37 წლის ამერიკელი ცენტრი ნაზრ მუჰამედი “ჩიკაგო ბუზში” რჩება.
“ამ წელს ნაზრ მუჰამედი “ჩიკაგო ბულზში” ითამაშებს”. ამ ინფორმაციას კლუბი თავის ოფიციალურ ტვიტერზე ავრცელებს.
“დიდი მადლობა ყველას, რომ მომილოცეთ დაბრუნება, ბედნიერი ვარ, ისევ “ჩიკაგო ბულზში” რომ ვითამაშებ”, - განაცხადა ნაზრ მუჰამედმა.
ნაზრ მუჰამედი საკმაოდ გამოცდილი კალათბურთელია. ის თამაშობდა NBA-ს რვა გუნდში: “ფილადელფია”, “ატლანტა ჰოუქსი”, “ნიუ იორკ ნიქსი”, “სან ანტონიო სპურსი”, ”დეტროიტ პისტონსი”, “შარლოტ ბობკეტსი”, “ოკლაჰომა სითი თანდერი” და “ჩიკაგო ბულზი”.
2005 წელს მუჰამედი NBA-ს ჩემპიონი გახდა “სან ანტონიოსთან” ერთად.
ლაშა ქოიავა
www.worldsport.ge