x
მეტი
  • 16.10.2024
  • სტატია:137639
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511515
სექსუალური განათლება - ა.შ.შ-ს მოდელი
სექსუალური განათლება- ძალიან დიდი მსჯელობისა და დავის საგანი გახდა მას შემდეგ, რაგანათლებაც წამოაყენეს წინადადება იმის შესახებ, რომ ეს საგანი ქართულ სკოლებში უნდა შეეტანათ. საკამათო

გახდა როგორც თვითონ საგნის არსებობა ან არარსებობა აგრეთვე ფორმალური ასპექტები, როგორიცაა: გაიდლაინები და სახელმძღვანელოები, პედაგოგები, კურსების შინაარსი და შეფასების სისტემა, ასევე პედაგოგთა მომზადების ტრეინინგები.

ვფიქრობ, საინტერესო იქნება სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, ამ შემთხვევაში კი შემოგთაზებთ სექსუალური განათლების ა.შ.შ-ს მოდელს.

სექსუალური განათლების საკითხს ა.შ.შ-ში ინდივიდუალური შტატი წყვეტს, რომელმაც შეიძლება შექმნას ერთიანი გაიდლაინი ან მოდელის არჩევა მიანდოს სკოლას.22 შტატი და კოლუმბიის რეგიონი სკოლებს სთხოვს სექსუალურ განათლებას და აივ/შიდსზე განათლებას.15 შტატი სკოლებს სთხოვს აივ/შიდსზე განათლებას.13 შტატს არანაირი მოთხოვნა არ აქვს.1998წლამდე 10 შტატმა მოითხოვა სექსუალური განათლება, რომელიც მიმართული იქნება თავის შეკავებაზე და არა კონტრაცეფციაზე. ძირითადად აბსტინენციური სექსუალური განათლების პროგრამები მომდინარეობდა შტატების რეგულაციიდან და არა სახელმწიფო მიდგომიდან.


რადგან, გადაწყვეტილება სექსუალური განათლების მოდელის შესახებ ლოკალურად მიიღება, ა.შ.შში გავრცელებული სექსუალური განათლების მოდელები დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან.სექსუალური განათლება მიეწოდებათ ძირითადად მეშვიდედან მეცხრე კლასამდე და არის ჯანდაცვისა და მეცნიერების კურიკულუის ნაწილი.

60იანი წლებიდან სექსუალურ განათლებაში აქცენტი კეთდებოდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ბავშვის განვითარება, რეპროდუქციული ანატომია, ფსიქოლოგია, ვენერიული დაავადებები, ფეხმძიმობა და მისი მართვა, მშობიარობა, მშობლობა.ითვლებოდა, რომ დეტალური ინფორმაცია შეამცირებდა სექსუალურ რისკებს ახალგაზრდებში.80-იანი წლებიდან კონგრესმა გამოუშვა მოზარდთა ოჯახური ცხოვრების აქტი, რომელიც ორიენტირებული იყო მხოლოდ აბსტინენციის სწავლებაზე.90-იანი წლებიდან კი ა.შ.შ- ში დამკვიდრდა ორი განსხვავებული მოდელი :1) ქორწინებამდე აბსტინენციის მოდელი - ახსნა იმისა თუ რატომ არ უნდა ჰქონდეთ ახალგაზრდებს ქორწინებამდე სექსუალური ურთიერთობა; 2) ზუსტი და დაბალანსებული სექსუალური განათლება, რომელიც სტუდენტს ახალისებს გადაავადონ სექსუალური კავშირები, სანამ ზრდასრულობას არ მიაღწევენ და მიმართონ უსაფრთხო სექსს, როდესაც სექსუალურ ცხოვრებას დაიწყებენ.

1996 წელს, როგორც კეთილდღეობის რეფორმის აქტის ნაწილი, კონგრესმა პირველად შეიმუშავა კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვრავდა სახელმწიფო პოლიტიკას სქესობრივ განათლებასთან მიმართებაში და ხუთი წლის განმავლობაში გამოყო 250 მილიონი დოლარი, რათა განეხორციელებინათ ქორწინებამდე თავის შეკავების პროგრაები.

