სხვა გინესის რეკორდების წიგნი 2015. 2014, 15 სექტემბერი, 13:55 ![]() "გინესის რეკორდების წიგნი", პირველად 1955 წელს გამოიცა.ეხლა წიგნი გამოიცემა მსოფლიოს 100 - ზე მეტ ქვეყანაში, 32 ენაზე.მე 60 - ე საიუბილეო "გინესის რეკორდების წიგნი 2015" გამოიცა 11 სექტემბერს.მასში გამოცემულ რამოდენიმე საინტერესო რეკორდს ამ სტატიაში შემოგთავაზებთ. ყველაზე მაღალი "თინეიჯერი" ბროკ ბრაუნია, დაიბადა 1997 წლის 15 აპრილს.2014 წლის აპრილში მისი სიმაღლე შეადგენს 2 მეტრსა და 17 სანტიმეტრს.მისი ფეხსაცმლის ზომა უფრო დიდია ვიდრე შაკილ ონილისა. ![]() მსოფლიოში ყველაზე დიდი გიტარა.მისი სიგრძეა - 13 მ და 30 სმ.სიგანე - 5 მეტრი და 2 სანტიმეტრი, წონა 907 კილოგრამი. ![]() მსოფლიოში ყველაზე დიდი "აფრო" ვარცხნილობა.სიმაღლე 14, 6 სმ, სიგანე 21, 6 სმ, გარშემოწერილობა 154, 3 სმ. ![]() მსოფლიოში ყველაზე დიდი დისკოტეკის სფერო.მისი დიამეტრია 10.33 მეტრი. ![]() ყველაზე ბევრი სიტყვა სიმღერაში.ამერიკელმა რეპერმა ემინემმა, თავის სიმღერაში "Rap God" 6 წუთსა და 4 წამში, 1560 სიტყვა წარმოსთქვა. ![]() მსოფლიოში ყველაზე გრძელი ენა.გინესის წიგნის მიხედვით ის კალიფორნიის მცხოვრებ ბიჭს სახელად ნიკს აქვს. მისი ზომა 10 სანტიმეტრია ![]() ყველაზე დაბალი კატა, მისი სიმაღლეა 13 სანტიმეტრი. ![]() მსოფლიოში ყველაზე დიდი კომიქსების კოლექცია.ბობმა მისი შეგროვება 8 წლის ასაკში დაიწყო.ეხლა ის 52 წლისაა და ამჟამად მისი კოლექცია შეიცავს 94 268 ათას უნიკალურ კომიქსს.კომიქსების საერთო წონა 8.3 ტონაა. ![]() სვეტლანა პანკრატოვა - მსოფლიოში ყველაზე გრძელი ფეხების პატრონი და მსოფლიოში ყველაზე პატარა მამაკაცი ჰი პინჯინი.სვეტლანას ფეხების სიგრძე, რომელიც ყოფილი კალათბურთელი გახლავთ შეადგენს 132 სანტიმეტრს, ხოლო მისი სიმაღლე 195 სანტიმეტრია.ჰი პინჯინის სიმაღლე 74 სმ - ია. ![]() ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მსახიობი - რობერტ ჯონ დაუნი - უმცროსი.მისი ჰონორარი 76, 6 მილიონ დოლარს შეადგენს. ![]() გაიცანით, მსოფლიოში ყველაზე გრძელი ფრჩხილების მქონე ქალბატონი, ლი რედმონდი.ის ფრჩხილებს 1979 წლიდან იზრდის.მისი ფრჩხილების საერთო სიგრძე შეადგენს 7 მეტრსა და 51, 3 სანტიმეტრს. ![]() მსოფლიოში ყველაზე პატარა ტრეილერი, ლონდონელმა იანიკ რიდმა ააწყო.სიგრძე - 2 მეტრი და 39 სმ, 1 მეტრი და 53 სმ სიმაღლე, ხოლო სიგანე 79 სანტიმეტრია. ![]() მსოფლიოში ყველაზე მაღალი ადამიანი, თურქი ფერმერი სულთან კიოსენია.მისი სიმარლე 251 სანტიმეტრია. ![]() წვერზე დაკიდებული ყველაზე მძიმე წონა 63.80 კილოგრამია. ![]() შინაური კატის ყველაზე გრძელი ნახტომი დაფიქსირებულია ტეხასში - 1მ და 83 სმ. ![]() 154 2-ს მოსწონს
|