x
image
beko777
Mediator image
10 ყველაზე საშინელი ფოტო წყნარი ოკეანიდან (უნდა ნახოთ!)
მსოფლიო საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია პლანეტა დედამიწის ნელი სიკვდილის შესახებ, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი შენელებული მოქმედების ბომბი მსოფლიო ოკეანეების დაბინძურების მაღალი მაჩვენებელია, ამ მხრივ ყველაზე სავალალო მდგომარეობაში - წყნარი ოკეანეა, სადაც თავს იყრის დედამიწის ყველა კუთხიდან შეგროვილი ნაგავი, ძირითადად იმ მასალისგან, რომლის განადგურება და გადამუშავება სპეციალური ტექნოლოგიების დახმარების გარეშე შეუძლებელია ასწლეულების განმავლობაში.
დაგროვილი ნაგავი კუნძულებად ყალიბდება და ოკეანეში წარმონაქმნების სახით, სერიოზულ ზიანს აყენებს პლანეტას.


აღნიშნული სურათები ცხადად გადმოგცემთ იმ სასტიკ რეალობას, რომელიც ამჟამად იმავე პლანეტაზე ვითარდება რომელზეც ჩვენ, ყველანი ერთად ვცხოვრობთ - ეს, ის დედამიწა და ის წყლებია, რომლის ნელი სიკვდილის თანამონაწილენი თავად მისი მოსახლეობა ხდება, ადამიანები რომლებსაც ნაგვის გადაგდების კულტურა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აქვთ განსავითარებელი.


1.მსოფლიოს წყლებში მოტივტივე ნაგავი, წლების განმავლობაში, თავს ერთ ადგილზე იყრის და ყველაზე საშინელ მოძრავ კუნძულებად ყალიბდება ხოლმე

image

2. მსოფლიო პრაქტიკაში პირველი ნაგვის მოძრავი კუნძული, ცნობილია, რომ აღმოაჩინა კაპიტანმა ჩარლზ მურმა და მსოფლიოს სწორედ მან აუწყა, ამის შესახებ


image

3. ეს ფოტო ნათელი მაგალითია იმ ყველაფრისა, თუ რა ადვილია დედამიწელებმა საკუთარი პლანეტა თავად გაანადგურონ

image

4. იმ ნაგავისგან, რომელიც ოკეანეში გროვდება ყველაზე მეტად ფლორა და ფაუნა ზარალდება, ეს ოკეანის კუც ამის ნათელი მაგალითია, რომელიც ნაგავში ისე გაიხლართა, რომ მისი გამოყვანა კუს აღმოჩენის შემდეგ მოხერხდა მხოლოდ

image

5. როცა მკვდარ თოლიებს პოულობენ, დაკვირვების შემდეგ ამ უწყინარი ფრინველების გაწრწნილი გვამების შიგნით, ისეთ უცნაურ ნივთებს აწყდებიან, როგორიცაა - პლასმასის ბოთლის თავსახურები.

image

6. ოკეანეების ნაგვის 80% მატერიკიდანაა შემოსული და დაგროვილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ნაგავის მხოლოდ 20% მეზღვაურების და ზღვასთან დაკავშირებული ადამიანების მიერ გადაყრილი, დანარჩენი ნაგავი - მიწიდანაა.

image

7. დიდი მიხვედრა არ სჭირდება იმას თუ რა შეიძლებოდა დამართნოდა ამ საცოდავ ოკეანის კუს! დიახ, პატარა, რომ იყო (ასე 150-200 წლის უკან) მეზღვაურების გადმოგდებულ რკინის რგოლში შეყო თავი და წელი, მერე გაიჭედა და აი, ასეული წლის მერე - ჩარჩა და ჩარჩა და კუც ასე დეფორმირებულად და მუტანტურად გაიზარდა

image

8. ოკეანის ნაგავში, რომლის დიდი ნაწილი პლასმასისგან შედგება, ძირითადად ზღვის ფრინველები იღუპებიან, რადგან ხშირად მათ საკვები ჰგონიათ ეს ნაგავი და შემდეგ კი, მასში იხლართებიან და კვდებიან.

image

9. ოკეანის ზედაპირთან ერთად, ხშირად ოკეანის ფსკერიც საშინლადაა დაბინძურებული

image

10. დღევანდელი დღისთვის, წყნარ ოკეანეში მოძრავი ნაგვის კუნძულების პრობლემა ვერცერთმა სახელმწიფომ დამოუკიდებლად ვერ მოაგვარა და მსოფლიო საზოგადოება, მწვანეთა მოძრაობები ჯერ-ჯერობით გლობალურ და მასშტაბურ მოძრაობებს ვერ იწყებენ დედამიწის გადასარჩენად, მეტიც - დედამიწელებს, ჯერ მხოლოდ ერთმანეთთან გლობალური ომის მზადებისთვის აქვთ დრო.

image

1
2849
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
2849
  
2014, 5 ოქტომბერი, 21:24
ვააააიი
0 1 1