x
image
პერსეპოლისი
ერთი ფოტოს ისტორია და ადამიანთა სახეები სტივ მაქქარის შემოქმედებაში
ცნობილი ამერიკელი ფოტოჟურნალისტი სტივ მაქქარი მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი, უამრავი უნიკალური, ისტორიული თუ ღირსშესანიშნავი ფოტოს ავტორია.
სტივ მაქქარიმ თავისი კარიერა ფოტო-რეპორტაჟის კეთებით დაიწყო ავღანეთში, სადაც მიმდინარეობდა საბჭოთა კავშირის ომი. უსაფრთხოებისა და ფოტოების გადაღების მიზნით, სტივ მაქქარი
შეიმოსა(შეინიღბა) ავღანურ, ტრადიციულ ტანისამოსში, რომელზეც
ფარულად იყო მიმაგრებული ფოტოაპარატი. სტივმა ასეთ რთულ
სიტუაციაში მოახერხა გადაეღო საკმაოდ ბევრი ისტორიული სურათი,
რომელიც ასახავდა იქაურ კონფლიქტებს. ამის შემდეგ, სტივ მაქქარიმ
მიიღო რობერტ კაფას ოქროს მედალი ნომინაციაში - საუკეთესო ფოტოგრაფიული მასალების გაშუქება უცხოეთიდან.
სტივს პოპულარობა შეიძლება ითქვას, რომ ერთმა სურათმა მოუტანა, რითაც ის მსოფლიოს საზოგადოებამ გაიცნო. ეს არის "ავღანელი გოგო", რომელიც, თავდაპირველად "National Geographic"-ის ჟურნალებში გამოჩნდა და რომელსაც საკაომდ საინტერესო ისტორია
აქვს. ეს ფოტო მოგვიანებით ავღანეთის კონფლიქტის სიმბოლო გახდა. სტივ მაქქარი იხსენებს, რომ თავდაპირველად ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ფოტოსურათი ასეთ მნიშვნელობას შეიძენდა. ფიქრობდა, რომ გოგონას ფოტო ბანაკში გადაღებული სხვა ბავშვების ფოტოებისგან არაფრით გამოირჩეოდა. National Geographic-ის რედაქცია და ფოტოგრაფი 17 წლის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა
გოგონას ვინაობის დადგენას, თუმცა მოგვიანებით უკვე დაქალებული შარბათ გულა გაიცნეს. შარბათ გულამ პირველად მაშინ ნახა თავისი ფოტო. ქალმა არ იცოდა, რომ მსოფლიო უკვე დიდი ხანია იცნობდა. მას ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ გადაუღეს ფოტო - 12 წლის და 30 წლის ასაკში.

12 წლის შარბათ გულა

image


30 წლის შარბათ გულა

image





გთავაზობთ სტივ მაქქარის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების ცნობილ ფოტოებს :


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image



0
102
2-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0