x
image
beko777
ენრიკე იგლესიასი: - არ ვთვლი, რომ ჩემი მიღწევები მამაჩემის დამსახურებაა

imageენრიკე იგლესიასმა, დიდი ტენორისა და ჟურნალისტის შვილმა, თავისი მუსიკალური კარიერის განმავლობაში სიმღერით მთელი მსოფლიოს მოხიბვლა შეძლო, მოხსნა ყველა რეკორდი ალბომების გაყიდვის თვალსაზრისით და კონცერტების გამართვით. ენრიკეს ყველგან ეთაყვანებიან და აღმერთებენ. ტაილანდში რამდენიმე მისი სიმღერა გადათარგმნეს. მექსიკაში რამდენიმე პოპულარულ სერიალს მისი სიმღერების სახელწოდება დაერქვა. ევროპელი, ამერიკელი და ავსტრალიელი ფანები სცენაზე ბობღდებიან, რისი წინააღმდეგიც არ არის ენრიკე. სამაგიეროდ, იგი კატეგორიულად უკრძალავს უცხოებს თავის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფას, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უყვარს სცენაზე ქალბატონების აყვანა, მოფერება, ჩახუტება, ფლირტი, ზასაობა (სხვათაშორის თუ გახსოვთ ენრიკემ ბათუმშიც აიყვანა და ათამაშა ერთი ქართველი გოგონა სცენაზე, რომელიც ამის შემდეგ კინაღამ ანათემას გადასცეს - შე ენრიკეს ნაკოცნო ქალოო)


