სხვა თერთმეტი მარტივი და ეფექტური მეთოდი ყოველდღიური პრობლემების გადასაწყვეტად 2014, 17 სექტემბერი, 13:57 მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მედიცინა სამკურნალო თუ პროფილაქტიკური საშუალებების მთელ არსენალს ფლობს, ჩვენი ყოველდღიური პატარა პრობლემები ხშირად შეგვიძლია გადავჭრათ უბრალო ნივთებით, რომლებიც მუდამ ხელთა გვაქვს და აფთიაქებში სირბილით არც დრო დავხარჯოთ და არც ფული. რა თქმა უნდა, თუკი საჭიროება მოითხოვს, აფთიაქიც საჭიროა ანტიბიოტიკების ან სხვა აუცილებელი მედიკამენტების შესაძენად, მაგრამ უცებ თუ თავი აგტკივდათ, ან ფეხიდან უსიამოვნო სუნი იგრძენით, სანამ წამლის საყიდლად გაიქცეოდეთ, მიმოიხედეთ თქვენს ირგვლივ და სახლში აუცილებლად აღმოჩნდება ესა თუ ის პროდუქტი ან ნივთი, რომელიც პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებით, დროებით მაინც, თუ საბოლოოდ არა.
1. უსიამოვნო სუნი ფეხებიდან იმ შემთხვევაში, თუ ფეხიდან ცუდი სუნი იგრძენით, გაიწმინდეთ ის არაყში დასველებული ბამბით. უსიამოვნო სუნი მყისვე გაქრება. 2. თავის ტკივილი უეცრად მოვარდნილი თავის ტკივილის შესაჩერებლად თქვენ დაგეხმარებათ ...ჩვეულებრივი ფანქარი. საკმარისია ფანქარი კბილებით მაგრად დაიჭიროთ რამოდენიმე წამის განმავლობაში. სტრესის და ტკივილისათვის დამახასიათებელია კრიჭის შეკვრა, ხოლო ფანქარი ხსნის ყბებს და მალევე იგრძნობთ შვებას. 3. წყლით სავსე მტკივნეული ბუშტუკები ხშირად მოჭერილი ფეხსაცმელი იწვევს ფეხებზე წყლით სავსე მტკივნეული ბუშტუკების გაჩენას. მათ გასაქრობად შესანიშნავი საშუალებაა პირში სავლები სითხე. წაისვით ეს სითხე ბუშტუკებზე დღეში სამჯერ და ნახავთ, რა მალე გაქრება ისინი. 4. ტკივილი ფეხის ტერფებში გადაღლილ ფეხის ტერფებში ტკივილის და უსიამოვნო შეგრძნების მოსახსნელად საუკეთესო საშუალებაა ჩოგბურთის ბურთით ვარჯიში. ეს საშუალება აგრეთვე ძალიან სასარგებლოა ზურგის არეში ტკივილის გასაყუჩებლად. ამისათვის ბურთი უნდა მოათავსოთ კედელსა და ზურგს შორის და გააკეთოთ წრიული მოძრაობები. ამ უმარტივესი მეთოდით საოცრად მალე იგრძნობთ შვებას. 5. სლოკინი არსებობს უნებლიე სლოკინის შეჩერების ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალება: უნდა გადაყლაპოთ ერთი კოვზი შაქარი და სლოკინი მალე გაგივლით. 6. ზღვის ავადმყოფობა (იგივე ტრანსპორტის ავადმყოფობა) ამ უსიამოვნო შეგრძნების ძირითადი გამომწვევი ფაქტორი არის ნერწყვის გაძლიერებული გამოყოფა. მის შესაჩერებლად საკმარისია ერთი ცალი ზეთისხილის შეჭმა ან ლიმონის ნაჭრის დაღეჭვა. 7. უსიამოვნო ნადები კბილებზე ახალ ხილს და ბოსტნეულს შეუძლია მშვენივრად შეცვალოს კბილის ჯაგრისი, თან ჯაგრისთან შედარებით მათ ის უპირატესობა აქვთ, რომ მათზე არ გროვდება მიკრობები. განსაკუთრებით სასარგებლოა ვაშლი. ის შეიცავს ენზიმებს, რომელიც ბუნებრივი გზით ასუფთავებს კბილებს და ამაგრებს მის ემალს. 8. ცხიმიანი კანი სახეზე სახის ცხიმიანი კანის გასაწმენდად საუკეთესო საშუალებაა პამიდორი. დაჭყლიტეთ ის და თანაბრად გაანაწილეთ სახის ცხიმიან ადგილებზე. გაიჩერეთ 30-40 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით. ეფექტი გასაოცარი იქნება. 9. მუწუკები ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მუწუკების წინააღმდეგ საბრძოლველად მშვენიერი საშუალებაა უბრალო წებოვანი ლენტა, ეგრეთ წოდებული სკოჩი. უბრალოდ უნდა მოჭრათ სკოჩის პატარა ნაჭერი და დაიწებოთ მუწუკზე. სასურველია, თუ წებოვან ლენტს დღეში სამჯერ გამოიცვლით. ორიოდე დღეში მუწუკები უკვალოდ გაქრება. 10. გაღიზიანება გადატვირთულ ტრანსპორტში ყოველდღიური მგზავრობისაგან ბოლო დროს ჩატარებულმა გამოკვლევებმა მეცნიერები ძალიან საინტერესო აღმოჩენამდე მიიყვანა: გადატვირთულ ტრანსპორტში ყოველდღიური მგზავრობის დროს პიტნის ან დარიჩინის საღეჭი რეზინის გამოყენება საგრძნობლად ამშვიდებს თქვენს ნერვულ სისტემას და ხსნის გაღიზიანებას. ეს საშუალება ყველა ადამიანზე ერთნაირად არ მოქმედებს, მაგრამ გაცილებით უკეთესია სცადოთ მისი გამოყენება, ვიდრე იჯდეთ საცობში მოყოლილი და მთელ სამყაროს წყევლიდეთ. 11. ნაკაწრები და პატარა ჭრილობები თუ პატარა ჭრილობას ან ნაკაწრს დაფქულ მიხაკს მოაყრით(რომელიც ყველა დიასახლისის სამზარეულოში მოიძებნება), ხელს შეუწყობთ მის სწრაფად შეხორცებას და თავიდან აიცილებთ ინფექციას და დაჩირქებას. მათ, ვისაც ამ მეთოდში ეჭვი ეპარება, შევახსენებთ, რომ მიხაკი ტკივილის მოხსნის შესანიშნავი საშუალებაა. 428 2-ს მოსწონს
|