სხვა მეტროში ჩავარდნილი ცხედრის ამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება 2014, 5 ოქტომბერი, 13:51 ჯერჯერობით ვერ ხერხდება "300 არაგველის" მეტროდან მამაკაცის ცხედრის ამოყვანა. მაშველები სპეციალური ტექნიკით ცდილობენ, მატარებლის რელსებიდან გადაწევას, რადგან ცხედარი მატარებლის ქვეშ არის მოყოლილი. ლიანდაგებიდან გარდაცვლილის ამოყვანის შემდეგ, ცხედარს ექსპერტიზაზე გადაასვენებენ. მისი განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება. თვითონ მემანქანეს კი მიღებული აქვს შოკი. მას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება. 353 5-ს მოსწონს
|