სხვა ყველაზე საშინელი ავიაკატასტროფები კაცობრიობის ისტორიაში 2014, 5 ოქტომბერი, 20:29 4აპრილი 1933 წელი:ატლანტიკის ოკეანეში ჩავარდა დირიჟაბლი "აკონი", რომელიც ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალებს ეკუთვნოდა. დაიღუპა 73 ადამიანი. ეს იყო ისტორიაში დირიჟაბლის ყველაზე დიდი კატასტროფა მსხვერპლის მიხედვით.მიზეზი:ძლიერი ქარიშხალი. 7 მარტი 1977 წელი: აეროპორტ ლოს როდეოსში(ტენერიფე), ერთმანეთს შეასკდა ორი ბოინგ-737, დაიღუპა 583 ადამიანი.მიზეზი:დისპეჩერის შეცდომა. ერთ თვითმფრინავს აფრენის უფლება მისცა, ხოლო მეორეს იმავე ზოლზე გასვლის ნებართვა. 3 ივნისი 1985 წელი:ირლანდიის სანაპიროზე ჩამოვარდა ბოინგ-737 ეირ-ინდია-ს საკუთრება, რეისი დელი-ლონდონი-მონრეალი, დაიღუპა 329 ადამიანი.მიზეზი:პაკისტანელი ტერორისტების მიერ ჩადებული ნაღმი. 2 აგვისტო 1985 წელი: მთას შეასკდა ბოინგ-737, იაპონიის ავიაკომპანიის საკუთრება, დაიღუპა 520 ადამიანი:მიზეზი:ტექნიკური გაუმართაობა, დაზიანდა ჰიდრავლიკული სისტემა. 3 ივლისი 1988წელი:აერობუსი ა-300 რეისი ბანდერ-აბას-დუბაი ჩამოვარდა სპარსეთის ყურეში.დაიღუპა 290 ადამიანი, მათ შორის 66 ბავშვი.მიზეზი:ამერიკის საზღვაო-საჰაერო ძალების მიერ შემთხვევით გასროლილი რაკეტა კრეისერ "ვინსინესი"-დან. 2 ნოემბერი 1996 წელი:ჰაერში შეასკდა ერთმანეთს საუდის არაბეთის ბოინგ737 და ყაზახეთის სატვირთო თვითმფრინავი ილ-76. დაიღუპა 349 ადამიანი.მიზეზი: ილ-76-ის პილოტის შეცდომა, დისპეჩერის მრავალგზის მოთხოვნის მიუხედავად არ შეცვალა კურსი.(ვარაუდი:ინგლისურის ცუდი ცოდნა) 5 ივლისი 2000 წელი:პარიზის აეროპორტიდან, აფრენიდან 3 წუთში, ჩამოვარდა ზებგერითი თვითმფრინავი"კონკორდი". ეს გახლდათ ერთადერთი და უკანასკნელი შემთხვევა ამ ბრენდის ისტორიაში.დაიღუპა 109 ადამიანი თვითმფრინავში და 4 მიწაზე სასტუმროში(რაზეც დაეცა თვითმფრინავი).მიზეზი:ასაფრენ ზოლზე ამერიკულ დს-10 -იდან ჩამოვარდნილი ნაწილი, პატარა სალტე.აფრენის დროს "კონკორდმა" ზედ გადაუარა, გასკდა საბურავი, ხოლო ასხლეტილმა ნაწილმა ავზის დაზიანება გამოიწვია. 7 ივლისი 2002 წელი:ლვოვის ავიაშოუზე ჩამოვარდა რუსული სამხედრო გამანადგურებელი სუ-27 .დაიღუპა 77 ადამიანი, მათ შორის 28 ბავშვი. დასახიჩრდა 500 ადამიანი.მიზეზი:პილოტის შეცდომა. უმაღლესი პილოტაჟის დროს ვერ დაიმორჩილა თვითმფრინავი, გამოედო ხის ტოტს . 19 აგვისტო 2002 წელი:ჩეჩენი "ბოევიკების" მიერ ჩამოგდებული იქნა ვერტმფრენი მი-26. დაიღუპა 127 ადამიანი. ეს გახლავთ ისტორიაში ვერტმფრენის კატასტროფა ყველაზე დიდი მსხვერპლით. 1 ივნისი 2009 წელი:აერობუსი ა-300რეისი პარიზი-რიო დე ჟანეირო ჩამოვარდა ატლანტიკის ოკეანეში. დაიღუპა 228 ადამიანი.მიზეზი:ზუსტი მიზეზი უცნობია, პილოტებმა ბოლოს გადმოსცეს, რომ ძლიერ ტურბულენტობაში იყვნენ მოყოლილები. 10 აპრილი 2010 წელი: სმოლენსკთან ახლოს, დაჯდომის დროს კატასტროფა განიცადა ტუ-154-მა.სულ დაიღუპა 96 ადამიანი.ეს გახლავთ ისტორიაში მთავრობის წევრების დაღუპვის ყველაზე მასშტაბური შემთხვევა.თვითმფრინავში იჯდა პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი მთავრობის წევრებთან ერთად.მიზეზი:არსებობს რამდენიმე ვერსია. ცუდი ხილვადობა, პილოტის შეცდომა, დისპეჩერის შეცდომა. 8 მარტი 2014 წელი:მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი Boeing 777-200ER კუალა-ლიმპურიდან პეკინში მიფრინავდა.აფრენიდან დაახლოებით 1 საათში უცნობმა პირებმა თვითმფრინავში გამორთეს კავშირის სიტემა.ამის შემდეგ ლაინერი კიდევ 7 საათი უმისამართოდ მიფრინავდა. სავარაუდოდ საბოლოოდ ხომალდი ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილში ჩამოვარდა. დაიღუპა 227 მგზავრი და 12 ეკიპაჟის წევრი. ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ძებნა დღესაც გრძელდება. მიზეზი: საბოლოო დასკვნა ჯერ არ გამოქვეყნებულა. 399 6-ს მოსწონს 1-ს არა |
მე ნაქვამი მაქვს თუ ოდესმე დამწირდა გემით ან თვითმფრინავით მგზავრობა აფრენამდე გამიკეთეტ ან დამალევინეთ რამე რომ ჩასვლამდე არ გამეღვიძოს:))))))))))))