x
image
ირაკლი ხირსელი
საინტერესო ფაქტები ვულკანის შესახებ

1. უკანასკნელი 400 წლის განმავლობაში 250 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა უშუალოდ ვულკანის ამოფრქვევას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილმა ეპიდემიამ და შიმშილმა კი მინიმუმ გააორმაგა მსხვერპლთა რაოდენობა.

image


2. დღევანდელი მონაცემებით, ყველაზე საშიშ ვულკანად მიჩნეულია პოპოკატეპეტლი, იგი მდებარეობს მეხიკოდან 33 მილის დაშორებით და ზედმეტსახელად ეძახიან ელ-პოპოს. ეს უკანასკნელი ყოველწლიურად ათასობით ტონა გაზს და ფერფლს უშვებს ატმოსფეროში.
image
3. ვულკანის ტემპერატურის გასაზომად მეცნიერები იყენებენ სპეციალურ თერმომეტრს სახელად "თერმოპარა", რადგან ვულკანის შიგნით ტემპერატურა ისეთი მაღალია, რომ ჩვეულებრივი თერმომეტრები უბრალოდ დნება.

4. ტერიტორია, სადაც ვულკანური წარმონაქმნი მრავლადაა, საკმაოდ უხვი მოსავლითა და ნოყიერი ნიადაგით გამოირჩევა. ვულკანის ამოფრქვევა ნიადაგს ამდიდრებს ისეთი ნივთიერებებით, როგორიცაა ფოსფორი და კალიუმი.

5. ვულკანიდან ამოფრქვეული ლავა მიედინება დაახლოებით 90 კმ/სთ სიჩქარით.
image
6. 1963 წელს წყალქვეშა ვულკანმა, ამოფრქვევის შედეგად ჩამოაყალიბა კუნძული სურტსეი, რომელიც მდებარეობს ისლანდიის ტერიტორიასთან ახლოს. აღნიშნული კუნძული 2.5 კვადრატული კილომეტრია და არაა გამორიცხული მისი ზრდა.
image
7. მეოცე საუკუნის ყველაზე საშინელ ამოფრქვევად მიიჩნევა ვულკან მონ-პელეს ფაქტი, რომელმაც 30 121 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. კუნძულზე მყოფთაგან გადარჩა მხოლოდ ორი ადამიანი.

8. დღეს დედამიწაზე დაახლოებით 1500 ვულკანია, მათგან მხოლოდ 20-30 არის აქტიური და პერიოდულად იფრქვევა.

9. 1980 წლის 18 მაისს ამოიფრქვა ვულკანი სენტ-ჰელენსი. მეცნიერებმა დაადგინეს რომ მისი სიძლიერე უტოლდებოდა 500 ატომურ ბომბს.

10. დედამიწის გარკვეულ ადგილებში, მაგალითად ისლანდიაში, ცხელი ვულკანური ენერგია გამოიყენება წყლის გასათბობად და ასევე ენერგიის გამომუშავებისთვის. ასეთი ტიპის ენერგიას გეოთერმალური ენერგია ეწოდება.



image

0
337
3-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი ხირსელი
ირაკლი ხირსელი
337
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0