სხვა 15 ყველაზე გულისამაჩუყებელი ფოტო 2014, 3 ნოემბერი, 21:10 ფოტოს ხშირად ისეთი ძალა აქვს, რომ შესაძლოა წამი საუკუნედ გიქციოს, სწორედ საჭირო დროს, საჭირო ადგილზე აპარატის დაწკაპუნებას შეუძლია თუნდაც ერთი, მაგრამ ისტორიული კადრის შემონახვა და თაობებისთვის რაიმე კონკრეტული ამბის მოყოლა. დააკვირდით ამ 15 სურათს, ისინი სხვადასხვა შინაარსისაა, სხვადასხვა ადგილზე და სხვადასხვა ადამიანის მიერ გადაღებული, მაგრამ თითოეულ მათგანს თავისი ისტორია აქვს. ინტერნეტიდან ეს 15 ფოტო შევარჩიეთ და წარმოგიდგენთ კადრებს, როლებსაც დარწმუნებული ვართ, შეუძლია აგატიროთ კიდეც. (არსებობს უამრავი ქართველის მიერ გადაღებული არანაკლებ საინტერესო კადრები, რომლებსაც მსგავსი ფორმატით აუცილებლად შემოგთავაზებთ) 1.ეს ფოტო ასეთუისე ცნობილია ინტერნეტის მომხმარებლებისთვის, მასზე გამოსახულია ძაღლი, რომელიც თავის გარდაცვლილი პატრონის საფლავზე ყოველ დილით ზუსტად ერთიდაიგივე დროს მიდის და ყოველ საღამოს, ერთიდაიგივე დროს ბრუნდება შინ 2. ამერიკელი ჯარისკაცი „პიპეტკით“ რძეს აჭმევს პატარა კნუტს, რომლის დედაც, დაბომბვას შეეწირა 3. შემთხვევითი გამვლელი, საკუთარ „პაიოკს“ უხელო მათხოვარს საკუთარი ხელით აჭმევს, ფაქტმა უდიდესი გამოხმაურება ჰპოვა ქუჩაში უბრალო გამვლელებს შორის და მხოლოდ ერთმა ფოტოაპარატიანმა მოიფიქრა, რომ კადრი ფირზე აღებეჭდა 4. ინდოელმა მაშველებმა პატარა ბიჭუნა მიწისძვრის შემდეგ, ერთი კვირის თავზე, დანგრეული შენობიდან, უვნებლად გამოიყვანეს 5. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი საკუთარი, ახლადშეძენილი სახლის ნანგრევების ფონზე, რომელიც გამანადგურებელმა ქარიშხალმა მთლიანად დაშალა 6. სირია, - მამამ ზუსტად 5 წუთის წინ გაიგო, რომ დაბომბვას მისი სამივე შვილი ემსხვერპლა 7. ჩინელი ბიჭუნა იმდენად შეაშინა დანაგრეველმა მიწისძვრამ, რომ დედას მოქმედების და ნაბიჯის გადადგმის საშუალებას აღარ აძლევს 8. თვითმკვლელი, რომელიც ხიდიდან გადახტა, სრულიად შემთხვევით დააფიქსირა აპარატმა 9. მეორე მსოფლიო ომის დროინდელი კედელი, რომელშიც ფაშისტები გაზის კამერაში სიკვდილით სჯიდნენ ებრაელებს 10. ომიდან დაბრუნებულმა ამერიკელმა ჯარისკაცმა პირველად ნახა საკუთარი შვილი 11. პატრონი საკუთარ ძაღლს, რომელიც ძვლების მძიმე ფორმითაა დაავადებული, წყალზე რწევით ტკივილებს უმსუბუქებს 12. დაკრძალვის დროს ცრემლები ვეღარ შეიკავა, - 12 წლის ბიჭუნა, რომლის მამიკოც ომში დაიღუპა 13. სასიკვდილოდ გადადებულმა დედამ, თავისი ქალიშვილის ცეკვას ქორწილში „სკაიპით“ საავადმყოფოდან უყურა 14. ისინი 90 წელიწადი ერთად ცხოვრობდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხეს საწორწინო ფოტოს გადაღება 15. გოგონა ერაყში დაღუპული საკუთარი ძმის საფლავთან 805 4-ს მოსწონს
|