x
image
beko777
პატრიარქმა ეთერ კაკულია მოინახულა
image13 სექტემბერს ყველა ქართველისთვის საყვარელი მომღერალი სრულიად მოულოდნელად საკუთარ სახლში, დოლიძის ქუჩაზე, საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოინახულა.


მოგეხსენებათ მძიმე სენით დაავადებული მომღერალი სარეაბილიტაციო კურსის ჩასატარებლად ისრაელში შვილთან ერთად იმყოფებოდა, საიდან დაბრუნების შემდეგაც თბილისში განაგრძო მკურნალობა, სამწუხაროდ ერთი კვირის უკან ეთერ კაკულია ფილტვების ანთების მწვავე დიაგნოზით კლინიკაში მოხვდა, სადაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რამდენიმე დღე დაჰყო.


imageქ-ნი ეთერი თავის დროზე კლინიკაშიც მოვინახულეთ, მაგრამ ინფორმაციის (და მითუმეტეს ფოტო-ვიდეო მასალის) გასაჯაროებისგან თავი შევიკავეთ (მაშინაც და ახლაც), რადგან მომღერალი სამწუხაროდ ახლა ნამდვილად არაა იმ მდგომარეობაში, რომ თაყვანისმცემელთა და გულშემატკივართა არმიისგან მონახულებას გაუძლოს, რადგან მას ყველაზე მეტად ახლა სიმშვიდე სჭირდება
ყველაზე დიდ სიმშვიდეს კი, ქ-ნი ეთერი პატრიარქის გვერდით გრძნობს ხოლმე, ის ისრაელში წასვლამდეც და მანამდეც, ბევრჯერ შეხვდა უწმინდესს, ახლა კი ილია მეორემ მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა ეთერ კაკულიას და თავად ესტუმრა მას სახლში, რითაც დადებითი ემოციებისგან დატვირთული მომღერალი აატირა.


- მე მიყვარს ჩემი საქართველო და მე მიყვარს ჩემი ქართველები და მე ძალიან მიყვარს ჩემი პატრიარქი, - ეს მომღერლის გულიდან ამოსული სიტყვებია, რომლის ვირტუალურად გადმოცემა იმ ემოციას ვერაფრით გამოხატავს, რა ემოციაც ეთერ კაკულიას აქვს ხოლმე ამ დროს.



ამჟამად ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი მომღერალი, საკუთარი დაბადების დღისთვის ემზადება და ძალიან უნდა, რომ 29 ნოემბერს გრანდიოზული კონცერტით შეხვდეს და ჩვენ კი, ჩვენის მხრივ გვწამს, რომ ვერანაირი დაავადება ამ ენერგიულ და პოზიტიურ ქალბატონს კიდევ კარგა ხანს ვერ მოერევა და - იმედი გვაქვს 29 ნოემბერს საკონცერტო დარბაზის წინ მომღერლის ვარსკვლავის გახსნაც მოესწრება.


imageimage

0
1302
4-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
1302
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0