x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოები

imageჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე ამოუცნობი ფენომენი, საიდუმლო- "ბერმუდის სამკუთხედი" - ეს არის დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი და საიდუმლო რაიონი ატლანტიკის ოკეანეში, რომელშიც თითქოს-და ხდება საზღვაო და საჰაერო გემების მისტიური, იდუმალი გაუჩინარება. რაიონი შემოსაზღვრულია ფლორიდიდან ბერმუდის კუნძულამდე, შემდგომ პუერტო-რიკომდე და უკან ფლორიდამდე ბაჰამების გავლით. ხდება სხვადასხვა ჰიპოთეზის გამოტანა ამ გაუჩინარებათა ასახსნელად - უჩვეულო ამინდის მოვლენებიდან უცხოპლანელეტების მიერ მოტაცებამდე. თუმცა, სკეპტიკები ამტკიცებენ, რომ გემების გაუჩინარება ბერმუდის სამკუთხედში არ ხდება იმაზე უფრო ხშირად, ვიდრე მსოფლიო ოკეანის სხვა რაიონებში და აიხსნება ბუნებრივი მიზეზებით. ფაქტი კი ფაქტად რჩება, რომ ბერმუდის სამკუთხედში გაუჩინარებულა 100-ზე მეტი თვითმფრინავი, წყალქვეშა თუ ისე გემი და 1000-ზე მეტი ადამიანი.


image


მკვლევართა ნაწილი ამ მისტიურ ადგილს უკავშირებს, 10 000 წლის წინ ატლანტის ოკეანეში ჩაძირულ ქალაქ ატლანტისს, რომელიც ამ მონაკვეთის ფსკერზე უნდა იყოს ჩაძირული. პლატონის მოსაზრებით ქალაქი ატლანტისი საოცრად განვითარებული იყო არქიტექტურული თვალსაზრისით და სხვა ქალაქებთან შედარებით, ცივილიზაციის მაღალ დონეზე იყო აყვანილი. იგი სიმდიდრისა და კულტურული განვითარების ეპიცენტრს წარმოადგენდა. რამოდენიმე არქეოლოგიის თეორემის თანახმად ატლანტისი საბერძნეთის კუნძულზე მდებარეობდა და ვულკანის ამოფრქვევის შედეგად განადგურდა. ამიტომ იმ საზოგადოების აზრით, ვისაც სწამდა ქალაქის არსებობა, სწორედ ატლანტის ოკეანეში უნდა ჩაძირულიყო იგი. საზოგადოება ამ ორ ფენომენს- ატლანტის ოკეანესა და ბერმუდის სამკუთხედს, სწორედ საიდუმლოებით მოცული ისტორიების გამო უკავშირებს ერთმანეთს.




image
image
სულ ცოტა ხნის წინ, კანადელმა მეცნიერებმა დაკარგული ქალაქი ატლანტისი აღმოაჩინეს, როგორც დადგინდა მითიურ ქალაქში მართლა არსებობდა ცივილიზაცია. მკვლევარებმა იპოვეს სფინქსის გამოსახულება და მინის პირამიდები. მეცნიერები კი მიიჩნევენ, რომ ქალაქის არქიტექტურა ტეოტიუკალების, უძველესი ლათინო ამერიკული ცივილიზაციის მსგავსია. ზღვის ფსკერი რობოტის საშუალებით იქნა შესწავლილი და ქალაქი ატლანტისი კუბის აღმოსავლეთ სანაპიროდან ჩრდილოეთით 700 მეტრში დაფიქსირდა.


image




image
image

მეცნიერებს ამ მოვლენის ასახსნელად 10-მდე ჰიპოთეზა აქვთ, ერთ-ერთი მიზეზი ბერმუდის სამკუთხედის უარყოფითი მიზეზი მაგნიტური ველია, რომელიც ამ რაიონში განსაკუთრებულად ძლიერია. დაკვირვების ფონზე ნათელი ხდება, რომ ბერმუდის სამკუთხედის ტერიტორიაზე კომპასის ისრები სწრაფ რხევას იწყებენ, სანავიგაციო მოწყობილობა კი ნორმალურად ფუნქციონირებას წყვეტს. ამის მიზეზი ისაა, რომ ბერმუდის სამკუთხედი ერთადერთი იშვიათი რეგიონია, სადაც გეოგრაფიული ჩრდილოეთი და მაგნიტური ჩრდილოეთი ერთმანეთს ემთხვევა, რაც თავის მხრივ ელექტრომაგნიტურ შტორმებს იწვევს. სწორედ მათი მიზეზით გამოწვეული ძლიერი მაგნიტური ტალღა ხდება მიზეზი 100-ბით გემისა და თვითმფრინავის გაუჩინარებისა.


image

სხვა ვერსიით ბერმუდის სამკუთხედის ასეთი უცნაურობები
გობსთრიმის დინებაა, რომელიც ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში თბილ დინებათა მძლავრი სისტემაა და 10 000 კილომეტრზე ვრცელდება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ გობსთრიმის დინება ხომალდების ნამსხვრევებს შორს მიაქანებს, რის გამოც ნარჩენები უკვალოდ ქრება.

image


ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი, შედარებით რეალური მოსაზრება
გაჩნდა, თურმე ბერმუდის სმკუთხედის მისტიურობა ჭარბი რაოდენობით მეთანის აირის შედეგია. თეორიის მიხედვით,
ოკეანის ფსკერიდან ამოსული აირი ბუშტად გარდაიქმნება, იზრდება, ზედაპირზე მიიწევს და იქ ფეთქდება. ამის შემდეგ აირი ჰაერში ადის, მეთანის ბუშტი წყლის სიმკვრივეს ამცირებს, რის გამოც ხომალდი
ვეღარ ახერხებს წყალზე გაჩერებას და იძირება. ამ გიგანტურ ბუშტებს თვითმფრინავის ჩამოგდებაც შეუძლია. პირველი ფაქტი 1840 წელს დაფიქსირდა, როდესაც ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაოს პორტთან იალქნიანი ხომალდი როზალი აღმოაჩინეს. ხომალდზე იალქნები აღმართული იყო, მასზე აღჭურვილი ყველა აპარატურაც ხელ-უხლებელი, თუმცა მასზე არცერთი ეკიპაჟი არ იმყოფებოდა და მათ კვალსაც ვერსად მიაგნეს.



თუმცა, მიუხედავად ამ აღმოჩენისა, ბერმუდის სამკუთხედის მისტიურობა კვლავ ამოუცნობია და გაუჩინარებული ვერტმფრენებისა და ხომალდების საიდუმლო, ისევ საიდუმლოდ რჩება. მისტიკური ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოს ამოხსნას მეცნიერები კვლავ ცდილობენ, თუმცა ატლანტის ოკეანის ამ მონაკვეთზე მგზავრობას, დღემდე ყველა ერიდება.

4
1947
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1947
  
2014, 21 სექტემბერი, 17:55
გაიხარე ჩემო კარგო ;)
2014, 18 სექტემბერი, 19:12
ყოველთვის მაინტერესებდა ამ ადგილის მისტიურობის მიზეზი, გმადლობ სტატიისთვის :*
2014, 17 სექტემბერი, 18:03
მადლობა საყვარელო :*
2014, 15 სექტემბერი, 23:39
კარგი სტატიაა მაკუშ
0 1 4