსმოსური ტექნოლოგიების როლს: `მიუხედავად იმისა, თუ რა ტექნოლოგია გამოიყენება სახლებში სატელევიზიო სიგნალის მისაღებად, გადაცემის უზრუნველსაყოფად გამოიყენება სატელიტები~.
სატელიტების მეშვეობით, რომლებიც კოსმოსში 36 000 კმ-ზეა განლაგებული, ადამიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ერთდროულად შეუძლიათ დატკბნენ თამაშის მომენტებით და ერთი დიდი ოჯახის წევრად თავი იგრძნონ. `თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ მას შემდეგ, რაც ბურთი რიოში გადის კარში, ჩრდილოეთ ციმბირში მცხოვრებ ადამიანებს მისი დანახვა წამის ან წამნახევრის შემდეგ შეუძლიათ~, - ამბობს მარტინ ჰალიველი, SES-ის მთავარი ტექნოლოგიურ ოფიცერი.
ისტორია გვიჩვენებს, რომ მექსიკის 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატი და ახალი ტექნოლოგიები ერთმანეთთან თანხვედრაშია. სწორედ მექსიკის 1970 წლის ჩემპიონატის გადაცემა მოხდა პირველად ფერად ეკრანზე. მექსიკურმა თამაშებმა საფუძველი ჩაუყარეს ტელევიზიის ახალი ტექნოლოგიებისა და მსოფლიო ჩემპიონატის ურთიერთობას. უფრო ახლო წარსულში, გერმანიის 2006 წლის ჩემპიონატი პირველად გადაიცა HDTV-ის მეშვეობით. ასევე პირველად, სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატის ინტერნეტით თვალყურის დევნა იყო შესაძლებელი, თავად თამაშები კი 3D ტელევიზიით გახდა ხელმისაწვდომი.
როგორც ავღნიშნეთ, წელს ფეხბურთის გულშემატკივრებს შეეძლოთ მსოფლიო თასის ულტრა HD გადაცემის ყურება. მალე, ალბათ არ უნდა გაგვიკვირდეს ჩასაცმელი ტექნოლოგიის გამოყენება, როდესაც ფებხურთელები დაიმაგრებენ კამერას და ტელემაყურებლები შეძლებენ მათ არჩევას იმ შემთხვევაში, თუ მათ სურთ თავდამსხმელის ნახვა და სურთ ნახონ, როგორ ახორცილებს მოცემული თავდამსხმელი შეტევას. ან თუკი დაინიშნება პენალტი, ან საჯარიმო, ან თავსუფალი დარტყმა, მაყურებლები შეძლებენ ხედის მეკარიდან ნახვას. ყოველთვის ისმის კითხვა, თუ რას მოგვიტანს შემდეგი მსოფლიო თასი ტექნოლოგიების თვალსაზრისით და მოდით მოთმინებით დაველოდოთ უფრო მეტ ინოვაციას!

0
25
1-ს არ მოსწონს
ავტორი:SES Astra
SES Astra
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0