image– ჟურნალ "People"-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვით, მსოფლიოს 50-ზე ყველაზე ლამაზ მამაკაცთა რიცხვში ხართ. თავად თქვენ მიგაჩნიათ თავი ლამაზად?
– ვფიქრობ, რომ სიაში პოპულარობის წყალობით მოვხვდი. სკოლასა და უნივერსიტეტში სულაც არ ვითვლებოდი ლამაზ ბიჭად. მეტსაც გეტყვით, აუტსაიდერთა რიცხვს მივეკუთვნებოდი. ე.ი. იმათ, ვინც არ უყვართ თანაკლასელებს და ვისი ყურადღებაც აღიზიანებთ გოგონებს. თუ რეიტინგების ენაზე ვილაპარაკებთ, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ყველაზე არაპოპულარული და უარყოფითი ბიჭების ამ ათეულში ვიყავი. მართალია, პირველ ადგილზე არ ვიყავი ამ ათეულში, მაგრამ მაინც! ლამაზი იმდენად არა, რამდენადაც სიმპათიური.
image– ახლა ყველაფერი შეიცვალა...
– დიახ, სიმღერა დავიწყე თუ არა, მყისვე შემნიშნეს გოგონებმა, რომლებიც მანამდე არაფრად მაგდებდნენ. ასე რომ, ჩემი დღევანდელი პოპულარობა ასეულ ათასობით თაყვანისმცემელთა შორის არის საშინელი შურისძიება იმ გოგონების მისამართით, რომლებიც ოდესღაც არ მაქცევდნენ ყურადღებას. ვხუმრობ, რა თქმა უნდა. იცით, ოდესღაც ძალზე მორცხვი ბიჭი ვიყავი, ისეთ დონეზე, რომ ჩემს ოთახში ვიკეტებოდი. საათობით ვიჯექი და ვთხზავდი ლექსებს ჩემს განცდებზე, სურვილებსა და წარუმატებლობაზე. ჩემი ლექსები დღიურის მსგავსი იყო. ჩემთვის ეს დიდი შვება იყო, სულისათვის ნამდვილი თერაპია.
– ბავშვობაში მარტოსულად გრძნობდი თავს?
image– შვიდი წლიდან მამაჩემის ფლორიდის სახლში ვცხოვრობდი, მაგრამ იგი, პრაქტიკულად, არ იყო სახლში...
– და მაინც... თქვენ ძიძებით იყავით გარშემორტყმული, პრესტიჟულ სკოლაში დადიოდით, თქვენ კი დედაზე ნაღვლობდით, თანაკლასელების გრცხვენოდათ და ლექსებს წერდით?
– დიახ, ყველაფერი ასეა. ამასთან ერთად, მუსიკის დაწერაც მინდოდა. ჩემი პირველი სიმღერა ცამეტი წლის ასაკში დავწერე.
– ამით იმის თქმა გინდათ, რომ წარმატებას შოუ-ბიზნესში მამათქვენის წყალობით არ მიაღწიეთ?
– მე ვთვლი, რომ მე რაც გავხდი, ჩემი მუსიკის წყალობით გავხდი, რომელიც ვიცი, მიყვარს და დიდი ხანია ვქმნი! ხალხი ჩემს ალბომებს ჩემი მუსიკის გამო ყიდულობს. „გრემიც” ჩემი მუსიკის წყალობით მივიღე. არ ვთვლი, რომ ჩემი მიღწევები მამაჩემის დამსახურებაა. უბრალოდ, ადამიანებს მოსწონთ, რასაც ვაკეთებ. მათთვის სულერთია, საიდან მოხვედი, ვის გვარს ატარებ და ვის ჰგავხარ, ერთადერთი, რაც არ არის სულერთი, ისაა, თუ როგორ მღერი.
image– ე.ი. მამათქვენს სრული უფლება აქვს, თქვენით იამაყოს?
– დიახ, მამასაც და დედასაც. მათ ახარებთ ის, რომ მე გამომდის, რადგან კარგად იციან – ყველაფერს თავად ვაკეთებდი და ვაკეთებ. ყოველთვის დამოუკიდებელი ვიყავი.
– შოუ-ბიზნესში ისე ჩაერთეთ, რომ სპეციალური მუსიკალური განათლება არ მიგიღიათ და ჯერ კიდევ სტუდენტმა ჩაწერეთ პირველი ალბომი.
– დიახ, სულაც არ მჭირდება სპეციალურად გადართვა ერთიდან მეორეზე. მე ხომ მუსიკის დაწერა ძალზე ადრეული ასაკიდან დავიწყე. რაში მჭირდებოდა იმის სწავლა, რაც ისედაც კარგად ვიცოდი ბავშვობაში? ჩემი აზრით, მუსიკაში წარმატებას რომ მიაღწიო, სრულებითაც არ არის აუცილებელი მუსიკალური სკოლის დამთავრება. ვთვლი, რომ მთავარია ბევრი მუშაობა.
image– ე.ი. უნივერსიტეტში სწავლის დროს დღისით მენეჯმენტის შესწავლით იყავით დაკავებული, საღამოს კი მუსიკას უთმობდით?
– არა მხოლოდ მუსიკას. ვაღმერთებ ვინდსერფინგს, მომღერალი რომ არ გავმხდარიყავი, სპორტსმენობას გადავწყვეტდი აუცილებლად. საერთოდ, ყველაფერი მიყვარს, რაც სწრაფ სიჩქარესთან კავშირშია, მაგალითად, მოტოციკლით სიარული, ავტომანქანებიც მიტაცებს. სხვათაშორის, მანქანის მართვა ჯერ კიდევ მაშინ დავიწყე, როცა მართვის მოწმობა არ მეკუთვნოდა და ყალბი საბუთები გავაკეთე.
– ამბობენ, რომ ერთგან განაცხადეთ, თითქოს მამათქვენის რეკორდის მოხსნას აპირებთ თქვენი მომხიბვლელობის ბადეში გაბმული ქალების რაოდენობით... მამათქვენმა ხომ არაერთხელ განაცხადა, რომ მის საწოლში 2000-ზე მეტი ქალია ნამყოფი!
– რა სისულელეა, ასეთი რამ არასოდეს მითქვამს! ხანდახან ისეთ რამეს წაიკითხავ საკუთარ თავზე... ხუმრობითაც კი არ მიხუმრია ამ თემაზე. წარმოდგენა არა მაქვს, ვინ იგონებს ასეთ სისულელეს. რაც შეეხება მამაჩემს. რაც იყო, ის უკვე წარსულია. თუმცაღა, არა ისეთი მასშტაბებით, როგორც ამას ბევრი თვლის.
image– და მაინც, ადრე დაირხა ხმები თქვენს რომანებზე ქრისტინა აგუილერასა და ჯერი ჰალუელთან... გამოქვეყნდა ფოტოსურათები, რომელზეც ერთად ხართ გადაღებული.
– მეც ძალიან მინდა, რომ ეს სიმართლე იყოს, მაგრამ... მე ათეულობით გოგონასთან რომანს მომაწერენ, რომელნიც არც კი მინახავს ცხოვრებაში. ძალიან მინდა, ერთხელ მაინც ვნახო ჩემი სავარაუდო შეყვარებულები და წამით მაინც შევეხო მათ, ხმები ხომ მაინც დავრცელებულია ჩვენზე!
– გამოდის, რომ უარს არ ამბობთ გოგონათა სიუხვეზე, უბრალოდ, დრო არ გყოფნით, არა?
– ასეც არის! თუმცა, იმ ქალთა უმეტესობა, რომლებზეც ჭორები დადის, რომ ჩემი საყვარლები არიან, სინამდვილეში წრფელი მეგობრობა გვაკავშირებს ერთმანეთთან. დარწმუნებული ვარ, რომ ქალსა და მამაკაცს შორის შესაძლებელია მეგობრული ან ახლობლური დამოკიდებულება. ცხოვრებაც ცხადყოფს ამას. ჩემს საუკეთესო მეგობართა შორის რამდენიმე ქალია. მიყვარს გართობა, მხიარულება, გოგონების გაცნობა – ეს ბუნებრივია, რადგან არავინ იცის, სად და როდის შეხვდება თავის ერთადერთსა და განუმეორებელ ცხოვრების მეგზურს. - stars.ge

0
89
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0