x
image
beko777
Mediator image
კიდევ ერთი საქველმოქმედო კონცერტი მუშტაიდის ბაღში
imageარავინ იცის როდემდე გაგრძელდება ქართველი ხალხის ერთმანეთის მიმართ გამოხატული კეთილი ნება (ღმერთმა ქნას არც არასოდეს შენელდეს ეს ამბავი), მაგრამ სანამ სახელმწიფო არ მოირგებს მთავარ როლს მსგავსი სახის პროექტებში, ალბათ არაფერი გამოვა და კეთილი ადამიანების მსგავსი სახის მცდელობები - მცდელობებად დარჩება, რადგან ფინანსური უზრუნველყოფა - შედეგში აისახება, შედეგი კი - ფინანსებში, რომელიც ხშირ შემთხვევაში ძალიან მცირეა.


მუშტაიდის ბაღში, წვიმიანი ამინდის ფონზე ახალგაზრდების ჯგუფმა საქველმოქმედო კონცერტი ამჯერად ქობულაშვილების რვასულიანი ოჯახის დასახმარებლად გამართა, მშობლები და 6 არასრულწლოვანი ბავშვი, რომლებიც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ და რომელთა დასახმარებლად საქველმოქმედო ფონდმა „ბედნიერება“ სწორედ ზემოაღნიშნული კონცერტი ჩაატარა.


imageმიუხედავად წვიმიანი ამინდისა, მუშტაიდში ღონისძიება შედგა, გამომსვლელები და დამსწრე სტუმრები ერთობლივად ცდილობდნენ ქობულაშვილების ოჯახისთვის პატარა შვება მოეტანათ (ამინდის მიუხედავად ისინიც ესწრებოდნენ კონცერტს), შესაძლებლობის მიხედვით სცენაზე მდგარი საქველმოქმედო ყუთებიც ივსებოდა და მიუხედავად ფინანსურად ძალიან მცირე თანხის აგროვებისა, თვითონ მცდელობა იმისა, რომ - დახმარების სურვილით გაერთიანებული ახალგაზრდები მკაცრი ამინდის პირობებშიც კი, ცდილობდნენ სიკეთის კეთებას, - უკვე მისასალმებელია.


როგორც ფონდის ახალგაზრდა წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს - ეს, პირველი მცდელობაა და მიუხედავად ამინდისა, კმაყოფილები არიან სტუმრებითაც და შემსრულებლებითაც, მადლობას უხდიან ყველას და წუხან მცირე თანხის აგროვების გამო და იმედოვნებენ, რომ მომავალში ჩასატარებელი აქციებით, გაცილებით მეტად დაეხმარებიან ადამიანებს ვისაც, ეს სჭირდება. ამჯერად კი, ქობულაშვილების ოჯახის დასახმარებლად ჩართულია სატელეფონო ნომერი და თქვენც შეგიძლიათ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა ნომერზე - 0-901-70-06-70 დარეკვით



imageimageimage


0
43
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0