x
image
ნინო ნინო
ჩემი სიცოცხლის ხაზი ხომ გეგმაზომიერად მოკლდება
დღეს ჩემი დაბადების დღეა..., უკვე ოცდამეოთხე და ისევ ისეთი განწყობით ვხვდები, როგორიც გუშინ... ალბათ ამიტომაც დავიბადე ფოთოლცვენისას .. დღესაც ისევე მოწყდა ხეს ჩემ თვალწინ პაწია, გაყვითლებული ფოთოლი, როგორც შარშან ამ დროს. მეც ისევე გამიფრინდა ჩემთვის დაწესებული სიცოცხლის ლიმიტიდან ერთი წელი, როგორც შარშან ამ დროს ... შემოდგომაც ისევე მიდის და ბრუნდება, როგორც ჩემი დაბადების დღე, ერთი განსხვავებით : მისი წრებრუნვა უსასრულოა, ჩემი დროსა და სივრცეში გაურკვევლად შეზღუდული...

წელიწადის დროები ბრუნდებიან, ადამიანები კი აღარ... შემოდგომა განმეორებადია, ადამიანი კი არა . ადამიანი იმ ფოთოლივით უჩინარდება, რომელმაც ჩემს სარკელთან ჩაიქროლა : ფოთლები მიწაში უჩინარდებიან, ადამიანები - დავიწყებაში ...

დღესაც იმავე განწყობაზე ვარ, როგორზეც გუშინ : არც ამაღლებული, არც სევდიანი, არც ბედნიერი და არც უბედური.. ვგონებ, იმ კაცის დამსახურებაა ... იმის, ცხოვრების ანა - ბანა მისი აბსურდის შეცნობით რომ ახსნა .


არ მაქვს ჩვევაში დაბადების დღის ხამაურიანად აღნიშვნა : არადა საკვირველებაა : საკამაოდ გახმაურებული ტიპი ვარ, მეგობრებით გარემოცული და ვერ გავიხსენებ, როდის აღვნიშნე ბოლოს დაბადების დღე, არა, მართლა არ მახსოვს . ან კაცმა რომ თქვას, რა ვიზეიმო და რა აღვნიშნო? : ჩემი მობრწყინება ამ “ მზისქვეშეთში" და სხვებსაც ვაზეიმებინო? რაღაც არ მესმის ...



ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ დავიბადეთ ან ის, რომ ვკვდებით ... აი იმ ხალხს, ვისimage
აც ვაზეიმებთ ჩვენ დაბადებას, განა რას ვაძლევთ? რა მნიშვნელობა აქვს დღეს ბუკ - ნაღარას, რომელსაც არ აცდება დავიწყების სქელი, უსაშველოდ მძიმე ბურუსი ...


ჩვენ წავალთ და სხვები მოვლენ - ეს ხომ ერთი უსაშველო, მოჯადოებული წრეა

არაფერია მარდიული, არც საზეიმო, არც სავალალო ...

0
165
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ნინო
ნინო ნინო
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0