ქალი და მამაკაცი ქალმა ინტერნეტით მამაკაცი გაიცნო, პაემანზე შეუთანხმდა,თუმცა თავის მამამთილი აღმოჩნდა 2014, 1 ოქტომბერი, 14:24 28 წლის ქალი, სახელად ლილი ბრმად გაემართა პაემანზე, სადაც თავის მამამთილს შეხვდა. მანამდე ქალს და მის მამამთილს, ვან პაემს მიმოწერა ჰქონდათ ინტერნეტით.ორივე სხვა სახელით და ფოტოთი იყო დარეგისტრირებული. ქალის ქმარი, ვან ჩჟა ეჭვობდა, რომ ცოლი ღალატობდა, ასე რომ იგი ქალს ჩუმად გაჰყვა უკან იმ სასტუმრომდე, სადაც წყვილმა პაემანი დანიშნა. რა სიურპრიზი იყო მისთვის, როდესაც იქ მას საკუთარი მამაც დახვდა. "ბოლოს და ბოლოს ჩვენ ოტელში შეხვედრაზე შევთანხმდით, -ამბობს ვან პამი, -ვერ გეტყვით, რომელი უფრო განცვიფრებული დარჩა როდესაც ერთმანეთს შევხვდით..ქალი უკან გატრიალდა და დერეფანი სირბილით გაიარა, სადაც ჩემს ბიჭს შეეჩეხა". შედეგად ქმარმა მამას თავი გაუტეხა, ხანშიშესული მამაკაცი ქალა-ტვინის ტრამვით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, ხოლო ცოლს კბილები ჩაუმტვრია, იუწყება Siteua. პოლიციამ მოტყუებული ქმარი 5 დღით დააპატიმრა."მისი უმალ გაშვება საპატიმროდან არ შეიძლება, -აღნიშნეს სამართლადამცავებმა, -ვფიქრობთ, რომ უმჯობესია ცოტა დაწყნარდეს, უფრო საღად იაზროვნოს და შემდეგ გავანთავისუფლებთ". 473 8-ს მოსწონს
|