სხვა ჯანსუღ ჩარკვიანი ადამ და ადამს, ევა და ევას შესახებ 2014, 29 სექტემბერი, 0:46 ![]() – ბ-ნო ჯანსუღ, მოდით პირდაპირ მითხარით, როგორი მეუღლე ხართ, თქვენი ცოლისათვის? ![]() – დავიჯერო, თქვენი ცოლის გარდა არასდროს არავინ გაინტერესებდათ? – ერთხელ ბორია წიფურიამ თავისი გადაცემა „ფორტუნაში” მიგვიწვია მეუღლეებით მე და გიგა ლორთქიფანიძე და მეკითხება ზუსტად იგივეს. მოსკოვში ვარ-მეთქი, ისეთ ადგილზე, რომ ერთ მხარეს რესტორანი „ფიროსმანია”, მეორე მხარეს სასაფლაოები. ჰოდა, ვზივარ ამ რესტორანში ჩემს მეგობრებთან ერთად, ვხედავ მოპირდაპირე მაგიდიდან, ვიღაც გოგო მიმზერს. რაღაც არ მომეწონა, ისეთნაირად მიმზერდა. ავდექი, მივატოვე ის მაგიდა და გავრბივარ. ![]() – ჰო, აბა. გავრბივარ უკან მომდევს. შევვარდი ამ სასაფლაოებში ვიფიქრე ახლა გვიანია და აქ მაინც ვეღარ შემოვა-მეთქი. – კი, მაგრამ სასაფლაოზე რამ შეგიყვანათ სხვაგან ვერ გაიქეცით? – აბა უცებ სად გავქცეულიყავი, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, იქაც შემოვიდა. გავრბივარ, ისევ და უცებ ფეხი დამიდო. ახლა ბორია მეკითხება, გაეხარდა ამ ადგილას რომ მივედი, მერე, მერე, რა მოხდაო. მერე აღარაფერი მახსოვს-მეთქი. ახლა მოუტრიალდა ჩემს ცოლს. როგორაო. ესე იგი, გიღალატათ ჯანსუღმაო? ჩემმა ცოლმა უპასუხა – აბა თავს ხომ არ შეირცხვენდაო. ![]() – რა ახლა რამეს მეტყოდა თუ რა? – კი, მაგრამ თუ გინდოდათ ქალი, რაღად გარბოდით? – რა ვიცი, კაცო, ჯერ გიჟი მეგონა, ისე მიყურებდა. საერთოდ, კი რა არის იცი? მე მგონია, რომ კაცი, რომელიც თავის ცოლს უღალატებს, ის კაცი უნდა დაჭრა ნაკუწ-ნაკუწ და ჩადო მარილწყალში. – რას ამბობთ, ბ-ნო ჯანსუღ. ეს რა ავი და სასტიკი განზრახვები გქონიათ თქვენივე სქესის მიმართ? – კი მართლა ასეა, მაგრამ ახლა ამას მე ხომ არ გავაკეთებ. ეს ქალმა უნდა გააკეთოს (იცინის). ![]() – 8 წლის ვიყავი, როდესაც დავწერე „მიყვარს ნატო, მაგრამ მარტო”, რატომ მარტო ახლა, რომ მახსენდება მეცინება და აი, როგორც პირველი კოცნა მახსოვს, ისე დამამახსოვრდა ის სიბინძურე, როდესაც 1991 წელს ვერის ბაღში ჩემი წიგნები დაწვეს, იმ ე.წ. კარვის ქალებმა. – უკაცრავად ვის ქალებმა? – კარვის ქალებმა ანუ ზვიადისტებმა. ჩემს სიცოცხლეში არ დამავიწყდება. არ შეიძლება საქართველოს წიგნის დამწველი ჰყავდეს და ის ერი წიგნიერი იყოს. – ბ-ნო ჯანსუღ, რა ამის პასუხია და ვიცი, თქვენ უკვე დიდი ბაბუა ბრძანდებით. მე რა მაინტერესებს იცით, რა გრძნობაა ეს თქვენთვის? ![]() – რატომ? – იმიტომ, რომ ვთქვათ და ჩამიარა გვერდით და ვერ მიცნო, მაშინ რას შვრები? ხომ აღარ შეიძლება შვილიშვილის შვილი იცნო. ვერ იცნობ და ამიტომ ვფიქრობ, არ უნდა იყო აქ. აი, შვილიშვილის გრძნობა უფრო სხვაა. მეტი სიახლოვეა, მეტი სიამაყეა, მეტი ურთიერთობაა. – ბ-ნო ჯანსუღ თქვენ ახსენეთ წასვლის გრძნობაც. რატომ წასვლის, ნუთუ ფიქრობთ, რომ დროა უკვე? – იმდენად ვარ შეჩვეული ამ გრძნობას, რომ არ ვნანობ. იმიტომ, რომ ისეთი გენიალური ცხოვრება მაქვს განვლილი, გენიოსური სიმღერით კი არა, ისეთი სხვანაირი ჯიგრიანი. სავსე ერთგულებით, სიმართლით, ბიჭობით ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე თავისი ჩხუბით, ყოველმხრივ. – არც გეშინიათ? ![]() ![]() – კი, რა თქმა უნდა, მე მგონია, რომ წუთიერი სიყვარული არ არსებობს. იგი მარადიული ცნებაა, ამ წუთიერს მხოლოდ ხიბლი ჰქვია და სიყვარულთან არაფერი აქვს საერთო. მე პირადად მთელი ცხოვრება მიყვარდა და ამ სიყვარულმა მიხსნა ყოველგვარი ბოროტებისაგან. ვაჟა ფშაველამ თქვა: „ნისლი ფიქრია მთებისო”. ქალი ფიქრია კაცისა, კაცი, რომელიც ქალის სამყაროში არ გალაღებულა, ჩათვალეთ, რომ არც დაბადებულა და არც უცხოვრია ამ ქვეყანაზე, როცა ლაპარაკია სიყვარულზე ერთი რამ ყოველთვის მახსენდება. ჰოლანდიაში გახლდით მრავალი წლის წინ, მასპინძელთან წავკამათდი. ის ქალბატონი განსაკუთრებით დამოუკიდებლობაში და თავისუფლებაში მჯობნიდა. დავიბოღმე, რადგან ჩემი ყურადღება ახალგაზრდა „ცისფერმა” კაცმა მიიპყრო, რომელსაც დაკარგული ჰქონდა მამაკაცობა და საუბრისას ნაზად ირწეოდა. ![]() არ ვიცი, თქვენ რამ მაგრამ მე კი მხიარული განწყობა ცოტა სევდამ შემიცვალა. ბატონი ჯანსუღი ორ ადამსა და ორ ევაზე ფიქრებმა შეაწუხა. არადა საქართველოში კიდევ რამდენი საფიქრალი აქვს გაჩენილი კაცს და როგორც დიდმა ილიამ თქვა: „თუკი ამ წუთისოფელს ერთი ბეწო თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსო!” მთავარია ვიფხიზლოთ, რომ ყველაფერი თავის ადგილას დადგეს. ადამებსა და ევებსაც ალბათ მაშინ ეშველებათ. ![]() ![]() ჟურნალი "ლამაზი ქალი" 2002 წელი 129 1-ს მოსწონს
|