კულტურა "მის ამერიკა 2015"-ის ტიტულის მფლობელი რუსული წარმოშობის გოგონა გახდა(+ფოტოები) 2014, 17 სექტემბერი, 10:28 ახალი "მის ამერიკა" რუსი ემიგრანტების შვილი, კირა კაზანცევა გახდა. მისი მშობლები ამერიკის შეერთებულ შტატებში 1990 წელს გადავიდნენ საცხოვრებლად. გოგონა გახდა პირველი რუსულენოვანი გამარჯვებული მთელი ამერიკული სილამაზის კონკურსის ისტორიაში. 23 წლის კირა კაზანცევა არ მალავს თავის წარმომავლობას, მაგრამ არც აფიშირებას უკეთებს მას. როგორც აღნიშნავენ მას ამერიკული ღიმილი და რუსული თვალ-წარბი აქვს. რუსეთთან მას მხოლოდ მშობლების სისხლი აკავშირებს. კირა დაიბადა სან ფრანცისკოში, ხოლო ნიუ-იორკში საცხოვრებლად 5 წლის წინ გადავიდა და დაიპყრო ქალაქი, როდესაც "მის ნიუ-იორკი" და "მის ნიუ-იორკის შტატის" კონკურსების გამარჯვებული გახდა. ცოტა ხნის წინ გოგნა ესტუმრა მშობლიურ ქალაქს, მაგრამ მას არ მოეწონა რუსეთი: "ამ ვიზიტის შემდეგ მე უფრო მეტად ვაფასებ იმ ფაქტს, რომ მე ამერიკელი ვარ!"-ასე აღნიშნა Press of Atlantic-city-ში მიცემულ ინტერვიუში. "ჩემი მშობლები ამერიკაში საცხოვრებლად 1990 წლიდან გადმოვიდნენ. მამა ქირურგია, დედა კი უძრავი ქონების სააგენტოში მუშაობს. მყავს უმცროსი ძმა. ვფლობ რუსულ და ესპანურ ენებს, რაც საერთაშორისო ურთიერთობებში და საერთაშორისო სამართალში დამეხმარება. მოგებულ პრიზს, 50 ათას დოლარს, კი ჩემს განათლებას მოვახმარ"-ასე აღნიშნა კირამ ერთ-ერთ ინტერვიუში. კირა Hofstra-სის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია. "მის ამერიკა 2015"-ის კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ ლამაზმანები ამრიკის 50 შტატიდან. ახლა კი გთავაზობთ ფოტოებს: 58 2-ს მოსწონს
|