x
image
beko777
Mediator image
10 ყველაზე გაუგებარი სახის მიშენება
ეს, ქართველებისთვის ძალიან ნაცნობი პრობლემაა და საინტერესო იქნებოდა მსგავსი სახის სტატისტიკური მონაცემები ყოფილიყო, რომელიმე სახელმწიფო ორგანიზაციისგან.
როგორც ალბათ მიხვდით, ქვემოთ მოცემული ათი სურათი დიდ მოძმე რუსეთში 10 ყველაზე უცნაურ მიშენებადაა აღიარებული და დიდი ტვინის განძრევა არ უნდა იმას, რომ ყველაფრით-ტვინგახვრეტილი და გაუგებრად მოაზროვნე რუსების შემოქმედებაა, თუმცა ქართველები ფანტაზიები ასე შორს არ წასულან, მაგრამ მგონი არც ნაკლებნი ვართ - და გაინტერესებთ როგორია თბილისის 10 ყველაზე გაუგებარი სახის მიშენება? მანამდე რუსების ვნახოთ...


1. ამ ბატონს ძალიან უნდოდა ევროპაში ეცხოვრა და მისი სახლი ევროპაში ყოფილიყო, ხოდა ადგა და ფული სადამდეც გაქაჩა - იქამდე გაიწვდინა... ა, ბატონო შედეგი

image

2. როგორც აღმოჩნდა ამ სახლის მეპატრონესთან სიდედრი გადმოსულა საცხოვრებლად და გულაძმარულმა სიძემ ასეთი პატივი სცა ცოლის დედას

image

3. ამ ადამიანს ძალიან უნდოდა თავი მეფედ ეგრძნო და თავისი სურვილები აისრულა კაცმა, საინტერესოა მეზობლების განწყობა როგორი იყო მშენებლობის დროს?


image

4. ა, კაცი! პირდაპირ კორპუსს მიაშენა თავისი სასახლე და თანაც ისე, რომ პირველ სართულზე არსებული თავისი კომუნალური ბინა - სასახლის ფოიედ გამოიყენა და მერე კი, სულ ზევით-ზევით, მაღლა და მაღლა

image

5. ამ სახლში ოლიგარქი ცხოვრობს, იცით ეს თეთრი სვეტი რა არის? - ლიფტი... დიახ, ლიფტი, რომელიც მან მხოლოდ თავისი პირადი სიამოვნებისთვის აიშენა.... "ღარიბი კი არ ვარ, კორპუსის ლიფტით, რომ ვიმგზავროო?!"

image

6. იყიდა სამი გარაჟი (იაფად) - დააშენა ზედ სამი სართული და მოიწყო ცხოვრება! რომ კითხეს: - ეს რა ქენიო?! - "რავა კანონით აკრძალულიაო?!" - იქექიალეს, იჩალიჩეს და კანონმდებლობაში მუხლი ვერ იპოვეს რის მიხედვითაც გარაჟზე დამშენებელსდააჯარიმებდნენ... ხოდა, ცხოვრობს ბედნიერად

image

7. მობეზრდა ამ კორპუსის ერთ-ერთ მაცხოვრებელს ყოველ შაბათ-კვირას აგარაკზე წანწალი წაღმა-უკუღმა, დაიღალა ტიპი და საკუთარი კორპუსის სახურავზე გააშენა - დაჩა და მიწის ნაკვეთი

image

8. ამ სახლის დიზაინერს უცნაური გემოვნება აქვს... განა მარტო იმიტომ, რომ სახლი საშიშ სიმაღლეზეა აშენებული, არამედ იმიტომ, რომ - სახლი მოძრავია... წიკო-წიკოა რა

image

9. ძველი პილოტია, მეორეზე ცხოვრობს... სამსახურიდან გაანთავისუფლეს და აი, სად იპოვა სულის სიმშვიდე? ვინ დაუშლის?

image

10. ამ სახლის დიზაინერის მამა მსახურობდა დიდ ავიაციაში, მამის ხსოვნის საპატივცემულოდ შვილმა ასეთი ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღო და ცხოვრობს ოჯახი ტკბილად და ბედნიერად

image

1
1661
10-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
1661
  
2014, 21 ოქტომბერი, 21:31
საოცარ იხალხია რაა
0 1 1