x
image
natia.a
უგემრიელესი ლაზანია მაკარონით
image

ლაზანია, იტალიური სამზარეულოს ნამდვილი სიამაყე, ჩვეულებრივ სპეციალურად მისთვის მომზადებული ცომის ფირფიტებისგან კეთდება. ამ რეცაპტში კი ფირფიტები ჩვეულებრივი მაკარონით არის შეცვლილი. რამდენადაც მაკარონისა და ლაზანიას ფირფიტებისთვის ერთნაირი ცომი გამოიყენება, ამ ხერხით მომზადებული ლაზანია საგემოვნო თვისებებით არაფრით ჩამოუვარდება კლასიკურს.


მაშ ასე, მოსამზადებლად დაგვჭირდება:


მაკარონი 300 გ.

ფარში (ძროხის, ქათმის ან ღორის ხორცის, ან კიდევ შერეული) 400 გ.


ხახვი 1 ცალი.

სტაფილო 1 ცალი

ნიორი 3-4 კბილი

ბულგარული წიწაკა 1 ცალი

პომიდორი - 4-5 ცალი

მწვანილი (ოხრახუში, კამა და რეჰანი)

ზეთი (უმჯობესია ზეითუნის)

შაქარი 1 ს.კ.

მარილი

შავი წიწაკა

ფქვილი 5 ს.კ.

რძე 2 ჩ.ჭ.

კარაქი 1-2 ს.კ.

მაგარი ყველი 100 გ.



მაკარონს ვხარშავთ მარილწყალში ჩვეულებრივი წესით.

image


დაჭრილ ხახვს და ნიორს ვშუშავთ ტაფაზე ზეთში 2-3 წთ. ვუმატებთ გახეხილ სტაფილოს და ისევ ვშუშავთ 3-4 წთ. ვუმატებთ წვრილად დაჭრილ ბულგარულ წიწაკას და ისევ ვშუშავთ. ამის შემდეგ ვამატებთ ფარშს და დაჭრილ მწვანილს, ვაყრით მარილს და წიწაკას გემოვნებით და ვშუშავთ 8-10 წთ. შემდეგ ვამატებთ დაჭრილ პომიდორს და საშუალო ცეცხლზე ვშუშავთ დაახლოებით 15 წთ. ხშირად ვურევთ. უნდა მივიღოთ საშუალო სისქის შიგთავსი ლაზანიასთვის.


image


ვამზადებთ სოუს "ბეშამელს":

ტაფაზე ვალღობთ კარაქს, ვამატებთ ფქვილს და ხის კოვზით კარგად ვურევთ, რათა ფქვილი არ შეიკრას. ვამატებთ რძეს და ვხარშავთ საშუალო ცეცხლზე გასქელებამდე. ბოლოს ვაყრით მარილს. ეს ყოველივე მხოლოდ 10 წუთს წაგართმევთ.

image


ვაწყობთ ლაზანიას:

ღუმელში შესადები ღრმა ფორმის ძირზე თხელ ფენად დავასხათ ბეშამელის სოუსი და ავაწყოთ შემდეგი თანმიმდევრობით: მაკარონი (საერთო რაოდენობის მესამედი), ნახევარი ფარში, ისევ მაკარონი (მესამედი), დარჩენილი ფარში, დარჩენილი მაკარონი, დარჩენილი ბეშამელი და გახეხილი ყველი.


imageimage


ვდებთ ღუმელში 180 გრადუსზე 20-25 წთ.


image










0
1859
შეფასება არ არის
ავტორი:natia.a
natia.a
1859
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0