ქორწინებამდე თავის შეკავების მოდელი მკაცრად უნდა განსაზღვრულიყო შემდეგი საკითხებით:

1) სექსუალური აქტივობისაგან თავის შეკავება რა უპირატესობას გვაძლევს სოციო, ფსიქოლოგიურ და ჯანმრთელობის საკითხებში.

2) მოსწავლეებისათვის იმის სწალება, რომ ქცევის მიღებული სტანდარტი არის სექსუალური ურთიერთობა ქორწინებაში.

3) სექსუალური ურთიერთობებისაგან თავის შეკავება არის ერთადერთი ვალიდური მოდელი, რომელიც დაგვიცავს ქორწინების გარეშე ფეხმძიმობისგან, ვენერიული დაავადებებისაგან და ჯანმრთელობის პრობლემებისაგან.

4) ქორწინების გარეშე ურთიერთობები ფსიქოლოგიურ ტრამვას აყენებს, რადგან ხშირად ისინი წარუმატებელია.

5) ქორწინების გარეშე ბავშვის გაჩენა საზიანოა ბავშვისადთვის, მისი მშობლებისათვის და საზოგადოებისათვის.

ქორწინებამდე თავის შეკავების მოდელი არ ეხება კონტრაცეფციის საკითხს, რადგან ქორწინების გარეშე სექსუალური ურთიერთობა ამორალურია. ეს მოდელი არ ასწავლის მოსწავლეებს უსაფრთხო სექსს და თავის დაცვას, როდესაც ისინი სექსუალურ ცხოვრებას დაიწყებენ.სექსუალური გზით დაგამდები დაავადებები, დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობა გამოყენებულია, გამოყენებულია ახალგაზრდების შეშინების საშუალებად.ხშირად სექსუალობასთან დაკავშირებული საკითხები იმდენად მოქცეულია თავის შეკავების მოდელზე, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ბიოლოგიის გაკვეთილებზე ხდება გამოტოვება საკითხებისა, რომლებიც ეხება გენიტალიებსა და გამრავლების საკითხებს.

ზუსტი და დაბალანსებული სექსუალური განათლება უფრო ფართო პერსპექტივით გამოირჩევა.პროგრამის ფარგლებში ხდება სტუდენტის წახალისება, რომ გადაავადონ სექსუალური ურთიერთობების დაწყების ასაკი, ისევე როგორც აქცენტი კეთდება იმაზე, თუ როგორ უნდა შემცირდეს სექსუალური ურთიერთობების შესაძლო ნეგატიური შედეგები.ეს პროგრამები ორიენტირდება სოციალური დასწავლის თეორიაზე, ხაზს უსვამს კომუნიკაციას, მოლაპარაკებებს და პრობლემების გადაჭრის მიდგომას. ისინი ახალგაზრდებს აწვდიან დეტალურ ინფორმაციას სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე, აივ/შიდსზე, ფეხმძიმობაზე და მისი თავიდან აცილების გზებზე.ამ პროგრამებმა (განსხვავებით აბსტინენციაზე ორიენტირებული პროგრამებისა) გაიარა დეტალური ტესტირება და აჩვენა მარალი ეფექტურობა.

ორი დამატებითი კვლევა ჩაატარა ჯანდაცვის მსოფილო ორგანიზაციამ UNAIDS-მა, რომლის ფარგლებშიც შეფასდა სექსუალური განათლების ორივე მოდელის ეფექტურობა. აღმოჩნდა, რომ ზუსტი და დაბალანსებული სექსუალური განათლების პროგრამები ეფექტურია.ისინი ხელს უწყობს სექსუალური ცხოვრების დაწყების ასაკის გადავადებას და თავდაცვის საშუალებების გამოყენების მაჩვენებელს ზრდის. დადგინდა, რომ ზუსტ და დაბალანსებულ სექსუალურ განათლებას არ აქვს გავლენა სექსუალური ურთიერთობების ზრდაზე, ადრეულ ასაკში სექსუალური ურთიერთობის დაწყებაზე და მრავალი სექსუალური პარტნიორის ყოლაზე.




თინათინ ბუჩუკური

0
131
შეფასება არ არის
ავტორი:თინათინ ბუჩუკური
თინათინ ბუჩუკური
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0