სისხლის სამართალი ნოვოსიბირსკში მოზარდებმა 16 წლის გოგონა ჯგუფურად გააუპატიურეს და ფოტოები ინტერნეტში დადეს 2014, 26 სექტემბერი, 13:15 შოკისმომგვრელი ისტორია მოხდა ნოვოსიბირსკში, სადაც 6-მა მოზარდმა ჯგუფურად გააუპატიურა 16 წლის ანა შ. ხოლო მისი ფოტოები სხვადასხვა რაკურსით ინტერნეტში განათავსეს. მომხდარი ფაქტის რამდენიმე ვერსია არსებობს: ერთი წყარო იუწყება, ("Деловой квартал").რომ ბინაში გოგონა 6 მამაკაცთან ერთად ავიდა, იქიდან ერთ-ერთი მისი შეყვარებული იყო..გოგონამ ნარკოტიკი მიიღო და შემდეგ მის ერთ-ერთ მეგობარს დაუწყო ღლაბუცი...ამის გამო მისმა შეყვარებულმა გადაწყვიტა გოგონა დაესაჯა. გოგონა დაათრო და შემდეგ გააუპატიურა..მერე მას სხვებიც შეუერთდნენ. მეორე ვერსიით, (Vse42)გოგონა შეყვარებულს ეჩხუბა და როდესაც მისი შეყვარებული სახელად ანდრეი მაღაზიაში არაყზე წავიდა, მისი ჯიბრით ერთ-ერთ ბიჭთან ინტიმური ურთიერთობა დაამყარა....ამ ფაქტმა იქ დამსწრე სხვა ბიჭებიც აღაგზნო, გოგონა ნარკოტიკებით და ალკოჰოლით გაჭყიპეს და როდესაც გრძნობაზე აღარ იყო ჯგუფურად გააუპატიურეს. გოგონა კემეროვოს ოლქიდანაა და ნოვოსიბირსკის ერთ-ერთი კოლეჯის პირველკურსელია. მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სტატიით, "არასრულწლოვანის გაუპატიურება". სოციალურ ქსელებში მომხმარებლები მომხდარი ფაქტის გამო სამ ბანაკად გაიყო.ერთნი მიიჩნევენ, რომ ბიჭების საქციელს არავითარი გამართლება არა აქვს და მკაცრად უნდა დაისაჯონ, მეორენი ამბობენ, რომ ყველაფერში დამნაშავე თვითონ გოგონაა, ხოლო მესამე ბანაკს თავიდან საერთოდ ეს ყველაფერი გამოგონილი ამბავი ეგონათ. ამასთან ერთად გოგონას ნაცნობები აცხადებენ, რომ ანა საკმაოდ აღვირახსნილ ცხოვრებას ეწეოდა. ამას მეტყველებს მისი აკაუნტიც სოციალურ ქსელ "ВКонтакте"-ში, სადაც იგი წერს, რომ დაინტერესებულია ნარკოტიკებით, მოწევით და ასოციალური ქცევით. პოლიციაში საჩივარი ანამ დედასთან ერთად შეიტანა, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ სოციალურ ქსელში დადო სტატუსი, სადაც იგი წერს, რომ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა მის გარშემო.არამზადები დააკავეს და10 წელი პატიმრობა ელით, აგრეთვე იგი იუწყება, რომ მას არავითარი ნარკოტიკი არ მიუღია, ამის დასტურად ჩაბარებული სისხლის ანალიზი მოჰყავს. 262 2-ს მოსწონს
|